მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 3:23

22. და გარდამოჴდა სული წმიდაჲ ჴორციელითა ხილვითა, ვითარცა ტრედი, მის ზედა; და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.23. და თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა,24. მატათანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსებისა,
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 3
23. და თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა,
ლუკას სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 3, მ. 1-3]

1. წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტიელისა პალატესსა ჰურიასტანს, და მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა მეოთხედ მთავრობასა იტურეას და ტრაქონელთა სოფელსა, და ლჳსანისსა, მეოთხედ მთავრობასა აბილინესა, 2. მღდელთ-მოძღურებასა ანნაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს. 3. და მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.

მართებულადაა ნახსენები დრო და მმართველები, რათა უჩვენოს, რომ ქრისტეს დროს შეწყდა იუდეველ მთვარათა მემკვიდრეობა. ვინაიდან ჰეგემონი იყო პილატე, სხვა ტომის ადამიანი, მეოთხედმთავარნი - ძენი ჰეროდე ასკანოლიტელისა, რათა ამის გამო ჭეშმარიტად მიეღოთ, რომ მოვიდა ქრისტე, იაკობის წინასწარმეტყველებისამებრ (დაბ, 49, 10).

„იყო, - ნათქვამია, - სიტყვა უფლისა იონეს მიმართ“, რათა შენ იცოდე, რომ იგი მოვიდა დასამოწმებლად ქრისტეზე, არა როგორც თვითმარქვია, არამედ იმის გამო, რომ ღმრთის სულით იყო აღძრული. „სიტყვაში“ იგულისხმება ან სული წმიდა, ანდა ღმრთის ბრძანება,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვამდე ბაბილოვნელთაგან ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნელთაგან ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ“ (1,17).:

...1,12-16) ხოლო ლუკა არა ამათ სახელ-თა იტყჳს ვიდრე დავითისამდე, და მიერითგან კუალად მათესვე თხრობასა შეერთვის, რამეთუ ესრეთ იწყებს: „და თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა, მატ-თანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსეფისა, მატათისა, ამონისა, ნაუმისა“,

და შემდგომი ამისი, ვიდრემდის მოიწია დავითისამდე. რაჲ არს განყოფილებაჲ ესე, ვითარ ერთისა კაცისა სხუანი და სხუანი მშობელნი გჳთხრნეს? უწყებაჲ უკუე ჯერ-არს, ვითარმედ ესრეთ იყო წესი პირველისა მის რჩულისაჲ, რომელ მოკუდის თუ ვინმე უშვილოდ, ძმამან მისმან იქორწინის ცოლი აღსრულებულისაჲ მის და აღუდგინის თესლი ძმასა თჳსსა. ხოლო იშვის რაჲ შვილი, ბუნებით მეორისაჲ მის არნ, რომლისაგანცა შობილ არნ, და წესითა რჩულისაჲთა - აღსრულებულისაჲ მის. ხოლო მათ ჟამთა შინა ნაშობთაგან სოლომონისთა, ძისა დავითისთა, იყო ვინმე მატთან სახელით და ესუა ცოლი, რომლისაგან შვა იაკობ, მამაჲ იოსებისი. აღესრულა მატ-თან, და იქორწინა ცოლი მისი მელქი, ტომისაგან ნათანისა, ძისა დავითისა. მელქი, ძემან ლევისმან და ძმამან პანთერისმან, რომელი ზემო ვაჴსენეთ, ამან მელქი იქორწინა ცოლი იგი მატთანისა და დედაჲ იაკობისი და შვა მისგან ელი. იქმნნეს უკუე იაკობ და ელი ძმანი, ერთისა დედისა ნ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:

...რმედ ნათესავისაგან დავითისა იყო წმიდაჲ ქალწული მარიამ, გარნა არა სოლომონის ნაშობთაგან, არამედ ნათანისთა, ძისა დავითისა, რომლისა შობათა წარმოიტყჳს ლუკა მახარებელი. რამეთუ ამის ნათანისა, ძისა დავითისა შვილთაგან იყო ვინმე ლევი, რომელსა აჴსენებს ლუკა და იტყჳს: „იოსებისა, ელისა, მელქისა, მატთანისა, ლევისა“. ამან ლევი შვა მელქი და პანთერ, პანთერ შვა ვარპანთერ, ვარპანთერ შვა იოაკიმ, იოაკიმმან შვა წმიდაჲ ღმრთისმშობელი. აჰა ესერა გიჩუენე განცხადებულად, ვითარმედ ტომთაგან დავითისა იყო წმიდაჲ ქალწული მარიამ.

ხოლო მეორისა მისთჳს საძიებელისა, რომელსა იტყჳან, ვითარმედ: რაჲსათჳს წარმოიტყჳს იოსების მშობელთა და პაპისპაპთა, რაჲ საქმე აქუნდა იოსებს შობასა ქრისტესსა? ამას ვიტყჳთ: არა იყო რჩული ებრაელ-თა შორის დედაკაცისა თესლ-ტომსა აღწერად, და არცა სადა იპოების ესე ძუელთა შინა წიგნთა, ხოლო მახარებელსა ენება გამოჩინებაჲ, ვითარმედ დედაჲ ქრისტესი დავითის ტომისაგან იყო, და კეთილად. ვინაჲთგან ებრაელთა მიმართ იყო აღწერილი ესე სახარებაჲ, წესისაებრ რჩულისა უნდა აღწერისა ამის ქმნად, რაჲთა უმეტესად სათნო და შესაწყნარებელ იყოს და რაჲთა თავსავე ზედა არა დამჴსნელ რჩულისა იპოოს. ამისთჳს დაიდუმა ჟამისად მშობელთათჳს ღმრთისმშობელისათა თქუმად და იოსებისნი წარმოთქუ...

სრულად ნახვა