...ვნეს ყოვლისა ჴორციელისა შემკულებისა დამთრგუნველ და მოღუაწებისა მოყუარე, რომელ-ესე საქმე არს სათნოებისაჲ. ამისთჳსცა აქებს უფალი წესსა ამას იოვანეს მოღუაწებისასა და იტყჳს: „რასა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა მოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან“.
ესრეთ მარადის საკჳრველ და საქებელ იყო მოქალაქობაჲ სანატრელისაჲ მის. ხოლო უკუეთუ წმიდაჲ იგი და ცისა უბრწყინვალესი და უზეშ-თაესი ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ და უფროჲსი ნაშობთა დედათაჲსა ესრეთ აჭირვებდა ჴორცთა თჳსთა და ყოვლისაგანვე შუებისა და განსუენებისა განეშორა და მარხვითა და მოღუაწებითა აღასრულა ცხორებაჲ ესე, რაჲ-მე ვყოთ ჩუენ, რომელთა მცნებანი ქრისტესნი გუასმიან და ესოდენი ტჳრთი ცოდვათაჲ გჳტჳრთავს და არცა თუ კნინოდენსა ნაწილსა მოღუაწებისა მისისასა თავს-ვიდებთ, არამედ მთრვალობითა და ნაყროვნები-თა, სამოსლითა ჩჩჳლითა და ცხებითა ნელსაცხებელთა სურნელთაჲთა და სხჳთა ყოვლითავე შუებითა წარვაგებთ დღეთა ცხორებისა ჩუენისათა და ვჰყოფთ თავთა ჩუენთა ადვილად საძლეველ ეშმაკისა მიერ.