თ ა რ გ მ ა ნ ი: დაღაცათუ მათ ფრიადი აჩუენეს გულსმოდგინებაჲ ძიებისა მისისაჲ, არამედ მისნი იგი მისაგებელნი ფრიად უაღრეს და უზეშთაეს იყვნეს. ამისთჳსცა მიზეზად კურნებისა მის წყალობაჲ თქუა მახარებელმან, წყალობაჲ სახიერებისაჲ. და განკურნნა სნეულნი მათნი და არავისგან ძებნა სარწმუნოებაჲ. რამეთუ დატევებაჲ იგი ქალაქთა მათ-თაჲ და ძიებაჲ მისი და სიყმილისაცა უგულებელს-ყოფაჲ მის თანა ყოფისათჳს - ესე ყოველი სარწმუნოებასა მოასწავებდა. ამისთჳსცა ეგულების უფალსა გამოზრდაჲცა მათი, არამედ მიელის, რაჲთა სხუანი ევედრნენ მას და მოაჴსენონ საქმე ესე. რამეთუ, ვითარცა ზემო ვთქუ, არა ენება თავით თჳსით ზედამისლვაჲ სასწაულთა საქმედ, არამედ რაჲთა სხუათა მიერ იწოდებოდის. ხოლო არავინ ერისა მისგან მოაჴსენა მას ნაკლულევანებაჲ იგი საზრდელისაჲ, რამეთუ ერიდებოდეს ფრიად, რომელნი მაშინ მუნ იყვნეს. და არა იყო მუნ ურცხჳნოთა და გამომცდელთაგანი ვინმე, არამედ ესევი-თარნი შეკრებულ იყვნეს, რავდენნი წადიერებითა ხილვისა მისისაჲთა არცა თუ ჭამისათჳს ზრუნვიდეს. და მოწაფეთაცა არავე ჰრქუეს, თუ: გამოზარდე ერი ესე, რამეთუ არა აქუს ჭამადი; რამეთუ ჯერეთ უმეცარ იყვნეს. ამისთჳსცა ესრეთ იტყჳს...
სახარებაჲ მათესი 14:14
13. ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან.14. და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი.15. და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი.
სახარებაჲ მათესი თავი 14