მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 11:27

26. მაშინ წარვიდეს და მოიყვანნის სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისსა, და შევიდის და დაიმკჳდრის მას შინა და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა.27. და იყო ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი რომელთა სწოვდი.28. ხოლო თავადმან თრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 11
27. და იყო ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი რომელთა სწოვდი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კა ვითარმედ ჯერ-არს სათნოებისა მოგებაჲ, და ვითარმედ მშობელთა სიწმიდჱ ჩუენ არას გუერგების:

...ებისა მოგებაჲ, და ვითარმედ მშობელთა სიწმიდჱ ჩუენ არას გუერგების

ხოლო შენ ესე ყოველი გულისხმა-ყავ და კუალად რაჟამს გესმეს, ვი-თარმედ: „დედაკაცმან ვინმე ღაღად-ყო: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდ! და უფალმან თქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ქმნან ნებაჲ მამისა ჩემისაჲ“, გულისხმა-ყავ, ვი-თარმედ ესრეთ იტყჳს, თუ: უკუეთუმცა არა იყო იგი თჳთ ჭეშმარიტად დიდ და წმიდა და შემკულ ყოვლითა სათნოებითა, ჩემიმცა შობაჲ არასვე ერგო. და უკუეთუ მარიამის ღმრთისმშობელისაჲ ესრეთ არს, ნუღარამცა ვინ იქადის ჩუენგანი, ვითარმედ: ანუ ძჱ მივის წმიდაჲ, ანუ მამაჲ, ანუ ძმაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე. რამეთუ უკუეთუ ჩუენ არა შემკულ ვიყვნეთ სათნოებითა, არავინ გუერგოს ჩუენ მას დღესა, გარნა სათნოებანი და სასოებაჲ ღმრთისაჲ. რამეთუ უფლისაცა ნათესავნი იყვნეს მრავალნი, თჳსნი იგი დედისა მისისანი, არამედ არცა თუ სახელები ვიცით მათი, ხოლო მოციქულნი არა მისნი ნათესავნი იყვნეს, არამედ სათნოებისა მათისათჳს ესრეთ დიდად გამოჩნდეს.

და ჩუენცა უკუე ნუმცა ვზუაობთ სიწმიდესა ზედა ნათესავთასა, არამედ ჩუენ თჳთ ვისწრაფოთ, რაჲთა სათნო ღმრთისა ვიქმნნეთ, რამე-თუ ესე უფროჲსად დასაშჯელ არს, უკუეთუ მამაჲ გუესუას წმიდაჲ, ანუ ძჱ, ანუ ძმაჲ, და ჩუენ უკეთურნი ვიყვნეთ. ხ...

სრულად ნახვა