თ ა რ გ მ ა ნ ი: ურცხჳნო არს უკეთურებაჲ და ფიცხელ, და რაჟამს სირცხჳლი ჯერ-იყოს, მაშინ უმეტესად ურცხჳნო იქმნების, რომელი-იგი ჰურიათაცა ზედა მოიწია. რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ლმობიერქმნილ იყვნეს და განკჳრვებულ სიტყუათა მათ ზედა და კადნიერებასა ზედა მისსა, ხოლო იგინი აგინებენცა და „სამარიტელ“ სახელ-სდებენ და „ეშმაკეულ“ და იტყჳან: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა?“ რამეთუ რაჟამს მაღალი რაჲმე სიტყუაჲ ჰრქუას, სიცოფედ სახელ-სდებენ მას დაბრმობილნი იგი სრულიად, და-ღაცათუ არასადა უთქუამს მახარებელსა წინაჲსჯერ, თუ სამარიტელად ჰხადოდეს მას, არამედ სიტყჳსა ამისგან, რომელსა იტყჳან: „არა კეთილად ვთქუთა?“ ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ მრავალგზის უთქუამს მისდა „სამარიტელ“ და „ეშმაკეულ“. და ვინ-მე არს ეშმაკეული, რომელი ღმერთსა პატივ-სცემდეს, ანუ რომელი ღმრთისა პატივისმცემელსა შეურაცხ-ჰყოფდეს და აგინებდეს? ხოლო ისმინეთ სიტყუაჲ იგი ქრისტესი, რომელი არს ყოვლითურთ სიმშჳდე და სიწრფოება:
სახარებაჲ იოვანესი 8:49
...რცა ერთსა რას იტყჳს თჳნიერ თავისა განმართლებისა, რამეთუ ქრისტეს მოწაფე არს და მისგან სწავლული, რომელსა, რაჟამს-იგი ჰრქუეს — "ეშმაკი არს შენ თანა" () — ესე ოდენ კმა-იყო სიტყჳსგებად, ვითარმედ: "ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივ-ვსცემ მამასა ჩემსა და თქუენ მაგინებთ მე" (). აწ უკუე ვიყვნეთ მსგავს პავლესსა, ვითარ-იგი იქმნა მსგავს ქრისტესსა მცირითა ამით და ადგილითა საქმითა.
ესმა რაჲ ესე ფელიქსს, დრო-იყო მათ. ჭეშმარიტებით იცოდა გზისა მისთჳს და თქუა: რაჟამს ლუსია ათასისთავი მოვიდეს, მაშინ ვცნა თქუენთჳს. და უბრძანა ასისთავსა მას დამარხვაჲ პავლესი, და რაჲთა იყოს იგი მოლხინედ. და ნუ ვის აყენებთ თჳსთა მისთა მსახურებისა, ანუ შესლვად მის თანა (24,22-23).
თარგმანი: უწყოდა ჭეშმარიტებით ფელიქს გზისა მისთჳს ჭეშმარიტისა, რომელ არს ქრისტე. რამეთუ დაღაცათუ წარმართი იყო, არამედ მეუღლე მისი ჰურიაჲ იყო და მის გამო შემეცნებულ იყო შჯულსა ქრისტეანეთასა, ვითარმედ შჯულისაგან და წინაჲსწარმეტყუელთა წინა-მოსწავებულ არს განჴორციელებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ, ჯუარცუმაჲ, დაფლვაჲ და აღდგომაჲ. ესე უწყოდა, ვითარმედ პავლე ჭეშმარიტებისა ქადაგ არს. ხოლო ჰურიათა შეწუხებისათჳს განტევებაჲ მისი შეუძლებელ იყო. და კუალად, არცა ტანჯვაჲ სამ...
...ჲთგან რომელთამე იწყეს ბოროტთა მათ წინააღდგომად, და სიტყუათა მიერ ვერ დაუყვეს პირი, საქმენი მოიხუნეს შორის, ვითარმცა იტყოდეს, ვითარმედ: სიტყუანი მისნი კეთილ არიან. უკუეთუ სიტყუანი არა გრწმანან, საქმენი იხილენით. ხოლო ქრისტემან არარაჲ მიუგო ამის ყოვლისათჳს, რამეთუ პირველ მიუგო, ვითარმედ: „ჩემ თანა ეშმაკი არა არს“, ხოლო აწ არღარას ეტყჳს, რამეთუ ვინაჲთგან საქმით ყოველივე გამოაჩინა, ამისთჳს სიტყუაჲ დაიდუმა, რამეთუ არცაღა ღირს იყვნეს სიტყუასა მისსა, რომელნი საქმეთა მათთჳს, რომელთათჳს ღმრთად ჯერ-იყო აღსაარებაჲ მისი, ეშმაკეულით ჰხადოდეს, და კუალად იგინივე ურთიერთას წინააღმდგომ იყვნეს, ხოლო ქრისტე ყოველსავე დუმილით და სიმშჳდით მოითმენდა, რაჲთამცა ჩუენ გუასწავა ყოვლისაჲვე სიმშჳდით მოთმინებაჲ.
სწავლაჲ ჲ გლოვისათჳს თჳსთა ცოდვათაჲსა და ქველისსაქმისათჳს
მას უკუე ვჰბაძვიდეთ ჩუენ, რომელმან არა თუ ოდენ მოითმინა, არამედ ბევრეულნი კეთილნი უყვნა მათ, რომელნი-იგი აგინებდეს მას და ეძიებდეს მოკლვად. და რად ვიტყჳ, თუ კეთილი უყო? რამეთუ სულიცა თჳსი დადვა მათთჳს, და ჯუარს-აცუეს რაჲ, მათთჳს მამასა ევედრებოდა. ჩუენცა უკუე ვჰბაძვიდეთ მას, რამეთუ ესე არს მოწფობაჲ ქრისტესი, რაჲთა კაცი მშჳდ იყოს და მდაბალ. ხოლო სიმშჳდჱ ვითარ მოვიგოთ, უკუეთუ ცოდვათა ჩუენთა არა ვი...