მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 10:42

41. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მართა, მართა! ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს, აქა ერთისაჲ არს საჴმარ.42. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 10
42. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეათე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 10; მ. 1-3]

1. და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. 2. და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა. 3. წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.

გამოსვლათა წიგნში წერია: „მივიდნენ ელიმში. იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი ფინიკის ხე“ (გამოსვლა. 15,27). რაც მოხდა მაშინ ისტორიულად და ხატოვნად, ის აღსრულდა ახლა სინამდვილეში. ელიმი - ნიშნავს აღსვლას. ამით აღინიშნება არაფერი სხვა, თუ არა ის, რომ ჩვენ ვაღწევთ რა უსრულყოფილეს გაგებასა და სულიერ ასაკს და არ ვჩერდებით, როგორც ებრაელები, სჯულზე, არამედ ვერთვით ქრისტიანობას, ვიპოვით თორმეტ წყაროსთვალს, ან თორმეტ უპირატეს მოციქულს, რომელნიც არსებითად არიან წყარონი ყოველგვარი უტკბილესი მოძღვრებისა. ვპოვებთ ასევე სამოცდაათ ფინიკის ხეს, ანუ (სამოცდაათ მოციქულს). ისინი არ იწოდებიან წყაროსთვლებად, არამედ ფინიკებად, როგორც ისინი, ვისაც ზრდიან და...

სრულად ნახვა
სიტყვა ღვთის-მშობლის შობის დღესა, თქმული გელათის მონასტერს 1877 წელსა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მიუგო იესო და ჰრქვა მას: მართა! მართა! ზრუნავ და ჰშფოთ-ხარ მრავლისათვის; აქ ერთისაი არს სახმარ, ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან (ლუკ. 10. 41-42).

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! იქნება ზოგიერთს თქვენგანს კიდეც აქვს შენიშნული, რომელ ყოველს ღვთის-მშობლის დღესასწაულს წირვაზედ ერთი და იგივე სახარება წაიკითხება, რომელიც მოისმინეთ თქვენ დღეს. იმ სახარებაში არის აღწერილი ერთი უბრალო შემთხვევა ანუ გარემოება, უფლისა იესო ქრისტეს ცხოვრებიდგან: გარნა ამ მოთხრობისაგან კარგი და ფრიად სასარგებლო სწავლა გამოიყვანება მათთვის, რომელთა უყვარს სულიერი სწავლა და აღშენება. რა მოთხრობა იყო დღევანდელს სახარებაში? ერთხელ უფალი იესო ქრისტე შევიდა, ანუ ესტუმრა ერთს კაცს, სახელად ლაზარეს, რომელიც უყვარდა უფალსა და იყო მისი მეგობარი. ამ სახლში იყვნენ ორნი ლაზარეს დანი, მართა და მარიამი. მათ, რასაკვირველია, გაუხარდათ ნახვა იესო ქრისტესი, რადგანაც იგინი იყვნენ მორწმუნენი და იცოდნენ, ვინ იყო იესო ქრისტე. გარნა ამ ორი დების სიხარული და სარწმუნოება სხვა და სხვა ფერად გამოჩნდა. მარიამი მაშინვე დასჯდა ფერხთა-თანა იესოსთა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ბეთანიაჲ მახლობელ იერუსალჱმსა ვითარ ათხუთმეტ უტევან. ამისთჳს მრავალნი ჰურიანი მოსრულ იყვნეს მუნ“ (11,18-19).:

...(შდრ. იოან. 11,20) რაჲთამცა თჳსაგან უთხრა საქმჱ იგი, და იხილე, თუ რასა იტყჳს. ვინაჲთგან უკუე მოიყვანა იგი უფალმან კეთილსა სასოებასა, ამისთჳს წარვიდა და მოუწოდა მარიამსცა. (შდრ. იოან. 11, 28) ესე არს მარიამ, რომლისათჳსცა თქუა, ვითარმედ: „მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია“. ხოლო იგი დაღაცათუ უმჴურვალჱს იყო, არამედ არა ეცნა, და ამისთჳს მართა პირველ მივიდა; რამე-თუ არა თუ მარიამს ეცნა და არა მივიდა, არამედ არა ეცნა, ხოლო მართა მივიდა, და მი-რაჲ-ვიდა, ჰრქუა უფალსა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი“ (11,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავთა სიბრძნესა მას დედასათა? დაღაცათუ ჯერეთ ვერ აქუნდა სრული იგი გულისხმის-ყოფაჲ, გარნა სრულიად სიბრძნე ფრიადი აჩუენეს, რამეთუ იხილეს რაჲ ქრისტე, არა გლოვად აღიძრნეს, არცა გოდებად, ვითარ-ესე ჩუენ ვიქმთ, რაჟამს ვიხილოთ ვინმე მეცნიერთაგანი მოსრული გლოვასა მას ჩუენსა ზედა, არამედ მათ იხილეს რაჲ, მეყსეულად მოძღუარი ადიდეს და ჰრწმენა მათ ქრისტე, არამედ არა ვითარცა ჯერ-იყო, რამეთუ არა იცნობდეს, თუ ღმერთი იყო, ანუ თჳსითა ჴელმწიფებითა და ძალითა იქმოდა ყოველსავე. ხოლო უფალმან მაშინ ესე ორივე ასწავა მათ, რამეთუ არღა იცოდეს, თუ ღმერთი...

სრულად ნახვა