მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 13:2

1. მას დღესა შინა გამოვიდა იესუ სახლისა მისგან და დაჯდა იგი ზღჳს-კიდესა.2. და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა დგა.3. და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად.
სახარებაჲ მათესი თავი 13
2. და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა დგა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მას დღესა შინა გამოვიდა იესუ სახლისა მისგან და დაჯდა ზღჳსკიდესა. შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳსკიდესა დგა. და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით“ (13,1-3).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: დაჯდა ზღჳსკიდესა, რამეთუ ენება მონადირებაჲ კაც-თაჲ, ვითარცა მოასწავებს მახარებელი, ვითარმედ: ამისთჳს ზღჳსკიდედ მივიდა, რაჲთა შეკრებასა მას ერისასა არავინ დაუტეოს ზურგით კერძო, არამედ ყოველნი წინაშე პირსა მისსა იყვნენ. და ეტყოდა მათ იგავითო.

ხოლო მთასა მას ზედა ასწავლიდა რაჲ, არა იგავით ყო მოძღურებაჲ თჳსი, არამედ განმარტებულითა სიტყჳთა. ესე ამისთჳს, რამეთუ ერი ხოლო იყო მუნ და კრებული უმანკოჲ, ხოლო აწ აქა მრავალნი იყვნეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ამისთჳს იგავით ყო მოძღურებაჲ იგი თჳსი, რაჲთა უმეტესად საძიებელ იყოს მათ მიერ და უმეტესად შევიდეს გულად მათა და უმეტესად გამოუცხადოს საქმეთა მათ ძალი.

და იხილეთ, ვითარ წესიერად ყო განწესებაჲ იგი იგავთაჲ და, რომელიიგი პირველ ჯერ-იყო თქუმად, იგიცა თქუა:

მათეს სახარების განმარტება - თავი XIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
13:1-3 — მთესვარის იგავის შესავალი:

1-2. მას დღესა შინა გამოვიდა იესუ სახლისა მისგან და დაჯდა იგი ზღჳს-კიდესა. და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა დგა. - უფალი ნავში ჩაჯდა, რათა მსმენელები პირისპირ მდგარიყვნენ და ყველას მოესმინა მისი. იგი ზღვიდანაც მეთევზურობს და იჭერს მათ, ვინც მიწაზე იმყოფება.

3. და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: - უბრალო ხალხს მთაზე იგავთა გარეშე ეუბნებოდა, აქ კი, სადაც მზაკვარი ფარისეველნიც იყვნენ, იგავებით ეუბნება, რათა თუ ვერ გაიგებდნენ, კითხვები მაინც მიეცათ და ესწავლათ. მეორე მხრივ, რამდენადაც ისინი უღირსნიც იყვნენ, სწავლებას შეუფარავად ვერ შესთავაზებდა, რადგანაც არ არის ხომ საჭირო მარგალიტების დაყრა წინამე ღორთა. პირველად ისეთ იგავს ამბობს, რომელიც მსმენელს უფრო ყურადღებიანს ხდის.

ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად.- მთესველს თავის თავს უწოდებს, ხოლო თესლს - სიტყვას. გამოვიდა იგი არა რაღაც გარკვეული ადგილიდან, რადგანაც ყველგან იმყოფება, არამედ იმიტომაც ამბობს, გამოვიდაო, რომ ხორციელად უფრო მოგვიახლოვდა, და გამოვიდა, რა თქმა უნდა, მამის წიაღიდან. გამოვიდა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის