მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 12:25

24. ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა.25. იცოდნა იესუ ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცოს.26. და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკსა განჰჴდის, თავსა თჳსსა განევლთა; ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი?
სახარებაჲ მათესი თავი 12
25. იცოდნა იესუ ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცოს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
ჴსენებაჲ წმიდისა მათე მახარებელისაჲ დაწყებაჲ სიტყჳსაჲ:

...ვალებაჲ აჩუენეს, არამედ დიდი ერთობაჲ და ურთიერ-თას წამებაჲ, და ესე გულისჴმა-ყავთ ნუ სიტყუათაგან ოდენ, არამედ საქმისაგანცა, რამეთუ უკუეთუ განწვალებაჲმცა იყო შორის მათსა, ვითარმცა წარემართა ქადაგებაჲ მათი ერთსა ზედა პირსა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი მეუფებაჲ, რომელი თავსა ზედა თჳსსა განევლთის, დაიჴსნას“. ; ვინაჲთგან უკუე იგინი ერთსა საქმესა ქადაგებდეს, უკუეთუმცა წინააღმდგომ ურთიერთას იყვნეს, ვითარმცა წარემართა ქადაგებაჲ იგი, ვითარ სარწმუნო იქმნა ყოველთა მიერ, ვითარ განჴდა ჴმაჲ მათი ყოველსა ქუეყანასა და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი, რომელთა-იგი მრავალნი მჴდომად აღუდგეს, მრავალნი დაჴსნად ისწრაფდეს, რამეთუ არა თუ ერთსა შინა ყურესა დაწერეს და დამალეს, არამედ შორის ყოვლისა სოფლისა განჰმარტეს აღწერილი მათი, და სასმენელად მტერთა მათთა და მბრძოლთა აღმოიკითხვოდა იგი, და ვერარაჲ ვინ ცთომაჲ ანუ ურთიერ-თას განწვალებაჲ შეჰჴადა, არამედ ყოველნივე იძლინეს მბრძოლნი მათნი, და სამართლად, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ იყო თანაშემწე და წინამძღუარ მათისა მის ქადაგებისა. და უკუეთუმცა არა ესე იყო, ვითარმცა უძლო მეზუერემან და მეთევზურმან და უსწავლელმან ესევით...

სრულად ნახვა