თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: საცნაურ არსო, რამეთუ ცოდვილთასა არა ისმენს, ხოლო ამან სასწაულიცა ქმნა, და სასწაული ესევითარი, რომელ ვერვის კაცთაგანსა უქმნიეს ესე. და ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ ყოველთავე წარჰჴდა სათნოებითა, და უზეშთაეს არს საქმჱ მისი ყოველთა კაცთასა. ხოლო ისმინე, თუ მათ რაჲ თქუეს:
სახარებაჲ იოვანესი 9:32
რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.
რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: აჰა ცოცხალ...
...ამეთუ სიტყჳთ ვასწავე კეთილი და საქმით ვქმენ შჯულისაებრ მოსესისა. და ამას ზედა თჳთ იგინი მოწამე არიან, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: „არასადა ესევითარი გამოჩინებულ არს ისრაჱლსა შორის“; და ვითარმედ: „საუკუნითგან არა სმენილ არს, თუ აღუხილნა ვინ თუალნი ბრმად შობილისანი“. ხოლო რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: რაჲსათჳს შენცა და ჩუენცა გუდევნიან? ამისთჳს პირველვე ჰრქუა, რამეთუ: არა ხართ სოფლისაგან, ვითარცა მე არა ვარ სოფლისაგან. „უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა“. ხოლო კუალად რაჲთამცა არა თქუეს, ვითარმედ: უკუეთუ შენ გდევნიდეს, და ჩუენცა გუდევნიდენ; და უკუეთუ სიტყუაჲ შენი არა დაიმარხეს, და ამისთჳს არცა ჩუენი დაიმარხონ; უკუეთუ შენ ჰქმნენ სასწაულნი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, და არა ჰრწმენა, უკუეთუ სძულ შენცა და მამაჲცა შენი, რაჲსათჳს ჩუენ შთაგუყრი ჴელთა მათთა? ანუ რად ირწმუნონ ჩუენი? და რაჲთა არა იტყოდიან ამას ყოველსა, ამისთჳს ჰრქუა მათ სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ,
რომელი მამისა ჩემისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. და თქუენცა მოწამე ხართ...
...მასა ნუგეშინის-სცეს, და მეორედ, რაჲთა ქმნითა მით სასწაულისაჲთა სიფიცხლჱ იგი და მოუდრეკელობაჲ მათი მოალბოს და სიტყუანი თჳსნი სარწმუნო-ყვნეს და ქმნას სასწაული არა ესრეთ ლიტონი, არამედ მაშინ ოდენ ქმნილი, რომელი არღასადა ქმნილ იყო, რამეთუ „საუკუნითგან არა სმენილ არსო, ვი-თარმედ აღუხილნა ვინ თუალნი ბრმად შობილისანი“. რამეთუ ბრმისა თუალნი ნუუკუედა განხუმულ იყვნენ, ხოლო შობით ბრმისანი არასადა აღებულ არიან. და საცნაურ არს, ვითარმედ გან-რაჲ-ვიდა ტაძრით, განზრახვით მივიდა განკურნებად მისა, რამეთუ მან იხილა ბრმაჲ იგი, და არა თუ ბრმაჲ იგი მას მოუჴდა, და ესრეთ მოსწრაფებით მიჰხედა მას, ვიდრეღა მოწაფეთაცა ცნეს, ვითარმედ მას ჰხედავს, და ამისთჳსცა ჰკითხეს. რამეთუ რაჟამს ჰხედვიდეს მას, ვითარ ესრეთ მოსწრაფებით ჰხედავს მას, ჰკითხეს, ვითარმედ: „მოძღუარ, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა?“ ცთომილ არს კითხვაჲ მათი, რამეთუ ვითარმცა ცოდა უწინარეს შობისა, ანუ უკუეთუ მშობელნი ცოდვიდეს, იგიმცა ვითარ იტანჯა ამისთჳს? ვინაჲ მოვიდეს უკუე ამის საქმისა კითხვად? ამისთჳს, რამეთუ ამისა პირველ, განკურნა რაჲ განრღუეული იგი, ჰრქუა მას, ვითარმედ: „აჰა ესერა განიკურნე. ამიერითგან ნუღარა სცოდავ“. ხოლო მათ გულისხმა-ყვეს, ვითარ...