მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 11:41

40. ორგულნო, ანუ არა რომელმან-იგი გარეშე შექმნა, მანვე შინაგანი შექმნა?41. გარნა ესე, რომელი ჯერ არს, მიეცით მოწყალებაჲ, და აჰა თქუენი ყოველი წმიდა არს.42. არამედ ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო, რამეთუ ათეულსა აღიღებთ პიტნაკისა და ტეგანისასა და ყოვლისა მხლისასა და თანა-წარჰვალთ სამართალსა და სიყუარულსა ღმრთისასა. ესე ჯერ-იყო ყოფად და იგი არა დატევებად.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 11
41. გარნა ესე, რომელი ჯერ არს, მიეცით მოწყალებაჲ, და აჰა თქუენი ყოველი წმიდა არს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პა ვითარმედ ჯერ-არს ზეცისა დიდებისა ძიებაჲ და არა ქუეყანისაჲ; და მოწყალებისათჳს:

...ის, რამეთუ მრავალნი წყლულებანი მოვლენ მის ზედა გულისთქუმათაგან, გულისწყრომისაგან, ძჳრისზრახვისა, უდბებისა, ძჳრისჴსენებისა და შურისა. ჯერ-არს უკუე, რაჲთა წამალნიცა დავასხნეთ მის ზედა, ხოლო არა მცირე არს წამალი იგი მოწყალებისაჲ ყოველთათჳს წყლულებათა, რამეთუ „მიეცით მოწყალებაჲ, და ყოველივე წმიდა გეყოს თქუენ“, მოწყალებაჲ დადევით თქუენ ზედა და ნუ ანგაჰრებასა დასდებთ, რამეთუ მოწყალებაჲ ჯერ-არს, რაჲთა უცხო იყოს ყოვლისაგან უსამართლოებისა. უკუეთუ არა, მოწყალებაჲ ანგაჰრებით ქმნილი არად საჴმარ არს, არამედ რომელი წმიდა იყოს, იგი არს კეთილ და ყოვლისა უმჯობეს განანათლებს სულსა და შუენიერ-ჰყოფს და განაპოხებს.

ვიცხოთ უკუე ესე ზეთი ჴელთა ჩუენთა, რაჲთა კეთილად შეუძლოთ ეშმაკისა წინააღდგომად, რამეთუ ყოველივე ვნებაჲ დაჰჴსნდების მოწყალებისა მიერ. რამეთუ ვითარცა მკურნალი, რომელი მარადღე უძლურთა თანა იქცეოდის, დამდაბლდების, უკუეთუ გულისხმა-ჰყოფდეს ბოროტსა მას კაცობრივსა, ეგრეთვე ჩუენ უკუეთუ გლახაკთა თანა ვიქცეოდით და ვსწყალობდეთ მარადის, ფრიადი სიბრძნჱ მოვიგოთ ამის საქმისაგან და ყოველივე სოფელი შეურაცხ-ვყოთ და ავმაღლდეთ ზეცად და ადვილად მივემთხჳნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნ წმიდათა საიდუმლოთათჳს და მოწყალებისათჳს:

...არიან; არამედ რომელნი-იგი შჯულად და წესად მოცემულ არიან მორწმუნეთადა, ახალსაცა შინა რჩულსა და ძუელსაცა, მოწყალებისათჳს, იგინი აღმოვიკითხნეთ; და ფრიადი მოსწრაფებაჲ ვაჩუენოთ ამას საქმესა ზედა, რამეთუ განმწმედელი არს ცოდვათაჲ საქმე ესე, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მიეცით მოწყალებაჲ, და ყოველივე წმიდა იყოს თქუენდა“.

ესე უაღრეს მსხუერპლებისა არს, ვითარცა იტყჳს: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“. ესე ცათა განახუამს, ვითარცა იტყჳს: „ლოცვანი ეგე შენნი და ქველისსაქმენი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე ღმრთისა“.

ესე უაღრეს არს ქალწულებისაცა, რამეთუ ქალწულთა რომელთა არა აქუნდა ესე, განითხინეს სასძლოჲსა მისგან, და რომელთა აქუნდა, ბრწყინვალედ შევიდეს.

ვინაჲთგან უკუე ესე ყოველი ესრეთ არს, ვიღუაწოთ, ძმანო, თესვად წყალობისა, რაჲთა წყალობაჲცა მოვიმკოთ და საუკუნეთა მათ კეთილ-თა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ დიდებაჲ, პატივი და სუფევაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა