1.და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად.2.და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა.3.წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.4.ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ.5.და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას!6.და უკუეთუ იყოს მუნ ძჱ მშჳიდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან, უკუეთუ არა − თქუენდავე მოიქცეს.7.მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად.8.და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა9.და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.10.და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ:11.აჰა ესერა მტუერი რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.12.გეტყჳ თქუენ: სოდომელთა უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის.
13.ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.14.ხოლო ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს სასჯელსა მას, ვიდრე თქუენ.15.და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე.16.რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა.
17.და მოიქცეს სამეოც და ათნი იგი სიხარულითა და იტყოდეს: უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა.18.ჰრქუა მათ იესუ: ვხედევდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა.19.აჰა მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაჲ გევნოს.20.ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა.
21.მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე.22.და მიექცა მოწაფეთა და ჰრქუა: ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის, ვინ არს მამაჲ, გარნა ძემან; და არცა ვინ იცის, ვინ არს ძე, გარნა მამამან; და ვისა უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს.23.და მიექცა მოწაფეთა მისთა თჳსაგან და ჰრქუა: ნეტარ არიან თუალნი, რომელნი ხედვენ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ყურნი, რომელთა ესმის რომელი თქუენ გესმის.24.ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მეფეთა უნდა ხილვაჲ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და ვერ ესმა.
25.და აჰა ესერა სჯულის-მეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა იესუს და ეტყოდა: მოძღუარ, რაჲ ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?26.ხოლო თავადმან ჰრქუა მას: სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ?27.ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი − ვითარცა თავი თჳსი.28.ჰრქუა მას იესუ: მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე.29.ხოლო მას უნდა განმართლებად თავი თჳსი და ჰრქუა იესუს: და ვინ არს მოყუას ჩემდა?
30.მიუგო იესუ და ჰრქუა: კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალჱმით იერიქოდ, და ავაზაკნი დაესხნეს, განძარცუეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს მწყდარი.31.ხოლო დამთხუევით მღდელი ვინმე შთავიდოდა მასვე გზასა და იხილა იგი და თანა-წარჰჴდა.32.და ეგრეთვე ლევიტელი მასვე ადგილსა მივიდა და იხილა იგი და თანა-წარჰჴდა.33.მერმე სამარიტელი ვინმე წარვიდოდა, მოვიდა მასვე ადგილსა, იხილა იგი და შეეწყალა.34.და მოვიდა მისა და შეუხჳა წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღჳნოჲ და აღსუა იგი კარაულსა თჳსსა და მოიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა და იღუაწა იგი.35.და ხვალისაგან, გამო-რაჲ-ვიდოდა, ორი დრაჰკანი მისცა ყოველთა სადგურისა მოღუაწესა მას და ჰრქუა: იღუაწე ეგე და, სხუაჲ თუ რაჲმე წარაგო უმეტესი, მო-რაჲ-ვიდე, მიგცე შენ.36.ვინ უკუე ამათ სამთაგანი გგონიეს შენ მოყუას მისა, რომელ იგი შევარდა ავაზაკთა მათ?37.ხოლო მან ჰრქუა: რომელმან ყო წყალობაჲ მის თანა. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე და ჰყოფდ შენცა ეგრევე.
38.და იყო ვითარცა წარვიდეს ესენი, და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე. და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა.39.და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა.40.ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად. არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე.41.მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მართა, მართა! ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს, აქა ერთისაჲ არს საჴმარ.42.ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან.
დღეს წაკითხული სახარება, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, გვიქადაგებს და შეგვაგონებს ჩვენ ქრისტიანულსა სიყვარულსა და მოწყალებას. ვგონებ, რომ წინაშე მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა არ არის საჭირო ვრცლად უბნობა მასზედა, თუ რა დიდი სათნოება არის მოწყალება. ეს იცის ყოველმა ქრისტიანე კაცმა, და არა თუ ქრისტიანეთა, არამედ სხვათა, უცხო სჯულისა კაცთა, მაგალითებრ, მაჰმადიანთა, ურიათა დიდ სათნოებად მიაჩნიათ მოწყალება და დიახაც სცდილობენ აღასრულონ იგი....
ესრედ ჰკითხა უფალსა ერთმა სჯულის-მეცნიერმა. მას სურდა შეტყობა: ვინ არს მისი მოყვასი, ვინ უნდა შეიყვაროს მან, ვითარცა თავი თვისი? იგი ჰგონებდა უთუოდ, რომელ არა ყოველი კაცი არის მისი მოყვასი და ყოველს კაცს იგი ვერ შეიყვარებს, ვითარცა თავსა თვისსა. რისთვის ჰფიქრობდა, ძმაო ქრისტიანენო, ეს სჯულის-მეცნიერი ამ სახით? გარნა სჯულის-მეცნიერმა ის არ იცოდა, რომ კაცის მოყვასი არის ყოველი სხვა კაცი? არნა მის სჯულში, რომელიც მან კარგად იცოდა, არ ამოეკითხა მას, რომელ...
