მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 14:20

19. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხა და განტეხა და მისცნა პურნი იგი მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას.20. და ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე.21. ხოლო იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა.
სახარებაჲ მათესი თავი 14
20. და ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი. ჰრქუა მათ იესუ: მომართუთ მე იგი აქა! და უბრძანა ერსა მას დასხდომად თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხნა, განტეხა და მისცა პური იგი მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას. ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე. ხოლო იყვნეს, რომელთა ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა“ (14,15-21).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: მოწაფენი მისნი დაღაცათუ მხილველქმნილ იყვნეს სასწაულთა მრავალთა, გარნა ჯერეთ სრული გულისჴმის-ყოფაჲ ძალისა მისისაჲ არა აქუნდა და არა მოელოდეს ესევითარისა მის სასწაულისა ქმნად, რამეთუ ვითარცა კაცსაღა ხედვიდეს, რამეთუ უძლურ იყვნეს გონები-თა. ხოლო უფალმანცა არა ჰრქუა, თუ: მე გამოვზარდნე იგინი, არამედ ჰრქუეს რაჲ მათ: „განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი“, მიუგო: „არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი“. რამეთუ უმეცარღა იყვნეს, ვითარცა მარკოზ იტყჳს, ვითარმედ: „ვერ გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი“. ამისთჳსცა ჰრქუა უფალმან: „მომართჳთ მე იგი აქა!“ რამეთუ დაღაცათუ უდაბნო არს ადგილი ესე, არამედ გამომზრდელი ყოვლისა სოფლისაჲ აქა ვარ; დაღაცათუ ჟამი გარდასრულ არს, არამედ უფალი ესე ჟამთაჲ გიბრძანებ. ხოლო იოვანე იტყჳს, ვითარმედ ქრთილისანი იყვნეს პურნი იგი. არა ცუდად გუაუწყებს ამას, არამედ რაჲთა ვისწაოთ მრავალსასყიდლისა ჭამადთა და მრავალფერთა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
14:13-21 — ხუთი ათასის დაპურება:

13. ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. - მიდის რა იესო იქიდან ჰეროდეს მიერ ჩადენილი მკვლელობის გამო, გვასწავლის, რომ საფრთხეში თავი აშკარად არც ჩვენ უნდა ჩავიგდოთ; ამასთან, მიდის იმიტომაც, რათა არ ეფიქრათ, რომ ხორცი მოჩვენებითად ჰქონდა შესხმული; რადგან უკეთუ ჰეროდე შეიპყრობდა და მის მოკვლას შეეცდებოდა, ხოლო თვითონ თავს საფრთხეს იმიტომაც გამოსტაცებდა, რომ ჟამი მისი სიკვდილისა ჯერ არ დამდგარიყო, არ ეფიქრათ მოჩვენება არისო. აი, ამიტომაც წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან, რათა იქ პურის სასწაული აღესრულებინა.

13-14. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან. და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი.- ხალხი რწმენას ამჟღაბნებს და განმარტოებულ იესოსთან მიდის, ამიტომაც, ვითარცა საზღაურს რწმენისათვის, კურნებას იღებს, და როცა მას, საკვების გარეშე, ფეხით მისდევს - ესეც რწმენისაგანაა.

15-16. და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის