...ი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა? და ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ კუალად თქუა ესაია: დაუბრმეს თუალნი მათნი, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, ვერცა გულისხმა-ყონ გულითა. ; ; ; ; (საქმე 28, 26-27); ესე თქუა ესაია, ოდეს იხილა დიდებაჲ მისი და მისთჳს იტყოდა“ (12,37-41). აჰა ესერა კუალად სიტყუაჲ ესე, ვითარმედ არა მიზეზისანი არიან, არამედ აღსასრულისანი, რამეთუ არა თუ, რომელ ესაია თქუა, თუ: „არა ჰრწმენეს“, ამისთჳს არა ჰრწმენა, არამედ ვინაჲთგან არა ეგულებოდა რწმუნებად, ამისთჳს თქუა ესაია. ხოლო რაჲ არს, რომელ მახარებელი არა ესრეთ იტყჳს, არამედ იტყჳს, თუ: ურწმუნოებაჲ წინაჲსწარმეტყუელებისაგან იყო და არა წინაჲსწარმეტყუელებაჲ - ურწმუნოებისაგან? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ თქუა ესაია“. რამეთუ ამას ადგილსა ჰნებავს გამოჩინებად უტყუველობასა მას წერილისასა, ვითარმედ რომელი-იგი თქუა, ყოველივე იქმნა. რაჲთა ვერვინ იტყოდის, თუ: რაჲსათჳს მ...
სახარებაჲ მათესი 13:1
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ღუაწლი ქალწულებისაჲ, და უჴმს კაცსა ღმრთისმიერი შეწევნაჲ. და არა თუ განჩინებულსა რასმე და იძულებითსა მოსაცემელსა მოასწავებს, რამეთუ მიეცემის მათ, რომელთაცა ენებოს. რამეთუ ოდეს წინამდებარე იგი საქმე დიდი იყოს, მარადის ესრეთ იტყჳს, ვითარცა თქუა სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „თქუენდა მოცემულ არს ცნობაჲ საიდუმლოთაჲ“. არა თუ სხუათა მათ არა მიეცემოდა, არამედ არა ინებეს მიღებად, ხოლო მოციქულნი წადიერ იყვნეს და გულმოდგინე, ამისთჳსცა მოეცა ღმრთის მიერ.
და კუალად, ოდეს გესმას სიტყუაჲ მოციქულისაჲ, ვითარმედ: „არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი რბის, არამედ რომელი ეწყალინ ღმერთსა“, ესრეთ გულისჴმა-ყავ სიტყუაჲ იგი: ვინაჲთგან არიან ვიეთნიმე მზუაობარ სათნოებათა თჳსთა ზედა, ვიდრეღა ყოველსა მას საქმესა კეთილისასა თავთა თჳსთა მიაჩემებენ და არა დამბადებელსა და მომნიჭებელსა კეთილისასა, ამისთჳს გუასწავებს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: იგი მებრ მოგონებაჲ კეთილისაჲ თუ სთქუა, საჴმარ არს ღმრთისა მიერ შეწევნაჲ, უფროჲსად გამორჩევაჲ კეთილისაჲ და შეყუარებაჲ ნიჭი არს კაცთმოყუარებისა ღმრთისაჲ. რამეთუ ჩუენიცა ნებაჲ საჴმარ არს და ღმრთისამიერიცა შეწევნაჲ, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „არა რომელსა უნებს“, ესე იგი არს, ვითარმედ წარმართე...
...მოვიდა სახლსა. და მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს: მითხარ ჩუენ იგავი იგი ღუარძლისაჲ მის და აგარაკისაჲ“ (13,36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალგზის ენების კითხვის და ვერ იკადრიან. ვინაჲ უკუე მოიგეს აწ კადნიერებაჲ? ესმა ზემო, ვითარ ეტყოდა მათ, ვითარმედ: „თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცა-თაჲსა“, და ამისთჳს შეჰკადრეს კითხვად. ხოლო თჳსაგან ჰკითხეს, - არა თუ ერსა მას ეშურებოდეს, არამედ სიტყუასა მეუფისასა აღასრულებდეს, რომელ თქუა, ვითარმედ: „მათა არა მიცემულ არს“, რამეთუ არცა ინებეს მიღებად, არცა სთხოეს. ხოლო რაჲსათჳს დაუტევეს იგავი იგი ცომისაჲ და მდოგჳსაჲ და ღუარძლისაჲ იკითხეს? ვითარცა უმეტესად სხუათასა ცხადთა და ადვილთა გულისჴმისსაყოფელად თანაწარჰჴდეს, ხოლო ესე იკითხეს, ვითარცა შემსგავსებული პირველთქუმულისა მის, რომელი თქუა თესლისა მისთჳს და მთესვარისა. ამისთჳსცა უფალმან განუმარტა მათ. ხოლო ვითარცა მრავალგზის მითქუამს, ვითარმედ იგავთაჲ არა ჯერ-არს შემდგომითი შემდგომად ყოველთა სიტყუათა თარგმანებად, რამეთუ ესრეთ თუ ვინ ებრძოდის, ცთომასა შთავარდების. არამედ ესე ჯერ-არს გულისჴმის-ყოფაჲ, თუ რომლისა პირისათჳს ითქუა, და მისი შეწყნარებაჲ გამოუწულილველად. რამეთუ იგავთა შინა მრავა...
...მათთაჲსა.
ჰხედავა, ვითარ კუალადცა შეაერთებს ძუელსა მას ახალსა თანა და გამოაჩინებს, ვითარმედ არა ხოლო თუ მეცნიერ იყვნეს წინაჲსწარმეტყუელნი ყოფადთა მათ, არამედ ფრიადცა სუროდა ხილვად. ხოლო ვინაჲთგან ესრეთ ყოვლით კერძო ნეტარებისა ღირს-ყვნა მოციქულნი, მერმე ჰრქუა მათ: „ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაჲ“; და განუმარტებს ყოველსა მას ზემოთქუმულსა: მოსწრაფებისათჳს და დაჴსნილობისა, საჴმართმოყუარებისათჳს და უპოვრებისა, მოშიშებისათჳს და სიმჴნისა.
და მერმე უჩუენნა სათნოებისა იგი თითოსახენი საზომნი, რამეთუ კაცთმოყუარებისა თჳსისათჳს არა ერთი გზაჲ გჳჩუენა სათნოებისაჲ, არცა თქუა: უკუეთუ ასეული ნაყოფი არა გამოიღოთ, არა შეგიწყნარებ, არამედ იტყჳს, ვითარმედ: სამეოცისაცა მომღებელი და ოცდაათისაჲცა შეწყნარებულ არს; რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარ ადვილ-ყო გზაჲ ცხორებისაჲ.
სწავლაჲ მე ვითარმედ ქველისსაქმე და ჭირვეულთა წყალობაჲ ქრისტესა მიიწევის
და შენცა, მორწმუნეო, ნუ სრულიად უნაყოფო იქმნები, არამედ უკუე-თუ ვერ ძალ-გიც ქალწულებაჲ, იქორწინე სიწმიდით; უკუეთუ ვერ იქმნები სრულიად უპოვარ, ნუ უდებ იქმნები ქველისსაქმისა მიცემად; უკუეთუ ვერ დაუტევებ ყოველსავე მონაგებსა შენსა ქრისტესთჳს, მიეც მას ზოგი საფასეთა შენთაჲ, ქმენ იგი თანამონაწილედ შენდა, რომელმან...