ესრეთ ჰკითხა უფალსა სჯულის-მეცნიერემან ვინმე,პასუხად ამა კითხვასა ზედა უფალმან უთხრა იგავი მოწყალისა და კაცთ-მოყვარისა სამარიტელისათვის,რომელმან საკვირველითა თვისითა ქველის-მოქმედებითა გვაჩვენა ჩვენ, რა არის მოყვარობა და როგორ უნდა აღასრულებდეს ქრისტიანე მცნებასა მოყვრობისასა. მოწყალება, რომელი მან უყო კაცსა, შთავარდნილსა ხელთა შინა ავაზაკთა, მწყდარსა და ძლივსღა ცოცხალსა, არის მაღალი მაგალითი მოყვასის სიყვარულისა, პირველად მით, რომელ სამარიტელმან ამან უყო...
დღეს წაკითხულთა იგავითა მოწყალე სამარიტელსა ზედა, უფალი იესო ქრისტე გვასწავლის უანგააროისა და უანგარიშოსა სიყვარულსა მოყვასისასა. არა ერთგზის გაგვიგონია ჩვენ იგავი იგი მოწყალესა სამარიტელსა ზედა, დღეს ჩვენგან მოსმენილი სახარებისაგან, გარნა, ვგონებ, რომ იგავი ესე არაოდეს უწინ არ განაღვიძებდა გულთა ჩვენთა ისრეთსა გრძნობასა, როგორათაც აწ, ამ დროებაში. მოქმედება იგი მოწყალისა სამარიტელისა, რომელი, მიდიოდა რა მგზავრად, დაინახა გზაზე ერთი უცნობი კაცი დაჭრილი ავაზაკთაგან და დაგდებული გზის პირზე,...
დღეს წაკითხულითა სახარებითგან გესმათ თქვენ, საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო, ვითარ ერთმან სჯულის-მეცნიერმან ებრაელმან ჰკითხა უფალსა: ვინ არს მოყვას ჩემდა? ძველნი ებრაელნი არა ყოველსა კაცსა რაცხვიდნენ თვისდა მოყვასად, არამედ მხოლოდ მემამულეთა და მონათესავეთა თვისთა; მათ უყვარდათ მხოლოდ მათივე ტომისა და შთამომავლობის ებრაელნი, გარნა ყოველნი სხვანი კაცნი სძულდათ და მიაჩნდათ მტრად.მაცხოვარმან განსანათლებელად მათისა გონებისა, უპასუხა მოძღვარსა მას შემდგომითა...
მიუგო იესო და ჰრქვა მას: მართა! მართა! ზრუნავ და ჰშფოთ-ხარმრავლისათვის; აქ ერთისაი არს სახმარ, ხოლო მარიამ კეთილი ნაწილიგამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან (ლუკ. 10. 41-42).
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! იქნება ზოგიერთს თქვენგანს კიდეც აქვს შენიშნული, რომელ ყოველს ღვთის-მშობლის დღესასწაულს წირვაზედ ერთი და იგივე სახარება წაიკითხება, რომელიც მოისმინეთ თქვენ დღეს. იმ სახარებაში არის აღწერილი ერთი უბრალო შემთხვევა ანუ გარემოება, უფლისა იესო ქრისტეს ცხოვრებიდგან: გარნა ამ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისაჲ არს. ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი. ხოლო მტერი იგი, რომელმან დას-თესა იგი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ; და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი. ვითარცა-იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ. რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და შეკრიბნეს სუფევისაგან თჳსისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უშჯულოებისანი და შესთხინეს იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილ-თაჲ. მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა ცათასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ (13,37-43).:
...-თჳს სახეთა მოიღებს ჩუენ მიერ საცნაურთა. ხოლო ვითარ სხუასა ადგილსა აწვე მოწევნასა მკისასა მოასწავებს, ვითარცა-იგი ჰრქუა მოციქულთა: „აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე“; და კუალად თქუა: „სამკალი ფრიად არს, და მუშაკნი მცირედ“. ვითარ უკუე მუნ აწვე მოწევნაჲ მკისაჲ და აქა მომავალსა მას ჟამსა გამოთქუა ყოფადი იგი? სხჳსა სახისათჳს იყო მუნ სიტყუაჲ, ვითარცა-იგი სხუასა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელმან სთესა, და სხუაჲ არს მომკალი“, და აქა თავსა თჳსსა