მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 16:26

25. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები.26. და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაჲთა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად.27. ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა,
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 16
26. და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაჲთა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 37. „და თქუა უფალმან აბრაამის მიმართ" (დაბ 15:7–8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ოთხასი წელი და ღვთის სულგრძელობა (15:16):

...ავლა და ერთი სამშობლოდან მეორეში გადასახლება ელოდა. „წარხჳდე, — ამბობს, — მამათა შენთა თანა", არა ხორციელ (მამებს) გულისხმობს, რადგან როგორ შეიძლებოდა ეს, როცა მისი მამა ურწმუნო იყო? შეუძლებელი იყო, რომ მორწმუნე მამამთავარი ურწმუნოთა ადგილას წასულიყო. „შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს" (). რატომ თქვა: „მამათა შენთა თანა"? მართლებს მიანიშნა (ამ სიტყვით), როგორებიც იყვნენ: აბელი, ნოე, ენოქი და მათ მსგავსნი. „განზრდილი სიბერითა კეთილითა". შესაძლოა, ვინმემ თქვას: რა კეთილი სიბერე ჰქონდა მას (აბრაამს), თუ მთელი ცხოვრება ასეთ მწუხარებაში გაატარა? ამას ნუ უყურებ, ადამიანო; არამედ იფიქრე მის მუდმივ დიდებაზე, — როგორ ის, მწირი რომ იყო, სამშობლოსა და საცხოვრებლის გარეშე, დიდებული იყო და ყოველ დროს რა ღვთიური შეწევნით სარგებლობდა.

მაშ, ნუ შეაფასებ საგნებს ახლანდელი ცნებებით და ნუ იფიქრებ, რომ ის სიბერე კეთილია, რომელიც ნებივრობასა და ფუფუნებაში, სიმდიდრის ფლობაში, მონათა სიმრავლეში, მსახურთა ბრბოში გადის. ეს ყველაფერი სიბერეს კეთილს ვერ გახდიდა, პირიქით, დიდ განკითხვას დაუქვემდებარებდა იმას, ვინც სიბერეშიც არ გონს მოსულა და სიკვდილის წინ არ ფიქრობს იმაზე, რაც საჭიროა, არამედ ყოველ დღე მუცელს ემსახურება, ნადიმების...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს სანთელნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი იგი მათგანნი იყვნეს სულელნი, და ხუთნი - ბრძენნი. მიიხუნეს სულელთა მათ სანთელნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა სანთელთა მათ თანა. დაყოვნებასა მას მის სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. შუვაღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე შემოვალს, აღდეგით და მივეგებვოდით მას. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს სანთელნი. ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: გუეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ სანთელნი ჩუენნი დაშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ წარვედით სავაჭროსა და იყიდეთ თავისა თქუენისა. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძჱ იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაიჴშა კარი. შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენცა! მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ. იღჳძებდით უკუე თქუენცა, რამეთუ არა იცით დღჱ იგი, არცა ჟამი“ (25,1-13).:

...ვიპოვნეთ, ვერვის ჴელეწიფების შეწევნად. არა თუ არა ჰნებავს, არამედ ვერ შემძლებელ არს, ვითარცა ესერა ქალწულთა ამათ შეემთხჳა. და ნეტარმანცა აბრაჰამ ესევე მოასწავა, ეტყოდა რაჲ მდიდარსა მას, ვითარმედ: „შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს. და რომელსა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფების“. ეგრეთვე ბრძენნი იგი ქალწულნი სულელთა მათ ეტყჳან: „წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა“. ვინ-მე არიან მსყიდელნი მის ზეთისანი? ესენი არიან გლახაკნი, და იგინი აქა არიან. აქავე ჯერ-არს მოგებაჲ და არა მერმესა მას ჟამსა.

ჰხედავა, რაოდენი სარგებელი მოვალს ჩუენდა გლახაკთაგან? აწ უკუე აქავე გჳჴმს შეკრებაჲ ზეთისაჲ, რაჲთა მაშინ ვიჴმაროთ, რამეთუ არა იგი არს ჟამი ვაჭრობისაჲ, არამედ - ესე.

აწ უკუე, კაცო, ნუ ცუდად წარაგებ საფასეთა შენთა შუებად და ზუაობად, რამეთუ ფრიად საჴმარ არს შენდა ზეთი ჟამსა მას საჭიროსა.

„წარვიდეს იგინი სყიდად“. - უსარგებლო იქმნა შრომაჲ მათი, რამეთუ არა არს მუნ ადგილი ქველისსაქმისაჲ და სინანულისაჲ, ესე ყოველი ჯერარს აქავე მოგებად. ვითარცა-იგი მდიდარსა მას არას ერგო მუნ სინანული და ზრუნვაჲ თჳსთაჲ, ეგრეთვე ესენი წარვიდეს რაჲ სყიდად, მოვიდა სიძჱ იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა, და დაეჴშა კარი, და სხ...

სრულად ნახვა