მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 10:43

42. ხოლო იესუ მოუწოდა და ჰრქუა მათ: უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ჴელმწიფებედ მათ ზედა?43. ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის. არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაჲ თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ;44. და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 10
43. ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის. არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაჲ თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ;
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეათე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 10, მ. 1-9)

1. და აღდგა მიერ იესუ და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იორდანესა, და შეკრბებოდა მისა კუალად ერი, და, ვითარცა ჩუეულ იყო, კუალად ასწავებდა მათ. 2. ხოლო ფარისეველნი იგი მოუჴდეს და ჰკითხვიდეს მას: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა ცოლისა თჳსისა განტევებაჲ? და გამოსცდიდეს მას. 3. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ვითარ გამცნო თქუენ მოსე? 4. ხოლო მათ ჰრქუეს: მოსე ბრძანა წიგნი განშორებისაჲ მიცემად და განტევებად. 5. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გულფიცხელობისა თქუენისათჳს დაწერა მოსე მცნებაჲ ეგე. 6. ხოლო დასაბამითგან დაბადებისაჲთ მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი ღმერთმან და თქუა: 7. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, 8. და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. 9. რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ.

უფალი ხშირად ტოვებდა იუდეას ფარისეველთა სიძულვილის გამო მისდამი. მაგრამ ახლა ისევ მიდის იუდეაში, რამეთუ ახლოვდებოდა ჟამი მისი ვნებისა. თუმცა, იგი პირდაპირ იერუსალიმში კი არ მიდის, არამედ თავიდან „საზღვართა ჰურისტანისათა“, რათა სარგებელი მისცეს...

სრულად ნახვა
მოკლე სიტყვა მეხუთესა კვირიაკესა ზედა დიდისა მარხვისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ; და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაი, იყოს ყოველთა მონა. (მარკოზ. 10, 43, 49).

დღევანდელი სახარება, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, გვაძლევს ერთობ საჭიროსა და სასარგებლოსა ყოველისა კაცისათვის სწავლასა. სხვათა ცოდვათა და ვნებათა შორის, რომელნი ჩვევიან დაცემულსა ბუნებასა კაცისასა არის პატივის, ანუ უფროსობის სიყვარული, რომელსა მდაბიურად თავხედობა ეწოდება. ამ ვნებას შობითგან ვიდრე სიკვდილამდე ემონება თითქმის ყოველი კაცი. რაც გინდა საწყალი, დაბალი კაცი იყოს, არ შეიძლება, რომ არ უყვარდეს პატივი, არ იყოს თავხედი, არ ეძებდეს პირველობას ტოლთა შორის. მოციქულნი ქრისტესნი იყვნენ აღრჩეულნი დაბალი წოდებისაგან, ყოველ დღესა ხედვიდნენ სიმშვიდესა და სიმდაბლესა თავიანთის მოძღვრისასა, იესო ქრისტესსა; გარნა მათ შორისაც ხშირად მოხდება ცილობა, თუ ვინ არის მათ შორის უპირველესი და უმჯობესი. ერთხელ იაკობ და იოანემ, როგორადაც თქმული არს დღევანდლელს სახარებაში, სთხოვეს იესო ქრისტეს, რომ იგინი დააჯდინოს ერთი მარჯვენით და ერთი მარცხენით თვისსა სუფევასა შინა, ესე იგი მისცეს მათ უპირატესობა...

სრულად ნახვა
მოკლე სიტყვა მეხუთესა კვირიაკესა ზედა დიდისა მარხვისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ; და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაი, იყოს ყოველთა მონა. (მარკოზ. 10, 43, 44).

ორთა მოციქულთა იესო ქრისტესთა იაკობ და იოანემ, როგორადაც მოგვითხრობს დღეს წაკითხული სახარება, ერთხელ სთხოვეს უფალს, რათა მან დააჯდინოს ერთი მარჯვნით თვისა და ერთი მარცხნით: მომეც ჩვენ, რათა ერთი მარჯვენით და ერთი მარცხენით შენსა დავსჯდეთ დიდებასა შენსა. თუმცა უფალი იესო ქრისტე მრავალ-გზის ეტყოდა მათ, რომ სასუფეველი ღვთისა, რომლისა დამყარებად მოვიდა იგი ქვეყანაზე, არის სულიერი და არა ხორციელი, მაგრამ მოწაფენი, რადგანაც ჯერ არ იყვნენ განათლებულნი სულისა წმინდისაგან, მაინც ფიქრობდნენ, რომ იესო ქრისტე იქნება სოფლიური მეფე, და ამისთვის იაკობ და იოანე თხოულობდნენ, რომ მის მეფობაში იგინი გამხდარიყვნენ სუყველაზე უდიდესნი. სხვათა მოციქულთა ეწყინათ ესრეთი მათი თავხედობა და პატივის მოყვარება და დაიწყეს მათზედ დრტვინვა. თვით უფალმან უპასუხა მათ: არ იცით რასა იტყვი, და მერმე აღუხსნა მათ, რომელ იგინი არ უნდა დაემსგავსნენ წარმართთა, რომელთა შორის მთავარნი უფლებენ და დიდ-დიდნი ხელმწიფებენ. არა ეგრე იყოს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის