თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა არა შეურვებულ იყვნენ სიტყჳს-გებისათჳსცა მეფეთა მიმართ და მთავართა და დარწმუნებისათჳსცა ერისა მის ბოროტთა შინა განფრდილისა, ამისთჳს აღუთქუა მათ მიცემად სიტყჳსა ესევითარისა, რომელსა ვერვინ უძლოს წინააღდგომად. და სხუასა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „მე მოგცე პირი და სიბრძნე“, ხოლო აქა იტყჳს, ვითარმედ: „სული მამისა თქუენისაჲ იტყოდის თქუენ შორის“, რაჲთა ცნან, ვითარმედ პატივსა მას და საზომსა წინაჲსწარმეტყუელთასა აღსრულ არიან, და რამეთუ ერთ არს მისმიერი მიცემაჲ სიბრძნისაჲ და სულისა მიერ წმიდისა, რამეთუ ყოველივე განუყოფელ არს მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ: მადლი და დიდებაჲ, პატივი და ძალი და მეუფებაჲ.
ხოლო ვინაჲთგან აუწყა ძალი იგი, მოცემადი მათდა, მერმე განსაცდელთა მათცა მოწევნადთა მიუთხრობს და ეტყჳს: