მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 10:8

7. და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.8. უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით.9. ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა,
სახარებაჲ მათესი თავი 10
8. უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უძლურთა განჰკურნებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“ (10,8).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: გულისჴმა-ყავთღა, ვითარ წესსა სათნოებისასა ამცნებს შეკრძალვად უფროჲს, ვიდრეღა სასწაულთა, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ სასწაულნი თჳნიერ სათნოებათაჲსა არად საჴმარ არიან. ამისთჳსცა სიმდაბლესა ასწავლის მათ სიტყჳთა ამით, ვითარმედ: „უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“, და ყოვლისავე საჴმართმოყუარებისაგან განათავისუფლებს. ვითარმცა ეტყოდა მათ, ვითარმედ: დაღაცათუ სასწაულთა და კურნებათა იქმთ, ნურარას აღჰზუავნებით, რამეთუ არა თავით თჳსით მოგიგიეს ესე, არცა სასყიდლითა გიყიდიეს, არცა შრომი-თა თქუენითა წარგიმართებიეს, არამედ ჩემი არს ნიჭი ესე, უსასყიდლოდ თქუენდა მონიჭებული. აწ უკუე უსასყიდლოდვე მისცემდით, რამეთუ არა შესაძლებელ არს პოვნად სასყიდელი ამის ნიჭისაჲ; გარნა მე ვარ მიმნი-ჭებელი და არა თქუენ. და მეყსეულად ძირსა მას ყოველთა ბოროტთასა აღმოჰფხურის და ეტყჳს:

მათეს სახარების განმარტება - თავი X
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
10:5-10 — მოციქულთა წარგზავნა: ჯერ ისრაელთან, უანგაროდ და უქონლად:

5-7. ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, არამედ მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. - ესე! რომელნი ესე? მეთევზენი, უბრალო ადამიანები, მეზვერენი. უწინარესად ისინი იუდეველებთან წარგზავნა, რათა სათქმელად არ ჰქონოდათ: - რადგანაც მოციქულები წარმართებთან წარივლინენ, ამიტომ ჩვენ, იუდეველებმა, არ ვირწმუნეთო. ასე წაართვა უფალმა იუდეველებს თავის გამართლების საბაბი. სამარიელები მან წარმართების გვერდით დააყენა, რადგან ისინი, ყოფილი ბაბილონელები, იუდეაში დამკვიდრდნენ და წინასწარმეტყველები არ მიიღეს, არამედ მხოლოდ მოსეს ხუთ წიგნს ცნობდნენ, ზეცათა სასუფეველში კი მომავალ ტკბობას მოიაზრებდნენ. შეაიარაღა რა მოციქულები სასწაულებით, უფალი მათ ეუბნება:

8. უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით. - არაფერი ისე არ შეშვენის მასწავლებელს, როგორც სიმდაბლე და...

სრულად ნახვა
საუბარი 35. „იყო ამრაფელის მეფობისას" (დაბ 14:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. მელქისედეკი — „მეუფე სიმართლისა" (14:24):

...მიმართ მაღლისა"**, რათა მეფეს არ ეფიქრა, თითქოს მხოლოდ თვალთმაქცობს, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, არამედ, რათა შეგეცნო, რომ მან მტკიცედ გადაწყვიტა — სოდომის მეფის შეთავაზებიდან მცირე ნაწილითაც არ ესარგებლა. და აღასრულა მცნება, რომელიც იესო ქრისტემ მოწაფეებს მისცა: „უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით" (). მე, ამბობს, ამ ბრძოლაში ჩემი მხრიდან სხვა არაფერი გამომიყენებია, გარდა მზადყოფნისა და მოშურნეობისა; ხოლო გამარჯვება, ტროფეები და ყველაფერი დანარჩენი უფალმა თავისი ძალით აღასრულა. შემდეგ, რათა მეფეს არ ეფიქრა, თითქოს აბრაამი მის ძღვენს ამპარტავნობითა და ზიზღით არ იღებს, პატრიარქმა, ამ შემთხვევაშიც თავის სიმშვიდესა და სულიერ სიბრძნისმოყვარეობას გამოავლენს და ამბობს: „ჭამეს ჭაბუკთა და ნაწილი კაცთა თანამავალთა ჩემ თანა: ესხოლ, ავან, მამბრესი, ამათთჳს მოვიღო ნაწილი" (). მათ, ამბობს, ნებას დართავ, რაღაც ნაწილი აიღონ, რადგან მათ თავიანთი მხრიდან დიდი მეგობრობის მოწმობა გამოიჩინეს. „ესენი იყვნეს ყურცემულ აბრაამისნი", ანუ მეგობრობის კავშირით იყვნენ მასთან დაკავშირებული, რაც იქიდან ჩანს, რომ მასთან ერთად საფრთხის გაზიარება გადაწყვიტეს. ამიტომ მათი დაჯილდოება რომ სურდა, ნებას რთავს,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მოცემად იყო მორწმუნეთა მათ მისთა, რამეთუ არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ“ (7,39).:

...ს წარავლენდა მათ, არა წერილ არს, თუ: მისცა მათ სული წმიდაჲ, არამედ: „მისცა მათ ჴელმწიფებაჲო“ ; და ჰრქუა: „კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით, მკუდართა აღადგინებდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“. ხოლო წინაჲსწარმეტყუელთა ზედა ყოველთა მიერ აღსაარებულ არს, ვითარმედ სულისა წმიდისა მოცემაჲ იყო. და რაჲ არს უკუე ესე სიტყუაჲ? ისმინეთ უკუე, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა მიეცა სული წმიდაჲ, არამედ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ მოკლებულ იყო ქუეყანით მიერ დღითგან, ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „აჰა ესერა დატევებულ იყოს სახლი თქუენი ოჴრად“, ; და უწინარეს მის სიტყჳსაცა ეწყო მოკლებად ამას, რამეთუ არღა იყო მათ შორის წინაჲსწარმეტყუელი, არცა მადლი იგი მოვიდოდა მათ ზედა, ვინაჲთგან უკუე მოკლებულ იყო სული წმიდაჲ. და ეგულებოდა მოსლვად მდიდრად და ძლიერად, ხოლო ამის მოსლვისა დასაბამი ჯუარს-ცუმისაგან იქმნა და მადლთა მათ დიდ-დიდთა მოცემისა, რამე-თუ უსაკჳრველეს იყო ნიჭი იგი, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „არა უწყი-თა, რომლისა სულისანი ხართ?“...

სრულად ნახვა