მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 13:43

42. და შესთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.43. მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!44. კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა დაფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარულითა მით მისთჳს წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი.
სახარებაჲ მათესი თავი 13
43. მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისაჲ არს. ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი. ხოლო მტერი იგი, რომელმან დას-თესა იგი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ; და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი. ვითარცა-იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ. რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და შეკრიბნეს სუფევისაგან თჳსისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უშჯულოებისანი და შესთხინეს იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილ-თაჲ. მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა ცათასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ (13,37-43).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ აწ კაცთმოყუარებაჲ მისი და კეთილის-ყოფად განმზადებულებაჲ და მტანჯველობისაგან უცხოებაჲ, რამეთუ ოდეს სთესვიდეს, თავით თჳსით სთესავს, ხოლო ოდეს ტანჯვაჲ ჯერ-იყოს უშჯულოებისა მოქმედთაჲ, ანგელოზთა მოავლენს. ხოლო რომელ-იგი თქუა, თუ: „მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე“, არა თუ ამას მოასწავებს, თუ ესოდენ ხოლო იყოს ბრწყინვალებაჲ მათი, არამედ ვინაჲთგან ჩუენ უბრწყინვალესი მზისაჲ სხუაჲ არარაჲ გჳხილავს, ამის-თჳს სახეთა მოიღებს ჩუენ მიერ საცნაურთა. ხოლო ვითარ სხუასა ადგილსა აწვე მოწევნასა მკისასა მოასწავებს, ვითარცა-იგი ჰრქუა მოციქულთა: „აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე“; და კუალად თქუა: „სამკალი ფრიად არს, და მუშაკნი მცირედ“. ვითარ უკუე მუნ აწვე მოწევნაჲ მკისაჲ და აქა მომავალსა მას ჟამსა გამოთქუა ყოფადი იგი? სხჳსა სახისათჳს იყო მუნ სიტყუაჲ, ვითარცა-იგი სხუასა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელმან სთესა, და სხუაჲ არს მომკალი“, და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
13:36-43 — ღვარძლის იგავის განმარტება:

36. მაშინ დაუტევა იესუ ერი იგი და მოვიდა სახლსა.- ხალხი მაშინ გაუშვა, როცა ნახა, რომ სწავლებისაგან სარგებლობას ეეღარ იღებდა. იგავებით ხომ იმიტომ ამბობდა, რომ კითხვები მიეცათ, მათ კი არც ამისთვის იზრუნეს და არც იმას შეეცადნენ, რამე გაეგოთ, ამიტომაც სამართლიანად გაუშვა ისინი.

და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰრქუეს: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი იგი ღუარძლისაჲ და აგარაკისაჲ. - მხოლოდ ამ იგავის შესახებ ეკითხებიან, რადგან სხვები მათ უფრო გასაგებად მიიჩნიეს. ღვარძლი ყველა ის სარეველაა, რომელნიც ხორბლის ყანაში ამოდიან: ჭიოტა, ცერცველა, გუდაფშუტა და სხვა.

37-42. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისაჲ არს;  ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი. ხოლო მტერი იგი, რომელმან დათესა იგი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ. და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი. ვითარცა იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ. რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და...

სრულად ნახვა
საუბარი 14. „და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა" (დაბ 2:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სულიერი საუნჯის ძიება:

...ილებით განმარტა, უთხრა, ვინ იყო კარგი თესლის მთესველი, რა იყო ველი, რა იყო ღვარძლი, ვინ დათესა ისინი, ვინ იყვნენ მომკელნი და რა იყო მოსავალი, — ყოველივე ეს ნათლად გაუხსნა () და თქვა: „მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა" (). არა იმიტომ, რომ მართლებს მხოლოდ ისეთი (როგორც მზის) ბრწყინვალება ექნებათ, — არა, ისინი გაცილებით მეტს მიიღებენ; არამედ ქრისტემ ასე თქვა იმიტომ, რომ ხილულ საგნებში უკეთესი ხატის პოვნა შეუძლებელი იყო. ამრიგად, როცა ამის მსგავსს რამეს მოვისმენთ, სიტყვებზე ნუ შევჩერდებით, არამედ გრძნობადი და ხილული საგნებიდან სულიერ საგანთა განსაკუთრებულ უპირატესობაზე ვასკვნათ. ხოლო თუ აქ შეიძლება დიდი სიამოვნებისა და უმაღლესი ტკბობის პოვნა, რადგან ეს საღვთო და სულიერი სიტყვებია და სულისთვის დიდი სულიერი სიხარულის მომტანია, მოვისმინოთ შემოთავაზებული დიდი მოშურნეობითა და მხურვალე გულისყურით, რათა, აქ ჭეშმარიტი სიმდიდრე მივიღოთ და ღვთისთვის სათნო სიბრძნისმოყვარეობისათვის მრავალი თესლი შევკრიბოთ, მათთან ერთად სახლში დავბრუნდეთ.

2. ადამის სამოთხეში დამკვიდრება (2:15)

მოვისმინოთ, რა იკითხებოდა დღეს. ოღონდ დაძაბეთ გონება, განიშორეთ გონების გაფანტუ...

სრულად ნახვა