მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 11:20

19. უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისათჳს იგინივე მსაჯულ გექმნენ თქუენ.20. უკუეთუ მე თითითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-წევნულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.21. რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდეს ეზოსა თჳსსა, მშჳდობით არნ მონაგები მისი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 11
20. უკუეთუ მე თითითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-წევნულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთერთმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 11; მ. 1-4]

1. და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა. 2. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. 3. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ. 4. და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. 5. და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი, 6. რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას. 7. მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა. 8. გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მე სულითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ“ (12,28).:

...ენ ზედა ესოდენი ესე კეთილი, და მოვიდა ჟამი წარმატებისა თქუენისაჲ, რომელსა პირველითგან ჴმობდეს წინაჲსწარმეტყუელნი; გარნა თქუენ არა ხოლო თუ შეწყნარებაჲ სასუფეველისაჲ არა ინებეთ, არამედ ყოვლით კერძო მბრძოლ და წინააღმდგომ იქმნენით.

ხოლო რომელ-ესე მათე იტყჳს, თუ: „სულითა ღმრთისაჲთა“, ლუკა თქუა: „თითითა ღმრთისაჲთა“, რაჲთა ყოვლით კერძო გამოაჩინოს, ვი-თარმედ განსხმაჲ ეშმაკთაჲ დიდ არს და საღმრთოჲსა ჴელმწიფებისა საქმე; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ამით ყოვლითა ცნათ, უგულისჴმონო, ვი-თარმედ მოსრულ არს ძე ღმრთისაჲ. გარნა არა ჰრქუა ესრეთ განცხადებულად, არამედ მიფარულადრე, მრავლისა მის მოშურნეობისა მათისათჳს.

„მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲო“. იხილე სახიერებაჲ, იხილე მრავალსახე კაცთმოყუარებაჲ ყოვლადბრძნისა მის მეუფისაჲ, ვითარ ყოვლით კერძო სარგებელსა მათსა ეძიებს. არა თქუა, თუ: მოიწია სასუფეველი ღმრთისაჲ, არამედ: „მოიწია თქუენ ზედაო“, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: თქუენ მოგეცა, უბადრუკნო, ესევითარი კეთილი, რაჲსათჳს მბრძოლ ხართ ცხორებისა თქუენისა?

ესე არს ჟამი იგი, რომელსა წინაწარმეტყუელნი გახარებდეს, ესე არს სასწაული, მათ მიერ ქადაგებული, ესევითართა ამათ საკჳრველებათა საქმე, რომელნი-ესე იქმნებიან, ვითარცა ხედავთ. ხოლო საქმენი ქადაგებენ, ვი...

სრულად ნახვა