მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:35

34. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ.35. და მონამან არა დაიმკჳდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკჳდროს უკუნისამდე.36. უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
35. და მონამან არა დაიმკჳდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკჳდროს უკუნისამდე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მონაჲ არასადა დაადგრეს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძჱ დაადგრეს უკუნისამდე“ (8,35).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა მცირედ-მცირედ შჯულისა მიერცა დაამდაბლებს და მოასწავებს პირველთა მათ ჟამთა, რაჲთა არა იტყოდიან, ვი-თარმედ: მსხუერპლთა შევსწირავთ, რომელნი მიბრძანნა მოსე, და იგინი შემძლებელ არიან ჴსნად ჩუენდა. ამისთჳს შესძინა სიტყუაჲ ესე, რამეთუ: „ყოველთავე ცოდეს და დაკლებულ იქმნნეს დიდებასა ღმრთისასა, არამედ განმართლდებიან უსასყიდლოდ“, და თჳთ მღდელნიცა. ამისთჳსცა მოციქული პავლე იტყჳს მღდელისათჳს, ვითარმედ: „თანააც პირველად შეწირვად თავისა თჳსისათჳს, ვითარცა-იგი ერისათჳს, ვინაჲთგან მასცა თანააც უძლურებაჲ“. და ამას მოასწავებს სიტყჳსა მის მიერ, რომელი თქუა, ვითარმედ: „მონაჲ არასადა დაადგრეს სახლსა შინა“. და ამას ადგილსა სწორებასაცა თჳსსა მამისა თანა გამოაჩინებს და განყოფილებასა მას მონისა და აზნაურისასა, რამეთუ იგავი ესე ამისი სახე არს, ესე იგი არს, ვითარმედ: არა აქუს ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ესე არს, თუ: „არა დაადგრესო“.

ხოლო რაჲ არს, რომელ ცოდვათათჳს რაჲ იტყოდა, სახლი აჴსენა? ამისთჳს, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ ვითარცა სახლსა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის