მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 1:17

16. და მრავალნი ძეთა ისრაჱლისათაგანნი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა.17. და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაჲთა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული.18. და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაჲთა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ, და ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა მისთა?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 1
17. და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაჲთა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული.
ლუკას სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 1, მ. 1-4]

1. ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათჳს გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის, 2. ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის, 3. ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა ჭეშმარიტებითა, შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთის-მოყუარეო თეოფილე, 4. რაჲთა სცნა, რომელთათჳს-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ.

ვინ იყვნენ ეს მრავალნი, რომელთაც ხელი მიჰყვეს? ცრუ მოციქულნი. ვინაიდან, მართლაც მრავალნი ადგენდნენ სახარებას, როგორიცაა, მაგალითად, ეგვიპტელთა სახარება და სახარება წარწერით „ათორმეტთაგან“. მათ მხოლოდ ხელი მიჰყვეს, მაგრამ ვერ დაამთავრეს. რამდენადაც მათ ღვთის მადლის გარეშე დაიწყეს, სწორედ ამიტომ ვერ დაამთავრეს. ამრიგად, ლუკამ კარგად თქვა „მრავალთა ხელ-ყვეს“. ჭეშმარიტად არა მრავალთა, კერძოდ მათემ და  მარკოზმა, არა მხოლოდ დაიწყეს, არამედ დაამთავრეს კიდეც, ვინაიდან მათ ჰქონდათ სული, სრულყოფილების შემქნელი. „საქმეთათვის გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის“. რადგანაც ის, რაც ქრისტეს შეეხება, არა უბრალოდ შიშველი გადმოცემებითაა ცნობილი, არამედ...

სრულად ნახვა
ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ჭეშმარიტების რწმენა და გადმოცემის დაცვა:

...ვინაიდან მაშინ ელიაც მოვა მორწმუნეთა განსამტკიცებლად. ამას ქრისტეც ამბობს: „ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი." (). ამიტომ ითქვა იოანეს შესახებ: „სულითა და ძალითა ელიაჲსითა" (). ვინაიდან არც სასწაულები აღასრულა, ელიას მსგავსად, არც საკვირველებანი; რადგან, ამბობს, „იოვანე სასწაული არარჲ ქმნა; ხოლო ყოველი, რომელი თქუა იოვანე ამისთჳს, ჭეშმარიტ იყო." (). მაშ როგორ ითქმის: „სულითა და ძალითა ელიაჲსითა"? ესე იგი, იმავე მსახურებას იტვირთავს. როგორც ეს იყო პირველი მოსვლის წინამორბედი, ასევე ისიც არის მისი მეორე და დიდებული მოსვლის წინამორბედი და ამისთვის არის დაცული. მაშ, ნუ შეგვეშინდება; მან შეარყია მსმენელთა გონება და აწინდელი ამბები აღარ ჩაათვლევინა საშინელებად, არამედ მადლობის ღირსად....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მომავალ არს. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ (11,14-15).:

...ბედად მეორისა მის მოსლვისა. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: იგი არს ელია, არამედ: „უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მომავალ არს“. უკუეთუ გნებავს გულისჴმის-ყოფაჲ და გულითა ლმობიერითა შეწყნარებაჲ თქუმულთაჲ ამათ, შეიწყნარეთ სიტყუაჲ მისი, ვითარცა ელიაჲსი, რამეთუ ძალითა მით და სულითა ელიაჲსითა მოსრულ არს. ვითარცა იგი ქადაგად და წინამორბედად ჭეშმარიტად მეორედ მოსლვისა მომავალ არს, ეგრეთვე ესე ჭეშმარიტი ქადაგი და წინამორბედი მოვიდა ამის მოსლვისაჲ. ესევითარნი რაჲ სიტყუანი გულისჴმის-ყოფისანი მიუთხრნა, მეყსეულად შესძინა: „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ ესე თქუა, რაჲთამცა მოიყვანნა იგინი გულისჴმის-ყოფად და კითხვად მისა განმარტებად სიტყუათა ამათ. არამედ მათ უგულისჴმოებისაგან არცა ჰკითხეს, არცა ისწავეს, თუ ვითარ იძულების სასუფეველი ცათაჲ, ანუ ვითარ მიმსგავსებულ არს იოვანე ელიაჲსა; არა თუ ეშინოდა კითხვად, რამეთუ მრავალგზის საქმეთათჳს არად საჭიროთა ჰკითხიან, რომელი არს მცნებაჲ პირველიო, და კუალად ქორწინებისათჳს და განტევებისათჳს ცოლისა და სხუათა ცუდთა საქმეთა. არა უფროჲსად მის მიერ თქუმულთამცა განმარტებაჲ ჯერ-იყოა კითხვად, უკუეთუმცა სურვიელ იყვნეს სწავლად? ამისთჳსცა მიხედნა იესუ გონებათა მათთა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ ვი...

სრულად ნახვა