თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ აბრაჰამის უზეშთაესობაჲ გამოაჩინა? რამეთუ რომელსა უხაროდა ხილვად დღისა მისისა და დიდად უჩნდა ხილვაჲ მისი, საცნაურ არს, რამეთუ ვითარცა განმაცხოველებელისაჲ და ვითარცა უზეშთაესისაჲ აქუნდა დღჱ იგი, რამეთუ ვინაჲთგან იგინი იტყოდეს, ვი-თარმედ: „ხუროჲსა ძე არს“, და არარას სხუასა გულისხმა-ჰყოფდეს, ამისთჳს მცირედ-მცირედ აღიყვანებს მათ მაღლისა გონებისა მიმართ. ხოლო მათ რაჟამს ესმა, ვითარმედ არა იციან ღმერთი, არა ესრეთ განფიცხნეს, არამედ რაჟამს ესმა, ვითარმედ: „პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ“, განრისხნეს, ვითარმცა პატიოსნებაჲ მათი უჴმარქმნილ იყო, და ამისთჳს ქვასა დაჰკრებდეს მას. „იხილა დღჱ ჩემი და განიხარა“. - გამოაჩინებს, ვითარმედ არა უნებლიაჲთ მოვალს ვნებად, ვინაჲთგან აქებს მას, რომელმან ჯუარ-ცუმისა მისისა ხილვისათჳს განიხარა, რამეთუ ესე ცხორებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ იყო; ხოლო მათ ქვისა დაკრებაჲ ენება, ესრეთ მარადის მზა იყვნეს მოკლვად და თჳნიერ გამოძიებისა იქმოდეს საქმეთა მათ. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, თუ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვიყავ, არამედ: „მე ვარო“?...
სახარებაჲ იოვანესი 8:58
...ათჳს მსმენელთა მათ, და რაჲთა ასწაოს კაცთა სიმდაბლჱ და არა დიდადმეტყუელებაჲ თავთა თჳსთათჳს. ხოლო მაღლად და ჴელმწიფებით მეტყუელებისა მისისაჲ ერთი ოდენ არს მიზეზი - მეუფებაჲ იგი ბუნებისა მისისაჲ. და ამისთჳს არა მარადის ესრეთ ჯერ-იყო სიტყუაჲ მათ უგულისხმოთა მიმართ, რამეთუ უკუეთუ თქუა, თუ: „პირველ აბრაჰამისა მე ვარ“, და ამისთჳს დაბრკოლდეს, უკუეთუმცა მარადის ესრეთ მაღალთამცა სიტყუათა ეტყოდა, რაჲმცაღა ყვეს?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოსე მოგცა თქუენ შჯული, და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?“ (7,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ შეწყობაჲ აქუს სიტყუათა ამათ, ანუ რაჲ ზიარებაჲ აქუს პირველთქუმულთა მათ თანა? რამეთუ იგინი ორთა ბრალთა დასდებდეს მის ზედა: ერთად, ვითარმედ შაბათსა დაჰჴსნისო, და მეორედ, რამეთუ ღმერთსა მამად თავისა თჳსისა უწესსო და სწორ-ჰყოფს თავსა თჳსსა ღმრთისა თანა. ხოლო არა მათისა იჭჳსა და ჰაზრისაჲ იყო, არამედ ჭეშმარიტი იყო, და იგიცა თავადი ესრეთ იტყოდა და დაამტკიცებდა მარადის, ვითარმედ სწორ ღმრთისა არს; რამეთუ სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, თუ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲცა ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“, და კუალად: „რაჲთა ყოველნი პატივ-სცე...
...უმლოჲსა ერთბამად სმენად უძლურებისა მათისაგან; მეხუთედ - რაჲთა მოგუცეს სახე არა დიდადმეტყუელებისაჲ თავთა თჳსთათჳს. ამისთჳს თავადმან მრავალი თქუა თავისა თჳსისათჳს სიმდაბლით, რაჲთა უმაღლესი მოწაფეთა ქადაგონ, ოდეს სული წმიდაჲ მოვიდეს მათ ზედა. რამეთუ თავადმან ესრეთ ჰრქუა ჰურიათა: „პირველ აბრაჰამისა ყოფადმდე მე ვარ“; ხოლო მოწაფემან არა ესრეთ თქუა, არამედ ისმინე სიტყუაჲ მისი: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“. კუალად თავადმან არასადა თქუა თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ: მე ვქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ და ხილულნი და უხილავნი, ხოლო მოწაფემან განცხადებულად და ჴმამაღლად მრავალგზის ქადაგა ესე; ამისთჳს იტყჳს: „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რავდენი-რაჲ იქმნა“; და კუალად თქუა: „სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ იქმნა“. რამეთუ საქმით უფალი აჩუენებდა ყოველსავე ამას. განცხადებულად აჩუენა, ვითარმედ იგი არს, რომელმან ქმნა კაცი მიწისაგან, რაჟამს თი-ჴისა მისგან შობითგან ბრმასა თუალნი შეუმზადნა5 და უაღრესისა მის ასოჲსა მიერ ყოვლისავე გუამისა დაბადებ...