...იყო მოცემულ? რამეთუ მოციქულნი ეშმაკ-თა მათ, რომელთა მაშინ განასხმიდეს, არა სულისა მიერ წმიდისა განასხმიდეს, არამედ ჴელმწიფებითა მით მის მიერ მოცემულითა, ვითარცა თავადი იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ, ძენი თქუენნი რომლითა განასხმენ ეშმაკთა?“ ; ხოლო ესე თქუა, რაჲთამცა მოასწავა, ვითარმედ არა სულისა მიერ განასხმიდეს უწინარეს ჯუარცუმისა, არამედ მისმიერითა მით ჴელმწიფებითა; და რაჟამს-იგი ეგულებოდა წარვლინებაჲ მათი ქადაგებად, მაშინ ეტყოდა მათ: „მიიღეთ სული წმიდაჲ“; და კუალად: „მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, მაშინ იქმოდეს სასწაულთა“.
ხოლო პირველ რაჟამს წარავლენდა მათ, არა წერილ არს, თუ: მისცა მათ სული წმიდაჲ, არამედ: „მისცა მათ ჴელმწიფებაჲო“ ; და ჰრქუა: „კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით, მკუდართა აღადგინებდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“. ხოლო წინაჲსწარმეტყუელთა ზედა ყოველთა მიერ აღსაარებულ არს, ვითარმედ სულის...