თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველად თჳთ იგინივე, ჰურიათა ერნი მოიყვანნა მოწამედ სათნოებისა მის იოვანესა, რამეთუ სარწმუნო არს მტერთამიერი წამებაჲ; მეორედ, მისისა მის მოქალაქობისაგან გამოაჩინა მისი სიმაღლე; მერმე თავისა მიერ თჳსისა თქუა ქებაჲ მისი: „ჰე, გეტყჳ თქუენ, უმეტეს წინაჲსწარმეტყუელისა“; და აწ წინაჲსწარმეტყუელი შემოიყვანა მოწამედ თქუმულთა მათ, რაჲთა ყოვლითურთ აუწყოს საზომი სათნოებისა მისისაჲ. ხოლო თქუა რაჲ, ვითარმედ: „უმეტეს წინაჲსწარმეტყუელისა“, გამოაჩინა, თუ რომლითა სახითა არს უმეტეს წინაჲსწარმეტყუელთასა. რომლი-თა უკუე სახითა არს უმეტეს ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა? - რამეთუ ღირს იქმნა მეუფისა თუალითა ხილვად. ამისთჳსცა იტყჳს: „წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა“. ესე იგი არს, მახლობელად შენსა. რამე-თუ ვითარცა სლვასა შინა მეუფისა დიდებულისასა, რომელი მახლობელად მისა ვიდოდის, სხუათა უპატიოსნეს არს, ეგრეთვე იოვანე მახლობელად მეუფისა მის მეუფეთაჲსა აღასრულა წინაჲსწარმეტყუელებაჲ თჳსი და ღირს იქმნა თუალით ხილვად მისა და ნათლის-ცემად, იხილა სული წმიდაჲ სახედ ტრედისა, ესმა ჴმაჲ მამისაჲ ზეგარდამო, და ესრეთ იქმნა სხუათა მათ წინაჲსწარმეტყუელთა...
სახარებაჲ მათესი 11:10
7. და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა? - შესაძლოა, რომ ხალხი რომელმაც იოვანეს კითხვა მოისმინა, ცდუნდა: ხომ არ დაეჭვდა ქრისტეს მიმართ თვით იოვანეც და აზრი ადვილად ხომ არ შეიცვალა, თუმცაღა პირველად ქრისტეს შესახებ დაამოწმა? ამგვარი ეჭვი რომ გაექარწყლებინა, ქრისტე ამბობს: იოვანე არ არის ლერწამი ანუ მერყევი, რადგან, თუკი ასეთი იყო, როგორღა მიდიოდით მასთან უდაბნოში? თქვენ ხომ არა ლერწამთან, ანუ კაცთან, რომელიც ადვილად იცვლება, მიდიოდით, არამედ დიდსა და მტკიცე ადამიანთან, რომელიც იმადვე რჩება, როგორადაც თქვენ მას მიიჩნევდით.
8. არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან. - რომ არ ჰქონოდათ სათქმელად, ფეფუნებას დაემონა და ბოლოს გასათუთდაო, ეუბნება, რომ- არა! რადგან ბეწვიანი სამოსი აჩვენებს, რომ იგი მტერია ფუფუნებისა. მას რომ რბილი სამოსის ტარება და ფუფუნებით ცხოვრება მოენდომებინა, სამეფო დარბაზებში იქნებოდა და არა საპყრობილეში....
...კაცი: ჴელ-ეწიფების ანგელოზ-ყოფაჲ და ჴელეწიფების მჴეც-ყოფაჲ. არა აღმოგიკითხავსა წერილთა შინა: რომელთამე კაცთათჳს იტყჳს, ვითარმედ: „ანგელოზი არს უფლისაჲ, და სამართალი ბაგეთა მისთაგან იძიოს“; და კუალად იტყჳს: „აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა“, ; - ნათლისმცემელისა იოვანესთჳს არს სიტყუაჲ ესე. კუალად სხუათა კაცთათჳს თქუმულ არს: „გუელ და ნაშობ იქედნეთა“.
აწ უკუე ჴელმწიფებასა შინა კაცისასა არს ესე, და ძალ-უც გინა თუ მჴეც-ყოფაჲ, გინა თუ ანგელოზ-ყოფაჲ. და რად ვიტყჳ ანგელოზ? შვილ ღმრთისა ძალ-უც ყოფად, უკუეთუ ენებოს: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხარ-თო და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი“. და კუალად წერილ არს: „მისცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად“. - ვითარითამე სახი-თა? სიწმიდითა და შიშითა ღმრთისაჲთა და აღსრულებითა მცნებათა მის-თაჲთა და ყოვლითურთ მისგან განუშორებელობითა გონებისაჲთა. ამას ესევითარსა წესსა ეწოდების სათნოება, ამისი ჴელმწიფებაჲ ჩუენდა მოცემულ არს მოგებად, უკუეთუ გუენებოს, ეს...