მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 12:27

26. და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკსა განჰჴდის, თავსა თჳსსა განევლთა; ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი?27. და უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისთჳს იგინივე მსაჯულ თქუენდა იყვნენ.28. უკუეთუ მე სულითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.
სახარებაჲ მათესი თავი 12
27. და უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისთჳს იგინივე მსაჯულ თქუენდა იყვნენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მოცემად იყო მორწმუნეთა მათ მისთა, რამეთუ არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ“ (7,39).:

...ეტყუელთა ქადაგეს პირველ, უკუეთუ სული წმიდაჲ არღა იყო მოცემულ? რამეთუ მოციქულნი ეშმაკ-თა მათ, რომელთა მაშინ განასხმიდეს, არა სულისა მიერ წმიდისა განასხმიდეს, არამედ ჴელმწიფებითა მით მის მიერ მოცემულითა, ვითარცა თავადი იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ, ძენი თქუენნი რომლითა განასხმენ ეშმაკთა?“ ; ხოლო ესე თქუა, რაჲთამცა მოასწავა, ვითარმედ არა სულისა მიერ განასხმიდეს უწინარეს ჯუარცუმისა, არამედ მისმიერითა მით ჴელმწიფებითა; და რაჟამს-იგი ეგულებოდა წარვლინებაჲ მათი ქადაგებად, მაშინ ეტყოდა მათ: „მიიღეთ სული წმიდაჲ“; და კუალად: „მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, მაშინ იქმოდეს სასწაულთა“.

ხოლო პირველ რაჟამს წარავლენდა მათ, არა წერილ არს, თუ: მისცა მათ სული წმიდაჲ, არამედ: „მისცა მათ ჴელმწიფებაჲო“ ; და ჰრქუა: „კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით, მკუდართა აღადგინებდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“. ხოლო წინაჲსწარმეტყუელთა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მიიღოს ჟამსა ამას და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“ (19,29).:

...ჰურიათა, ვითარმედ: ამისთჳს ვერ გურწმენა ქრისტე, რამეთუ შჯული ჩუენი გუაყენებდა და წესნი იგი მამულნი, მაშინ შემოვიდენ შორის მოციქულნი, რომელთა იგივე შჯული აქუნდა და იგივე წესნი და არავინაჲ დაიხრწინეს რწმუნებად ქრისტესა, და დასაჯნენ იგინი, ვითარცა იტყჳს სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „დამსჯელ თქუენდა იყვნენო იგინი“. თქუას ვინმე, ვითარმედ: და რაჲ დიდი სასყიდელი აღუთქუა ესე, უკუეთუ სწორად ნინეველთა და დედოფლისა მის სამხრისა მიეცემის მათ მისაგებელი? არამედ გულისჴმა-ყავ გამომე-ძიებელმან მან, ვითარმედ სხუანიცა მრავალნი კეთილნი აღუთქუნა მათ და არა თუ ესე ხოლო განუწესა მისაგებელად და სასყიდელად მათდა. გარნა აქაცა მებრ არარაჲ არს მსგავსებაჲ მოციქულთაჲ და ნინეველთაჲ, რამეთუ მათთჳს ესრეთ იტყჳს ლიტონად: „კაცნი ნინევისანი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დაშჯიდენ მას; და დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს საშჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასაჯოს იგი“; ხოლო მოციქულთათჳს არა ესრეთ თქუა, არამედ ეტყჳს: „რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ნათესავთა ისრაჱლისათა“. ამით გამოაჩინა, ვითარმედ ზიარ სუფევისა და დიდებისა მისისა ყოფად არიან, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ დავითმ...

სრულად ნახვა