მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 13:14

13. ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ, რამეთუ ხედვენ და არა ხედვენ, ესმის და არა ესმის, არცა გულისჴმა-ყვიან.14. და აღესრულების მათ ზედა წინაწარმეტყუელებაჲ იგი ესაიაჲსი: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ.15. რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურთა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ, და მე განვკურნე იგინი.
სახარებაჲ მათესი თავი 13
14. და აღესრულების მათ ზედა წინაწარმეტყუელებაჲ იგი ესაიაჲსი: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ, რამეთუ ხედვენ და არა ხედვენ, და ესმის და არა ესმის, არცა გულისჴმა-ყვიან. და აღესრულების მათ ზედა წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ. რამეთუ განზრქა გული ერისაჲ მის, და ყურითა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ, და განვკურნნე იგინი“ (13,13-15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: უკუეთუ არა ხედვიდეს, აღხილვა ჯერ-იყო თუალთა მათთაჲ. ჰე, უკუეთუმცა ბუნებისაჲ იყო სიბრმე, ჯერ-იყო აღხილვაჲ; ხოლო ვინაჲთგან ნეფსითი იყო დაწუხვაჲ თუალთაჲ, ამისთჳს არა თქუა, თუ: არა ხედვენ, არამედ: „ხედვენ და არა ხედვენო“. რამეთუ მათისა უკეთურებისაგან იყო სიბრმე იგი.

ხედვიდეს განსხმასა ეშმაკთასა და იტყოდეს: „ბერზებულითა, მთავრითა ეშმაკთაჲთა, განასხამსო ეშმაკთა“. ; ესმოდა, ვითარ ღმერთსა შეაწყნარებდა მათ და დიდი იგი აქუნდა მისა მიმართ ერთობაჲ, და იტყოდეს: „ესე არა ღმრთისაგან არსო“. ვინაჲთგან უკუე კეთილსა ხედვიდეს და ესმოდა, და იგინი ბოროტსა იტყოდეს, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ხილვაჲცა იგი და სმენაჲ მიეღოს, რამეთუ არარას ერგების, არამედ უფროჲსად დასასჯელ არს მათა. რამეთუ არა ხოლო თუ ურწმუნო იყვნეს, არამედ წინა აღუდგებოდესცა და შეასმენდეს და მოკლვად განიზრახვიდეს.

რამეთუ თავადი პირველითგან არა ესრეთ ეტყოდა მათ, არამედ ფრიადითა განმარტებითა იყო სიტყუაჲ მისი, ხოლო ვინაჲთგან...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
13:10-15 — იგავებით სწავლების მიზეზი:

10-12. და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს. რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუს, მო-ვე-ეღოს მას. - ხედავდნენ რა, რომ იესოს ნათქვამში ბევრი რამ გაუგებარი იყო, მოწაფენი, როგორც ხალხზე საერთო მზრუნველნი, მასთან მივიდნენ და ჰკითხეს; ხოლო მან უთხრა: თქვენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ, ანუ რადგანაც თქვენ სურვილი და მისწრაფება გაქვთ, ამიტომაც მოგეცათ; ხოლო მათ, რომელთაც მისწრაფება არა აქვთ, არ მიეცემა, რამეთუ იღებს ის, ვინც ეძებს. უფალი ამბობს: ეძიებდით და მოგეცემათო თქვენ. დაუკვირდით, რომ იგავი, რომელიც აქ უფალმა თქვა, რადგანაც ეძიებდნენ, მხოლოდ მოწაფეებმა მიიღეს. ამიტომ კარგად ვამბობთ, რომ ცოდნა მიეცემა მას, ვისაც გულმოდგინება აქვს და გაუმრავლდება კიდეც. ხოლო ვისაც არც გულმოდგინება აქვს და არც შესაფერისი აზროვნება, ისიც წაერთმევა, რაც ეგონა, რომ ჰქონდა, ანუ უკეთუ ვინმეში სიკეთის მცირე ნაპერწკალი ბჟუტავს, ისიც ჩაუქრება, თუკი მას სულით არ გააღვივებს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაიმალა მათგან“ (12,36).:

...ი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა? და ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ კუალად თქუა ესაია: დაუბრმეს თუალნი მათნი, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, ვერცა გულისხმა-ყონ გულითა. ; ; ; ; (საქმე 28, 26-27); ესე თქუა ესაია, ოდეს იხილა დიდებაჲ მისი და მისთჳს იტყოდა“ (12,37-41). აჰა ესერა კუალად სიტყუაჲ ესე, ვითარმედ არა მიზეზისანი არიან, არამედ აღსასრულისანი, რამეთუ არა თუ, რომელ ესაია თქუა, თუ: „არა ჰრწმენეს“, ამისთჳს არა ჰრწმენა, არამედ ვინაჲთგან არა ეგულებოდა რწმუნებად, ამისთჳს თქუა ესაია. ხოლო რაჲ არს, რომელ მახარებელი არა ესრეთ იტყჳს, არამედ იტყჳს, თუ: ურწმუნოებაჲ წინაჲსწარმეტყუელებისაგან იყო და არა წინაჲსწარმეტყუელებაჲ - ურწმუნოებისაგან? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ თქუა ესაია“. რამეთუ ამას ადგილსა ჰნებავს გამოჩინებად უტყუველობასა მას წერილისასა, ვითარმედ რომელი-იგი თქუა, ყოველივე იქმნა. რაჲთა ვერვინ იტყოდის, თუ: რაჲსათჳს მ...

სრულად ნახვა