...უკეთურთა და მიზეზისა მოწყუედად, ხოლო ოდეს იგიცა მოვიდეს და ქმნეს ესრეთვე და სწავლანი უმეტესნი და სასწაულნი დიდნი, მაშინ უმეტესისა საშჯელისა თანამდებ იქმნენ, რაჟამს ჰხედვიდენ, ვითარმედ იგი ყოველი სახელითა ჩემითა იქმნებოდის. რამეთუ აწ იტყჳან, ვითარმედ: „ხუროჲსა ძჱ არს, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით“; ; ; ხოლო რა-ჟამს იხილონ სახელითა ჩემითა უკეთურებისა დევნულებაჲ, ბუნებათა კურნებაჲ, ეშმაკთა სივლტოლაჲ, მაშინ რაჲ თქუან? რამეთუ წამა ჩემთჳს მამამან, წამოს სულმანცა, დაღაცათუ პირველცა წამა, არამედ აწცა წამოს „და ამხილოს სოფელსა ცოდვისათჳს“ (16,8). ესე იგი არს, ვითარმედ ყოველი მიზეზი მოუწყჳდოს და გამოაჩინოს, ვითარმედ შეუნდობელად ცოდეს, და დაამტკიცოს, ვითარმედ მე არასადა მიცოდავს; „და სიმართლისათჳს, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ, და არღარა მხედვიდეთ მე“ (16,10), ესე იგი არს, ვითარმედ: გამოაჩინოს უბიწოჲ იგი ცხორებაჲ ჩემი, რომლისა სახე არს მამისა მიმართ მისლვაჲ. რამეთუ ვინაჲთგან ჰურიანი იტყოდეს, ვითარმედ არა ღმრთისა მიერ და ცოდვილი არსო, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ ესეცა მიზეზი მოუწყჳდოს და ამისთჳსცა ამხილოს, რაჟამს მოვიდეს სული იგი წმიდაჲ და გამოაჩი...
სახარებაჲ მათესი 13:55
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...დაჰკრიბონ“ (8,57-59).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ აბრაჰამის უზეშთაესობაჲ გამოაჩინა? რამეთუ რომელსა უხაროდა ხილვად დღისა მისისა და დიდად უჩნდა ხილვაჲ მისი, საცნაურ არს, რამეთუ ვითარცა განმაცხოველებელისაჲ და ვითარცა უზეშთაესისაჲ აქუნდა დღჱ იგი, რამეთუ ვინაჲთგან იგინი იტყოდეს, ვი-თარმედ: „ხუროჲსა ძე არს“, და არარას სხუასა გულისხმა-ჰყოფდეს, ამისთჳს მცირედ-მცირედ აღიყვანებს მათ მაღლისა გონებისა მიმართ. ხოლო მათ რაჟამს ესმა, ვითარმედ არა იციან ღმერთი, არა ესრეთ განფიცხნეს, არამედ რაჟამს ესმა, ვითარმედ: „პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ“, განრისხნეს, ვითარმცა პატიოსნებაჲ მათი უჴმარქმნილ იყო, და ამისთჳს ქვასა დაჰკრებდეს მას. „იხილა დღჱ ჩემი და განიხარა“. - გამოაჩინებს, ვითარმედ არა უნებლიაჲთ მოვალს ვნებად, ვინაჲთგან აქებს მას, რომელმან ჯუარ-ცუმისა მისისა ხილვისათჳს განიხარა, რამეთუ ესე ცხორებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ იყო; ხოლო მათ ქვისა დაკრებაჲ ენება, ესრეთ მარადის მზა იყვნეს მოკლვად და თჳნიერ გამოძიებისა იქმოდეს საქმეთა მათ. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, თუ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვიყავ, არამედ: „მე ვარო“? ამისთჳს, რამეთუ ვითარცა მამამან ესე სიტყუაჲ იჴმარა, ვითარმედ: „მე ვარ, რომელი ვარ“, ე...
...); ; ხოლო მათ ვითარცა უყუარდა მარადის კაცობრივი და ამაოჲ საქმე, არა ენება ესე, რაჲთა ქრისტესა დაემორჩილნენ, არამედ უფროჲსად იოვანე აქუნდა დიდად, ხოლო ქრისტესთჳს იტყოდეს, ვი-თარმედ: „ძჱ არს ხუროჲსაჲ“, ; და ვითარმედ: „ნაზარეთით არს“, რომელი-იგი შეურაცხად აქუნდა; და ვითარმედ: „მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამსო“, ; ; რომელი-იგი იქმოდა ამას, რაჲთამცა იგინი მოიზიდნა, და რამეთუ არა ემოსა სამოსელი სტევისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ. ; და ამას ყოველსა უბადრუკნი იგი ვერ გულისხმა-ჰყოფდეს, არამედ შეურაცხად აქუნდა ქრისტე.
ხოლო რაჟამს იოვანე მარადის მისა მიმართ მიავლენდა მათ, და მათ სირცხჳლ-უჩნდა საქმე ესე და ენება, რაჲთამცა უფროჲსად იოვანე აქუნდა მოძღურად, ხოლო ცხადად ამისა თქუმად ვერ იკადრებდეს,...