მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 10:20

19. აჰა მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაჲ გევნოს.20. ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა.21. მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 10
20. ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეათე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 10; მ. 1-3]

1. და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. 2. და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა. 3. წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.

გამოსვლათა წიგნში წერია: „მივიდნენ ელიმში. იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი ფინიკის ხე“ (გამოსვლა. 15,27). რაც მოხდა მაშინ ისტორიულად და ხატოვნად, ის აღსრულდა ახლა სინამდვილეში. ელიმი - ნიშნავს აღსვლას. ამით აღინიშნება არაფერი სხვა, თუ არა ის, რომ ჩვენ ვაღწევთ რა უსრულყოფილეს გაგებასა და სულიერ ასაკს და არ ვჩერდებით, როგორც ებრაელები, სჯულზე, არამედ ვერთვით ქრისტიანობას, ვიპოვით თორმეტ წყაროსთვალს, ან თორმეტ უპირატეს მოციქულს, რომელნიც არსებითად არიან წყარონი ყოველგვარი უტკბილესი მოძღვრებისა. ვპოვებთ ასევე სამოცდაათ ფინიკის ხეს, ანუ (სამოცდაათ მოციქულს). ისინი არ იწოდებიან წყაროსთვლებად, არამედ ფინიკებად, როგორც ისინი, ვისაც ზრდიან და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ“ (13,35).:

...ლო, არა სახელითა შენითა განვასხენითა ეშმაკნი? და ვჰრქუა მათ: არა გიცნი თქუენ“. და კუალად, რაჟამს იხარებდეს, რამეთუ ეშმაკნი ჰმორჩილობდეს, ჰრქუა მათ, ვითარმედ: „ნუ გიხარის, რამეთუ ეშმაკნი გმორჩილობენ, არამედ რამეთუ სახელები თქუენი დაწერილ არს ცათა შინა“. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: არა სასწაულთა მიერ მოიქცა სოფელი? გულისხმა-ყავნ, რამეთუ ამისთჳს სასწაულთა მიერ მოიქცა, რამეთუ სიყუარული პირველითგან იყო, ხოლო უკუეთუმცა იგი არა ყოფილ იყო, არცა სასწაულნი დაადგრებოდეს; არამედ ამან ყვნა იგინი კეთილ, რამეთუ ყოველთა გული და სული ერთ იყო. უკუეთუმცა ურთიერთას განყოფილ იყვნეს, ყოველივემცა წარწყმედილ იყო.

სწავლაჲ ობ სიყუარულისათჳს

რამეთუ არა მათ ოდენ ამცნებდა ამას, არამედ ყოველთა, რომელთა ეგულებოდა მათითა სიტყჳთა რწმუნებად მისა მიმართ, რამეთუ აწცა არარაჲ სხუაჲ დააბრკოლებს წარმართთა ჩუენდა მომართ, გარნა ესე, რამეთუ სიყუარული არა არს. ხოლო მოციქულნი ძლიერად იყუარებოდეს ურთიერთას, ვითარცა-იგი იხილეთ, პეტრე და იოვანე ვითარ იყვნეს, და კუალად პავლე ვითარ იყო მათა მიმართ, რომელთა-იგი ყოველივე სათნოებაჲ აქუნდა, რამეთუ ესე საქმჱ სულისაგან სათნოჲსა და წმიდისა აღმოეცენების, ხოლო სადა უკეთურ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲგ სარწმუნოებისათჳს:

...საჲ“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „მრქუან მე მას დღესა: უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაწარმეტყუელებდითა? და ვჰრქუა მათ: არა გიცნი თქუენ“; და კუალად იტყჳს: „ნუ გიხარინ თქუენ, რაჟამს ეშმაკნი გმორჩილობდენ“, რამეთუ რომელნი არა ეკრძალებოდიან თავთა თჳსთა, იგინი ადვილად მიდრკებიან უკეთურებად, დაღაცათუ სარწმუნოებაჲ მართალი აქუნდეს.

