მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 14:13

12. და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს და უთხრეს იესუს.13. ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან.14. და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი.
სახარებაჲ მათესი თავი 14
13. ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდა მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან“ (14,13).:

იხილეთღა, ვითარ ოდეს ესევითარი რაჲმე იქმნის, წარვიდის მიერ ადგილით. რამეთუ აჰა ესერა აღიღეს რაჲ მოწაფეთა იოვანესთა გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს, უთხრეს იესუს, განეშორა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა; და კუალად, „ოდეს ესმა, ვითარმედ იოვანე მიეცა საპყრობილედ, განეშორა მიერო და წარვიდა გალილეად“; და კუალად, იოვანეს თავსა წერილ არს: „ვითარცა გულისჴმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესუს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნა-თელ-სცემს, ვიდრე იოვანეს, დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად“. ესე ამისთჳს, რამეთუ უმრავლესთა საქმეთა მისთა კაცობრივისაებრ გონებისა და წესისა აღსრულებად ენება, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი გამოცხადებად ღმრთეებისა მისისა. ამისთჳს მოწაფეთაცა ეტყოდა არა თქუმად, ვითარმედ იგი არს ქრისტე, რამეთუ შემდგომად აღდგომისა ენება ცხადად ქადაგებაჲ და გამოჩინებაჲ ამის საიდუმლოჲსაჲ.

ხოლო წარ-რაჲ-ვიდა მიერ, არა მივიდა ქალაქად, არამედ უდაბნოსა ადგილსა ნავითა, რაჲთა არავინ შეუდგეს მას. ხოლო იხილეთ მოწაფეთაცა იოვანესთა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
14:13-21 — ხუთი ათასის დაპურება:

13. ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. - მიდის რა იესო იქიდან ჰეროდეს მიერ ჩადენილი მკვლელობის გამო, გვასწავლის, რომ საფრთხეში თავი აშკარად არც ჩვენ უნდა ჩავიგდოთ; ამასთან, მიდის იმიტომაც, რათა არ ეფიქრათ, რომ ხორცი მოჩვენებითად ჰქონდა შესხმული; რადგან უკეთუ ჰეროდე შეიპყრობდა და მის მოკვლას შეეცდებოდა, ხოლო თვითონ თავს საფრთხეს იმიტომაც გამოსტაცებდა, რომ ჟამი მისი სიკვდილისა ჯერ არ დამდგარიყო, არ ეფიქრათ მოჩვენება არისო. აი, ამიტომაც წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან, რათა იქ პურის სასწაული აღესრულებინა.

13-14. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან. და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი.- ხალხი რწმენას ამჟღაბნებს და განმარტოებულ იესოსთან მიდის, ამიტომაც, ვითარცა საზღაურს რწმენისათვის, კურნებას იღებს, და როცა მას, საკვების გარეშე, ფეხით მისდევს - ესეც რწმენისაგანაა.

15-16. და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის