მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 3:17

16. და დასდვა სახელები: სიმონს პეტრე,17. და იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ იაკობისი; და დასდვა მათ სახელები: ბანერგეს, რომელ არს: ძენი ქუხილისანი;18. ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მატთეოს, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი
სახარებაჲ მარკოზისი თავი 3
17. და იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ იაკობისი; და დასდვა მათ სახელები: ბანერგეს, რომელ არს: ძენი ქუხილისანი;
მარკოზის სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 3. მ. 13-19):

13. და აღვიდა მთასა და მოუწოდა, რომელთაჲ უნდა მას; და მოვიდეს მისა. 14. და ყვნა ათორმეტნი იგი, რაჲთა იყვნენ მის თანა და წარავლინნეს იგინი ქადაგებად 15. და რაჲთა აქუნდეს ჴელმწიფებაჲ განსხმად ეშმაკთა. 16. და დასდვა სახელები: სიმონს პეტრე, 17. და იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ იაკობისი; და დასდვა მათ სახელები: ბანერგეს, რომელ არს: ძენი ქუხილისანი; 18. ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მატთეოს, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი 19. და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი. 

ადის მთაზე იმისთვის, რომ ილოცოს. რამდენადაც ამის წინ სასწაულებს იქმოდა, სასწაულთა ქმნის შემდგომ ლოცულობს, რაღა თმა უნდა გაკვეთილი რომ გვიჩვენოს რათა ვმადლობდეთ უფალს, როგორც კი რაიმე კეთილს მოვიმოქმედებთ, და ღმერთის ძალას ვაწერდეთ. ანდა, რამდენადაც უფალი აპირებდა ხელი დაესხა მოციქულთათვის, ამასთან დაკავშირებით ადის მთაზე, რომ ილოცოს ჩვენდა დასამოძღვრად, რადგანაც ჩვენც, როდესაც დავაპირებთ ვინმეს ხელი დავასხათ, ჯერ უნდა ვილოცოთ, რათა გამოგვიჩნდეს ღირსეული და არ შევიქმნათ ზიარნი „სხვისა ცოდვათა“ (1. ტიმ. 5. 22). ხოლო იქიდან, რომ იუდასაც გამოირჩევს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (1,9).:

...დ სდევ მიუწდომელსა? რად გამოიკულევ გამოუკულეველსა?

განიცადე ძირი ნათლისა მის მზისაჲ; არამედ ვერ ძალ-გიც და არავე შფოთ ხარ, არცა სდრტჳნავ შეუძლებელობისა მისთჳს. ვითარ უკუე, რომელ უზეშთაესთა მათ ზედა ესრეთ კადნიერ იქმენ და შემმართებელ მიუწდომელთა მათთჳს და გამოუკულეველთა საქმეთა? ძესა მას ქუხილისასა იოვანეს, რომელსა-იგი აქუს ნესტჳ სულიერი, მას ესმა რაჲ სულისა წმიდისა მიერ, ვითარმედ: „იყო ნათელი ჭეშმარიტი“, არღარაჲ გამოიძია უმეტჱსი; ხოლო შენ, რომელი მადლისა მისგან, რომელი მას აქუნდა, შორს ხარ უფროჲს, ვიდრე ქუეყანაჲ ცისაგან, და გნებავს, რაჲთამცა მისსა მას საზომსა უზეშთაეს აღჰჴედ, ამისთჳსცა სრულიად დაეცემი და ვერცა მცირესა გულისხმა-ჰყოფ. რამეთუ ესევითარი არს ეშმაკისა ღონჱ: გამოიყვანებს კაცსა საზღვრისა მისგან, ღმრთისა მიერ დადებულისა, რომელიცა დაემორჩილოს მას, და წარჰმართებს უზეშთაესისა მიმართ; და მერმე, რაჟამს ამით ესევითარითა სასოებითა ცთუნებული მადლისაგან ღმრთისა უცხო-ყოს, მიერითგან არა თუ უზეშთაესსა რასმე კეთილსა აღიყვანებს, - რამეთუ ვითარმცა ქმნა ესე ეშმაკმან! - არამედ არცა თუ პირველთა მათ საქმეთა, სადა-იგი უცთომელად ვიყოფოდეთ, გჳტევებს მიქცევად, არამედ შეცთომილთა მიმოგუაქცევს, რომელთა არასადა გუაქუნ ადგილი დადგრომისაჲ.

ეგრეთვე უ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
წმიდისა იოვანესთჳს, მახარებელისა და ღმრთისმეტყუელისა:

...ა მომნიჭებელ, ვიდრეღა რომელნიცა მიიღებდენ მას სურვილით და დაჰმარხვიდენ გულთა შინა მათთა, არღარა არიან იგინი კაც ქუეყანის, არამედ უზეშთაეს ყოველთა საქმეთა ამის სოფლისათა აღმაღლდებიან და შეიცვალებიან ანგელოზთა წესად; და ვითარმცა ცათა შინა მკჳდრ იყვნეს, ესრეთ იყოფებიან ქუეყანასა ზედა.

რამეთუ ძჱ იგი ქუხილისაჲ, საყუარელი ქრისტესი, სუეტი ყოვლისა სოფლისა ეკლესიათაჲ, რომელსა ჰქონან კლიტენი ცათანი, რომელმან სასუმელი ქრისტესი შესუა და ნათლის-ღებაჲ მისი ნათელ-იღო, რომელი მიეყრდნა მკერდსა მას მეუფისასა2 დიდითა კადნიერებითა, იგი მოვალს აწ ჩუენ შორის სიტყუად არა ესრეთ, ვითარცა მსახიობელნი სოფლისანი, შემკობილნი პირითა და დაბურვილნი თავითა, აღსრულნი სამღერელსა მას ადგილსა, რომელნი იმღერდიან ფერჴითა, შემკულნი სამოსლითა ოქროჲსაჲთა; არამედ ესე ნეტარი შემოვალს ჩუენ შორის შემოსილი სამოსლითა, რომლისა შუენიერებაჲ თუალთშეუდგამ არს, რამეთუ ქრისტე ჰმოსიეს, და ფერჴნი შემოსილნი განმზადებულებითა სახარებისა მის მშჳდობისაჲთა, და სარტყელი ჰმოსიეს არა ტყავისა მეწამულისაჲ, ცურვებული ოქროჲთა, არამედ მოქსოვილი ჭეშმარიტებითა და მორტყმული წელთა მისთა სიწმიდი...

სრულად ნახვა