მოასწავებს მთესვარად. რამეთუ მუნ ქადაგებისათჳს წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთაჲსა იტყოდა და მათ უწოდა მთესვარად და ამათ მომკალად, ხოლო აქა გამოაჩინებს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელთა მიერცა თავადი სთესვიდა და აწ მოციქულთა მიერ იგივე სთესავს, და ქადაგებასა მას თჳსსა უწესს თესლად და სამკალად. რამეთუ ოდეს მოქცევასა მას და მორჩილებასა მსმენელთასა მოასწავებდეს, სამართლად სამკალად სახელ-სდებს საქმესა მას და აწვე ყოფადსა აჩუენებს. ვითარმცა ეტყოდა მოციქულთა, ვითარმედ: რაჲ-იგი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ვსთესე, აწ თქუენ მიერ მოვჰმკი. რამეთუ წარგავლინებ მოქცევად კაცთა, და...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი და წინაშე მათსა ვიდოდის“ (10,3-4).:
...ესრეთ არს საქმჱ მწყემსისაჲ, რამეთუ მწყემსი უკუანა შეუდგების ცხოვართა და არა წინა. არამედ ესე გამოაჩინებს, ვითარმედ ყოველთა წარუმართოს ჭეშმარიტებისა მიმართ, და ამისთჳს წინააღმდგომად სხუათა მწყემსთასა იქმს, ვითარცაიგი წარ-რაჲ-ავლენდა ცხოვართა შორის მგელთასა, ; რომელი-იგი ფრიად საკჳრველ არს ესე მწყემსობაჲ. და ამას ადგილსა ბრმისათჳსცა მოასწავებს, რამეთუ მოუწოდა მას შორის ჰურიათა, და მან ჴმაჲ მისი ისმინა და შეუდგა მას.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და უცხოსა არა შეუდგენ, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ“ (10,5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: თევდას და იუდას და მსგავსთა მათთა იტყჳს აქა და რომელნი შემდგომად მისა მოსლვად იყვნეს, და უჩუენა, ვითარმედ განყოფილ იყო იგი მათგან. და პირველად ყო მისგან განყოფაჲ წერილთა მიერ, რამეთუ იგი ყოველსავე მსგავსად წერილისა იქმოდა, ხოლო იგინი - არა; და მეორჱ განყოფილებაჲ ქმნა ცხოვართა განყოფილებისაგან, რამეთუ არა ვიდრეღა აქა იყო ოდენ, არამედ შემდგომად აღსრულებისაცა ჰრწმენა მისი, ხოლო იგინი მეყსეულად დაუტევნეს; და კუალად მესამედ, რამეთუ იგინი მოვიდეს, ვითარცა მძლავრნი, ხოლო ესე ივლტოდა ყოვლისაგანვე კაცობრივისა დიდებისა; და მერმე, რამეთუ ესე ცხორებისათჳს ცხოვართაჲსა ისწრაფდა მარა...
მოციქულისაჲ: ხოლო ეზიარებოდენ უმეცარი იგი სიტყუასა მასწავლელისასა ყოველსა შინა კეთილსა (6,6).:
...იერისა მიღებაჲ მისგან. რამეთუ ესე ძუელსა შინა განაწესა ღმერთმან ლევიტელთათჳს, რაჲთა ერისაგან იზარდებოდინ და ჴორციელისა არაჲს ზრუნვითა განუყოფელ იყვნენ ღმრთისმსახურებისაგან. და ახალსა შინა კუალად ესევე ბრძანა, ვითარმედ: "რომელსა სახლსა შეხვიდეთ, ჭამდით წინადაგებულსა თქუენსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდელსა თჳსსა" (). ხოლო ამას თუ ვინმე ეძიებდეს, ვითარმედ: რომელმან-იგი უმადლოჲ ერი ზეცით მანანაჲთა გამოზარდა, მოწაფენი და მოციქულნი თჳსნი რაჲსა უტევნა შრომით და ჭირით უპოვარებად? — ცხად არს, ვითარმედ — ამისთჳს, რაჲთა ყოვლითურთ მსგავს იყვნენ მეუფესა და მოძღუარსა მათსა, რომელსა-იგი არა აქუნდა, სადა თავი მიიდრიკოს; და კუალად, რაჲთა რასა-იგი ქადაგებენ სიტყჳთ, იგი აჩუენონ საქმით; ესე იგი არს, შეურაცხ-ყოფაჲ სოფლისაჲ, და ვითარმედ მრავლითა ჭირითა გჳჴმს შესლვად სასუფეველსა. და კუალად, რამეთუ კმა იყო მათდა სიმაღლედ სიმრავლე იგი ძალთა და კურნებათაჲ, რაჲთა არავინ ჰგონოს მათი გარეგან ჴორცთა ყოფაჲ, ამისთჳს სახე ყოვლისა სიმდაბლისა და უპოვარებისაჲ აჩუენა მათ მიერ, რაჟამს ესოდენთა ძალთა აღმასრულებელნი იგი მოქენე იყვნეს მდღევრისა საზრდელისა, თჳთ მათვე მოწაფეთა მათთაგან, რომელნი-იგი მათ გამოეზარდნეს პურითა ზეცისაჲთა.