არამედ ჩუენ ვივლტოდით საქმეთაგან ბოროტთა, რამეთუ შეუძლებელ არს თჳნიერ საქმეთა კეთილთაჲსა ხილვაჲ ქრისტესი, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „მშჳდობასა სდევდით და სიწმიდესა, რამეთუ თჳნიერ ამისა ვერვინ იხილოს უფალი“. ამისთჳსცა მარადის გამცნებ სიწმიდესა, რაჲთა თითოეულსა კმა-ეყოფოდის თჳსი მეუღლჱ, რომლისა თანა შჯულიერად უქორწინებიეს, და არა შეიგინებოდის ბილწებითა მრუშებისაჲთა, რამეთუ ყოველი მოქმედი მრუშებისაჲ ვერ ჰპოვებს წყალობასა, არამედ წარწყმედისა თანამდებ არს, დაღაცათუ ბევრეულნი ჰქონდინ სხუანი სათნოებანი; რამეთუ ყოველი მემრუშჱ ვერ იხილავს სასუფეველისა ცათაჲსა განსუენებასა, არამედ გეჰენიასა მიეცემის. და მათთჳს იტყჳს ღმერთი, ვითარმედ: „მატლი მათი არა მოკუდეს,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლბ ვითარმედ აწცა წესი მოციქულთაჲ უპყრიეს წინამძღუართა ეკლესიისათა, და სათნოებაჲ უაღრეს არს სასწაულთა:

...ქუა, არცა ბრმათა აღხილვაჲ, არცა სხუაჲ რაჲმე სასწაული, არამედ სიყუარულსა სახელ-სდვა უმეტესად გზად და თქუა, ვითარმედ: თჳნიერ სიყუარულისა ყოველივე არარაჲ არს. ისმინე კუალად, რასა იტყჳს უფალი: „ამას ზედა ნუ გიხარინო, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა“. და კუალად იტყჳს: „მრავალთა მრქუან მე მას დღესა: უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაჲსწარმეტყუელებდით და ეშმაკნი განვასხენით და ძალნი მრავალნი ვქმენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ“. და კუალად, ეგულებოდა რაჲ ჩუენთჳს ვნებად, მოუწოდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ მოწაფენი ჩემნი ხართ“, არა თუ რაჲთა სასწაულთა იქმოდით, არამედ „რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას“. რამეთუ სასწაულთმოქმედებამან მრავალგზის სხუათა არგო, მოქმედსა მას ავნო ანუ ზუაობითა, ანუ ანპარტავანებითა, ანუ სხჳთა რაჲთმე სახითა, ხოლო ჭეშმარიტი სათნოებაჲ მოქმედთაცა მისთა არგებს და მხილველთაცა აღაშენებს.

ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ესე შევიტკბოთ, ამას ვეძიებდეთ, რაჲთა ვცხონდეთ. უკუეთუ მოაქციო თავი შენი უწყალოებისაგან და წარჰმართო მოწყალე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ. რამეთუ მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაჲსწარმეტყუელებდით და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ; განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი ურჩულოებისანი“ (7,21-23).:

...გიცნი თქუენ“. ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ აწ, ოდენ ჟამსა განკითხვისასა, არამედ არცა თუ მაშინ, იქმოდით რაჲ სასწაულთა, გიცნენ თქუენ. და კუალად სხუასა ადგილსა ეტყოდა მოწაფეთა, ვითარმედ: „ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაწერილ არს ცათა შინა“. და ყოველსავე ადგილსა მოძღურებისა თჳსისასა გამოაჩინებს, ვითარმედ დიდად საძიებელ არს მის მიერ მოქალაქობაჲ საღმრთოჲ. რამეთუ არა ეგების ყოვლადვე, თუმცა კაცი, სიმართლით მავალი და ვნებათაგან განყენებული, უგულებელს-ყო ღმერთმან, არამედ დაღაცათუ შესცთეს უმეცრებით, ადრე მოიყვანებს მას ღმერთი ჭეშმარიტებისა გზასა.

გარნა არიან ვიეთნიმე, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: ტყუოდესო, რომელთა თქუეს, თუ: სახელითა შენითა სასწაულთა ვიქმოდეთ; ამისთჳსცა არა ცხონდეს. არამედ ცუდ არს სიტყუაჲ ესე მათი, რამეთუ უკუეთუმცა ესრეთ იყო, წინააღმდგომიმცა იყო იგავი ესე სიტყჳსა მისისა. და იხილე, რაჲ არს სიტყუაჲ მისი: ეგრეთ ჰნებავს უფალსა გამოჩინებად, ვითარმედ არარაჲ ძალ-უც სარწმუნოებასა თჳნიერ საქმეთასა. და ამის პირისა უმეტესად დასამტკიცებლად ესეცა შესძინა, ვითარმედ: არა ხოლო თუ სარწმუნოებაჲ მარტივი, არამედ არცა თუ სასწაულთა საქმე ერგოს სასწაულთა მოქმედსა მას, თჳნიერ კეთი...

სრულად ნახვა