მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 10:22

21. მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე.22. და მიექცა მოწაფეთა და ჰრქუა: ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის, ვინ არს მამაჲ, გარნა ძემან; და არცა ვინ იცის, ვინ არს ძე, გარნა მამამან; და ვისა უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს.23. და მიექცა მოწაფეთა მისთა თჳსაგან და ჰრქუა: ნეტარ არიან თუალნი, რომელნი ხედვენ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ყურნი, რომელთა ესმის რომელი თქუენ გესმის.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 10
22. და მიექცა მოწაფეთა და ჰრქუა: ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის, ვინ არს მამაჲ, გარნა ძემან; და არცა ვინ იცის, ვინ არს ძე, გარნა მამამან; და ვისა უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეათე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 10; მ. 1-3]

1. და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. 2. და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა. 3. წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.

გამოსვლათა წიგნში წერია: „მივიდნენ ელიმში. იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი ფინიკის ხე“ (გამოსვლა. 15,27). რაც მოხდა მაშინ ისტორიულად და ხატოვნად, ის აღსრულდა ახლა სინამდვილეში. ელიმი - ნიშნავს აღსვლას. ამით აღინიშნება არაფერი სხვა, თუ არა ის, რომ ჩვენ ვაღწევთ რა უსრულყოფილეს გაგებასა და სულიერ ასაკს და არ ვჩერდებით, როგორც ებრაელები, სჯულზე, არამედ ვერთვით ქრისტიანობას, ვიპოვით თორმეტ წყაროსთვალს, ან თორმეტ უპირატეს მოციქულს, რომელნიც არსებითად არიან წყარონი ყოველგვარი უტკბილესი მოძღვრებისა. ვპოვებთ ასევე სამოცდაათ ფინიკის ხეს, ანუ (სამოცდაათ მოციქულს). ისინი არ იწოდებიან წყაროსთვლებად, არამედ ფინიკებად, როგორც ისინი, ვისაც ზრდიან და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იცოდა იესუ, რამეთუ ყოველივე მოსცა მამამან ჴელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს“ (13,3).:

...ლდებოდა მას ესევითარისა საქმისაგან, დაღაცათუ ქმნა ესე სიმდაბლჱ. ხოლო რომელი იტყჳს, ვითარმედ: „ყოველივე მოსცა მამამან“, „მოცემად“ ამას ადგილსა, ვითარ მე ვჰგონებ, მორწმუნეთა ცხორებასა უწესს. რამეთუ რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „ყოველივე მომეცა მე მამისაგან ჩემისა“, ; „მოცემად“ ამას მოცემასა იტყჳს - მორწმუნეთა ცხორებასა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „შენნი იყვნეს და მომცენ მე“. და მერმე იტყჳს, ვითარმედ: „ვერვის ძალ-უც მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს“. ხოლო შენ რაჟამს „მოცემა“ გესმეს, ნურარას კაცობრივსა გულისხმა-ჰყოფ, რამეთუ მამისა მიმართ ერთობასა და პატივსა აჩუენებს, რამეთუ ვითარცა-იგი მამაჲ მას მისცემს, ეგრეთვე იგი მამასა მისცემს. და ამას მოასწავებს ნეტარი პავლე და იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს მისცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა“. ხოლო ამას ადგილსა კაცობრივრე თქუა, რაჲთამცა გამოაჩინა ფრიადი იგი მისი მათა მიმართ მოღუაწებაჲ და მიუწდომელი მათა მიმართ სიყუარული, რამეთუ ვითარცა ჭეშმარიტად თჳსთა იღუწიდა მათ და ასწავებდა დედასა მას ყოველთა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“ (10,15).:

...რ შეესწორებიან ჩემსა ცნობასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“ (10,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ კეთილად ვიცი იგი, ვითარცა მან მე მიცის. ამისთჳსცა იტყოდა: „არავინ უწყის ძჱ, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან“, ; ჭეშმარიტითა მით ცნობითა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს“ (10,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალგზის იტყჳს ამას, რაჲთამცა გამოაჩინა სიყუარული თჳსი, რომელი აქუნდა მორწმუნეთათჳს, რამეთუ რომელ იტყოდა, თუ: „ნათელი ვარ და ცხორებაჲ“, უგუნურთა მათ მიერ და ბრმა-თა ზუაობად შერაცხილ იყო, ხოლო რომელ იტყოდა, თუ: მოვკუდები მათთჳს, დაუყოფდა მათ პირსა, და არღარა აქუნდა სიტყუაჲ თქუმად. ამისთჳსცა ვერღარა იტყჳან, თუ: „შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ“, რამეთუ ფრიადსა გამოაჩინებდა სახიერებასა, რომელ მკლველთა მათ მისთათჳს თავს-იდებდა სიკუდილსა. ამისთჳსცა კეთილად და თჳსსა ჟამსა შემოიღებს სიტყუასა წარმართ-თათჳს და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა“ (10,16).

თ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოელისაჲ. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან“ (16,16-17).:

...ოჲ, მეცნიერებაჲ და ჭეშმარიტებაჲ სარწმუნოებისა ჩუენისაჲ. ჰხედავა, ვითარ გამოაცხადებს მამაჲ ძესა და ძე მამასა? ვითარცა თავადმან ბრძანა, ვითარმედ: „არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან; და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს“. ;

არა შესაძლებელ არს უკუე სხჳსა ვისგანმე ცნობად ძისა, გარნა მამისა მიერ, არცა მამისა შესაძლებელ არს სხჳსა ვისგანმე ცნობად, გარნა ძისა მიერ, მადლითა მით სულისა წმიდისაჲთა, რაჲთა ესრეთ საცნაურ იქმნას ერთობაჲ მათი. ხოლო ვინაჲთგან ნეტარებაჲ იგი მისცა პეტრეს და აუწყა, ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ მამისა მიერ გამოეცხადა მას საიდუმლოჲ იგი და ბარ იონა სახელ-სდვა (რომელ-ესე იოვანე განცხადებულადრე თქუა, ვითარმედ: „შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელ ითარგმანების: კლდე“, რამეთუ ბარ იონა ძე იონაჲსი გამოითარგმანების), და მეყსეულად შესძინა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვა-შენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (16,18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს: ვინაჲთგან ღირს იქმენ მოღებად მამისა მიერ გულისჴმის-ყოფაჲ ესევითარი და მქად...

სრულად ნახვა