მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 10:21

20. ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა.21. მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე.22. და მიექცა მოწაფეთა და ჰრქუა: ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის, ვინ არს მამაჲ, გარნა ძემან; და არცა ვინ იცის, ვინ არს ძე, გარნა მამამან; და ვისა უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 10
21. მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეათე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 10; მ. 1-3]

1. და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. 2. და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა. 3. წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.

გამოსვლათა წიგნში წერია: „მივიდნენ ელიმში. იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი ფინიკის ხე“ (გამოსვლა. 15,27). რაც მოხდა მაშინ ისტორიულად და ხატოვნად, ის აღსრულდა ახლა სინამდვილეში. ელიმი - ნიშნავს აღსვლას. ამით აღინიშნება არაფერი სხვა, თუ არა ის, რომ ჩვენ ვაღწევთ რა უსრულყოფილეს გაგებასა და სულიერ ასაკს და არ ვჩერდებით, როგორც ებრაელები, სჯულზე, არამედ ვერთვით ქრისტიანობას, ვიპოვით თორმეტ წყაროსთვალს, ან თორმეტ უპირატეს მოციქულს, რომელნიც არსებითად არიან წყარონი ყოველგვარი უტკბილესი მოძღვრებისა. ვპოვებთ ასევე სამოცდაათ ფინიკის ხეს, ანუ (სამოცდაათ მოციქულს). ისინი არ იწოდებიან წყაროსთვლებად, არამედ ფინიკებად, როგორც ისინი, ვისაც ზრდიან და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის