მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:34

33. მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: ჩუენ ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არასადა ვის ვჰმონებდით; ვითარ-ეგე შენ იტყჳ, ვითარმედ: განსთავისუფლდეთ?34. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ.35. და მონამან არა დაიმკჳდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკჳდროს უკუნისამდე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
34. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს ცოდვისაჲ“ (8,34).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ ამის თავისუფლებისა-თჳს ეტყოდა მათ, რომელი ესევითარისა მონებისაგან იქმნების, ამისთჳს ჰრქუა მათ, ვითარმედ:

ჰომილია 17
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...1 კორ 3:22). და ამ მონობას იგი მოშურნეობით ემსახურება; რადგან ეს მონობა კი არ არის, არამედ თავისუფლებაზე უკეთესია. რადგან, ამბობს, ის არის მონა, ვინც ცოდვას სჩადის: „ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ“ (). „უკუეთუ ვინმე სხუასა მოძღურებდეს და არა მოვიდეს სიცოცხლისა მათ მოძღურებათა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა და ღმრთის მსახურებისა ამის მოძღურებასა ზედა, განლაღებულ არს, არარაჲ იცის“ ().

ამრიგად, უგუნურებაში ამაღლება ცოდნისგან კი არ ხდება, არამედ არცოდნისგან. რადგან ვინც ღვთისმოსაობისამებრ სიტყვები იცის, სწორედ მან იცის ზომიერებაც; ხოლო ვინც ჯანსაღ სიტყვებს იცნობს, ის არ სნეულდება. რადგან რაც სხეულებში ანთებაა, ის არის სულებში უგუნურება; როგორც იქ ანთებულს ჯანმრთელს არ ვუწოდებთ, ასევე აქაც ქედმაღლებს არ ვუწოდებთ ჯანმრთელებს. მაშ, შესაძლებელია, რომ კაცმა რაიმე იცოდეს და მაინც არაფერი იცოდეს;...

სრულად ნახვა