თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა გონებაჲ მორწმუნე და წრფელი, რომელმან ოდეს-იგი იჭჳ ცოდვისაჲ მოიგონა, განტევებაჲ იზრახა, რაჲთა არა იყოს სახლსა მისსა წინააღმდგომი რჩულისაჲ; და კუალად, რაჟამს ესმა სიტყუაჲ ანგელოზისაჲ და იჭჳ იგი ბოროტი განქარდა, მეყსეულად ყოველივე ორგულებისა გულისსიტყუაჲ აღმოიგდო გულისაგან თჳსისა და წარიყვანაო, ესე იგი არს, თუ მიითუალა გონებითა ყოფად ქალწულისა სახლსა შინა მისსა. რამეთუ არა თუ სხუაგან სადმე იყო ანუ განსრულ იყო სახლით, რომელ იტყჳს, თუ „წარიყვანა“, არამედ გონებისა მისისა იტყჳს ზრახვასა. რამეთუ პირველ ჩუენებისა განეზრახა განტევებაჲ მისი და განვლინებაჲ სახლისაგან მისისა, ხოლო ესმა რაჲ სიტყუაჲ ანგელოზისაჲ და გულსავსე იქმნა, დაამტკიცა გონებასა თჳსსა მსახურებად ესრეთ საკჳრველისა მის ქალწულისა. რამეთუ ცნა, ვითარმედ ესე არს ქალწული იგი, რომლისათჳს მარადის აღმოიკითხვიდა წინაწარმეტყუელთა მიერ ქადაგებულსა, ვითარმედ: „აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“; და კუალად იტყჳს: „აღმოვიდეს კუერთხი ძირისაგან იჱსესისა, და ყუავილი ძირისაგან მისისა აღმოსცენდეს“....
სახარებაჲ მათესი 1:24
23. აჰა ქალწული მოუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი.24. განიღჳძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თჳსი.25. და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და უწოდა სახელი მისი იესუ.
სახარებაჲ მათესი თავი 1