მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 11:28

27. და იყო ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი რომელთა სწოვდი.28. ხოლო თავადმან თრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი.29. და ვითარცა შეკრბებოდა ერი იგი, იწყო სიტყუად მათდა: ნათესავი ესე ნათესავი ბოროტი არს, სასწაულსა ითხოვს, და სასწაული არა ეცეს მას, არამედ სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 11
28. ხოლო თავადმან თრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთერთმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 11; მ. 1-4]

1. და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა. 2. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. 3. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ. 4. და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. 5. და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი, 6. რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას. 7. მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა. 8. გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა,...

სრულად ნახვა
სიტყვა თქმული გელათის სობოროში, ჩყჲა-სა წელსა ჱ-ს სექტემბერსა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ოდეს მაცხოვარი ჩვენი ქადაგებდა სიტყვასა ღვთისასა ურიათა შორის, მაშინ მრავალნი მისთა მსმენელთაგანნი დიდითა სიყვარულითა და გულის-მოდგინებითა მიიღებდენ სახარებასა მისსა და ადიდებდენ გულთა შინა მოძღვრებასა მისსა. ერთ-გზის ერთმან მსმენელთაგანმან, უბრალო დედაკაცმან, დატკბობილმან მისითა სიტყვითა, აღიმაღლა ხმა თვისი ერსა შინა და ჰრქვა: ნეტარ-არს მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი. მაცხოვარმან ისარგებლა ამ უბრალო დედაკაცის პასუხითა, რათა აჩვენოს მას, და ჩვენცა ყოველთა, რომელ ნეტარ-არიან იგინიცა, რომელნი ისმენენ და აღასრულებენ სიტყვასა ღვთისასა. რისთვის შეაერთა; ძმანო, უფალმან ეს ორი საგანი? დედა-კაცი იგი იტყოდა დედისა მისისა, ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისათვის, რომელმან იტვირთა იესო ქრისტე და აწოებდა მას ძუძუთა თვისთა; ხოლო მაცხოვარი უპასუხებს მას: ნეტარ-არიან მსმენელნი და დამცველნი სიტყვისა ღვთისანი. მიზეზი ესრეთის პასუხის იყო ეს: დედა ღვთისა მისთვის უმეტესად შეიქმნა ნეტარ, რომელ მიიღო სიტყვა ღვთისა და დაიმარხა იგი. შენ უწოდებ ნეტარად დედასა ჩემსა, უპასუხებს მაცხოვარი დედა-კაცსა მას. გარნა იგი მისთვის შეიქმნა ნეტარი,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მეტყუელსა მას: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“ (12,46-50).:

...დ? რამეთუ აჰა ესერა გზაჲ ვრცელი გჳჩუენა მიწევნად ნეტარებასა მას, არა ხოლო თუ დედათა, არამედ მამათაცა და ყრმათა და ყოველსავე ჰასაკსა, რამეთუ თქუა: „რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“. და კუალად თქუა: „არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ“.

აწ უკუე, ძმანო, ესე შევიკრძალოთ ყოვლითა ძალითა, რაჲთა ნებასა ღმრთისასა ვიქმოდით და სიტყუანი მისნი დავიმარხნეთ და მივიწინეთ თჳსებასა მას ქრისტესსა. ხოლო უკუეთუ ესე არა გუაქუნდეს, არამედ უდებებით ვცხონდებოდით, ნუცა შვილთა სიწმიდესა ზედა ვიქადით, უკუეთუ ჩუენცა არა ზიარ მათისა სათნოებისა ვიყვნეთ, ნუცა მშობელთა ქველისსაქმესა და ღმრთისმსახურებასა მივენდვებით, უკუეთუ ჩუენცა არა მობა-ძავ მათდა ვიყვნეთ, რამეთუ არას გუერგოს ჩუენ, ვითარცა ესერა უფალი გულისჴმა-გჳყოფს. და კუალად ნათლისმცემელი ეტყოდა ჰურიათა: „ნა-შობნო იქედნეთანო, ყავთ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ, და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი“, რაჲთამცა გულისჴმა-უყო, ვითარმედ არარას ერგოს ნათესაობაჲ აბრაჰამისი, უკუეთუ არა სათნოებითა თჳს ეყვნენ მას. და უფალი ეტყოდა: „უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთ...

სრულად ნახვა