მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 12:24

23. და განუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: ნუუკუე ესე არს ძე დავითისი?24. ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა.25. იცოდნა იესუ ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცოს.
სახარებაჲ მათესი თავი 12
24. ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ჰრწმენა მისთჳს ჰურიათა, ვითარმედ ბრმაჲ იყო და აღიხილნა, ვიდრემდე მოუწოდეს მშობელთა მისთა“ (9,18).:

...წრაფდეს განცხადებად და გამობრწყინებად, ესრეთ იქმოდეს. რამეთუ პირველ ჰკითხეს მას, ვითარმედ: „ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ რაჲთამცა ბოროტი რაჲმე დასწამეს, ვითარცა სხუასა ადგილსა, ვინაჲთგან არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თქუეს, ვითარმედ: „ბელზებული-თა განასხამს ეშმაკთა“, ; ; ; და აქაცა, ვინაჲთგან არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თქუეს, ვითარმედ: „შაბათსა დაჰჴსნის“, და კუალად: „ცოდვილი არსო“.

ეჰა დაბრმობილნო! რაჟამს-იგი აღტყინებულ იყვენით გულისწყრომითა, არა გკითხა ყოველთა ზოგად, ვითარმედ: „ვინ თქუენგანი მამხილებს მე ცოდვისათჳს“? და ვითარ ვერარაჲ ვინ თქუა თქუენგანმან, ამხილა, რამეთუ: უკუეთუმცა გაქუნდა რაჲ სიტყუაჲ, არამცა დასდუმენით. და რომელთა-ეგე გესმა რაჲ, ვითარმედ: აბრაჰამისა პირველ არს, და გენება მისი ქვისა დაკრებაჲ2 და იტყოდეთ, ვითარმედ: „არა ღმრთისაგან არს“, და თავთა თქუენთა ღმრთისად სახელ-სდებდით კაცისმკლველნი ე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიჰხედა მას იესუ და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძჱ იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდჱ“ (1,42).:

...თეებისათა და გამოცხადებად მისა მცირედ-მცირედ წინაჲსწარმეტყუელებით; ეგრეთვე ნათანაელს ზედა ქმნა და კუალად დედაკაცსა მას ზედა სამარიტელსა, რამეთუ არა უდარჱს სასწაულთა განაკჳრვებენ კაცთა წინაჲსწარმეტყუელებანიცა; რამეთუ სასწაულნი მრავალგზის ურწმუნო-ყვნეს და იტყოდეს, ვითარმედ: „ბელზებულითა განასხამს ეშმაკთა“, ; ; ხოლო წინაჲსწარმეტყუელებისათჳს არარაჲ სადა თქუმულ არს ესევითარი. პეტრეს და ნათანაელს ზედა უკუე აჩუენა წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ხოლო ანდრიას და ფილიპეს ზედა არა, რამეთუ ანდრიას და მისთანასა მას აქუნდა სიმტკიცე იოვანეს წამებისაგან, და ფილიპეს კუალად ჰრწმენა, ჰხედვიდა რაჲ, მუნ მდგომარეთა ვითარ ჰრწმენა, არამედ პეტრეს უწინაჲსწარმეტყუელა და ჰრქუა: „შენ ხარ სიმონ იონაჲსი“. საცნაურისა მისგან უცნაური იგი სარწმუნო-უყო მას, რაჲთა ცნას, ვითარმედ რომელმან სახელი მამისაჲ ცნა, არამცა ყოფადიცა იგი იცოდაა? ესრეთ უკუე მარადის წინაჲსწარმეტყუელებათა მიერ იდიდების ღმერთი, რამეთუ ესე საქმჱ მარადის ღმრთისაჲ არს, რომლისაჲ ვერ ძალ-უც ეშმაკთა ბაძვად; დაღაცათუ ფრიად ისწრაფდენ სასწაულთათჳს, ნუუკუედა იქმოდიან უცნებითა, ხოლო წინაჲსწარცნობასა ყოლად ვერ შემძლებელ არია...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ, რამეთუ ხედვენ და არა ხედვენ, და ესმის და არა ესმის, არცა გულისჴმა-ყვიან. და აღესრულების მათ ზედა წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ. რამეთუ განზრქა გული ერისაჲ მის, და ყურითა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ, და განვკურნნე იგინი“ (13,13-15).:

...ხოლო ვინაჲთგან ნეფსითი იყო დაწუხვაჲ თუალთაჲ, ამისთჳს არა თქუა, თუ: არა ხედვენ, არამედ: „ხედვენ და არა ხედვენო“. რამეთუ მათისა უკეთურებისაგან იყო სიბრმე იგი.

ხედვიდეს განსხმასა ეშმაკთასა და იტყოდეს: „ბერზებულითა, მთავრითა ეშმაკთაჲთა, განასხამსო ეშმაკთა“. ; ესმოდა, ვითარ ღმერთსა შეაწყნარებდა მათ და დიდი იგი აქუნდა მისა მიმართ ერთობაჲ, და იტყოდეს: „ესე არა ღმრთისაგან არსო“. ვინაჲთგან უკუე კეთილსა ხედვიდეს და ესმოდა, და იგინი ბოროტსა იტყოდეს, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ხილვაჲცა იგი და სმენაჲ მიეღოს, რამეთუ არარას ერგების, არამედ უფროჲსად დასასჯელ არს მათა. რამეთუ არა ხოლო თუ ურწმუნო იყვნეს, არამედ წინა აღუდგებოდესცა და შეასმენდეს და მოკლვად განიზრახვიდეს.

რამეთუ თავადი პირველითგან არა ესრეთ ეტყოდა მათ, არამედ ფრიადითა განმარტებითა იყო სიტყუაჲ მისი, ხოლო ვინაჲთგან იგინი დრკუ იყვნეს და გულარძნილ, ამისთჳს იგავით იწყო სიტყუად. ხოლო რაჲთა ვერ თქუან, თუ ცუდად აბრალობს მათ, ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია მოიყვანა დამამტკიცებელად ამის სიტყჳსა და თქუა, ვითარმედ: „აღესრულების მათ ზედა წინაჲსწარმეტყუელებაჲ ესაიაჲსი: სმენით გესმოდის და არა გულ...

სრულად ნახვა