მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 2:5

4. და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისაჲ მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი.5. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!6. ხოლო იყვნეს ვინმე მუნ მსხდომარენი მწიგნობართაგანნი და ზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს,
სახარებაჲ მარკოზისი თავი 2
5. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 2. მ. 1-5):

1. და შევიდა კუალად კაპერნაუმდ შემდგომად მცირედთა დღეთა; და ესმა, რამეთუ სახლსა შინა არს. 2. და მეყსეულად შეკრბა მუნ სიმრავლე ერისაჲ, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა მათ, და ეტყოდა მათ სიტუასა. 3. და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული ზე-კიდებული ოთხთაგან. 4. და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისაჲ მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი. 5. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!

უფლის კაპერნაუმში შესვლასთან ერთად ბევრმა გაიგო რა, რომ ის სახლშია, მასთან მოსახერხებული მისადგომის პოვნის იმედით დაიწყო შეკრება. ამასთან იმ კაცთა რწმენა, ვინც განრღვეული მოიყვანა, იმდენად დიდი იყო, რომ ახადეს სახლის სახურავი და ჩაუშვეს იგი. ამიტომაც უფალი აძლევს კურნებას, ხედავს რა მის მიმყვანთა, ან თავად განრღვეულის რწმენას, რამეთუ თავად არ დართავდა ნებას მისი წაყვანისა, თუკი არ იქნებოდა განკურნების რწმენა. თუმცა, უფალი ხშირად კურნავდა მხოლოდ მომყვანის რწმენით, თუნდაც მის მიერ მოყვანილი არ ყოფილიყო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...სა ვერ მოდრკებიან. რამეთუ მაშინ ესეოდენთა სიტყუათა შემდგომად და ესეოდენთა საქმეთა ჯერეთ ქვასავე დაჰკრებდეს და სდევნიდეს და მგმობრად სახელ-სდებდეს, და რაჟამს-იგი ჰრქუა განრ-ღუეულსა, ვითარმედ: „მიგეტევნენ ცოდვანი შენნი“, იტყოდეს, ვითარმედ: „გმობასა იტყჳს“; ; ; და კუალად, ოდეს თქუა, ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს, სიკუდილსა არა მიეცეს“, ; (8,51-52) ეშმაკეულით ჰხადოდეს; და რაჟამს თქუა: „მე მამისა თანა, და მამაჲ ჩემ თანა“, ; (14,10-11); (17,21) დაუტევეს იგი და დაბრკოლდეს. და უკუეთუ ამათ სიტყუათათჳს ესრეთ დაბრკოლდეს, უკუეთუმცა ყოვლადვე ესევითართა იტყოდა, ოდესმცა ისმინეს მისი? არამედ რაჟამს თქუა, ვითარმედ: „ვითარცა მამცნო მამამან, ესრეთ ვიტყჳ“, და კუალად, ვითარმედ: „მე თავით ჩემით არარას ვიტყჳ“, ; (12,49); (14,10) მაშინ ჰრწმენა მისი, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ შჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,17).:

...ამათი, რამეთუ მოცემაჲ მსახურისაჲ არს, რომელსა სხჳსაგან მოეღოს.

ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „იქმნა მადლი და ჭეშმარიტებაჲ“, საქმე არს მეუფისაჲ, რომელი ჴელმწიფებით მიუტევებს ცოდვათა და გამოაჩინებს ნიჭსა მისსა. ამისთჳსცა იტყოდა, ვითარმედ: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ ; ; და კუალად იტყჳს: „რაჲთა უწყოდით, ვითარმედ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ; ; ჰხედავა, ვითარ იქმნების მადლი მის მიერ? ხოლო გულისხმა-ყავ ჭეშმარიტებაჲცა, რამეთუ მადლსა ესეცა საქმჱ და საქმეცა იგი ავაზაკისაჲ გამოაჩინებს მას და ნიჭიცა იგი ნათლის-ღებისაჲ და მადლი იგი სულისაჲ მის მიერ მონიჭებული და სხუანი მრავალნი. ხოლო ჭეშმარიტებაჲ კუალად გულისხმა-ვყოთ, უკუეთუ სახენი მისნი ვიხილნეთ, რამეთუ რომელნი-იგი აღსრულებად იყვნეს ახალსა ამას შინა შჯულსა, პირველვე გამოსახნეს სახეთა მათ ძუელისათა, და მოვიდა რაჲ, ქრისტემან აღასრულნა იგინი საქმით. ხოლო უკუეთუ გნებავ...

სრულად ნახვა