მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 16:13

12. მაშინ გულისჴმა-ყვეს, რამეთუ არა ჰრქუა მათ კრძალვაჲ ცომისაგან პურისა, არამედ მოძღურებისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.13. მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად?14. ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლის-მცემელი, რომელთამე ელია და სხუათა იერემია გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.
სახარებაჲ მათესი თავი 16
13. მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად?“ (16,13).:

რაჲსათჳს თქუა სახელიცა აღმაშენებელისაჲ ქალაქისა მის? ამის-თჳს, რამეთუ არს სხუაჲცა კესარიაჲ, რომელსა ეწოდების სტრატონისაჲ, ხოლო აწ უფალი კესარიასა მას მეორესა მივიდოდა. ამისთჳს თქუა კესარია ფილიპესი. რამეთუ ენება რაჲ უფალსა კითხვად მოწაფეთა თავისა თჳსისათჳს, შორს განიყვანნა ჰურიათაგან, რაჲთა ადგილითცა და გონებით განეშორნენ მათგან და ეგრეთ მიუთხრან კეთილი იგი აღსაარებაჲ. და რაჲსათჳს პირველადვე არა ჰკითხა, თუ: „თქუენ ვინ გგონიე?“ არამედ ესრეთ ჰრქუა: „რაჲ თქჳან ჩემთჳს კაცთა?“ ესე ამისთჳს, რაჲთა პირველად სხუათაჲ მათ უგულისჴმოებაჲ გამოჩნდეს და მერმე მეორედითა კითხვითა აღიყვანნეს იგინი მაღალსა მას გულისჴმის-ყოფასა. ამისთჳს არა წინაუყო სიტყუაჲ ესე დასაბამსა ქადაგებისა თჳსისასა, არამედ შემდგომად მრავალთა მათ სასწაულთა და მრავალთა მათ სწავლათა, რომელნი მიუთხრნა და თჳსი იგი მამისა თანა ერთობაჲ გულისჴმა-უყო, მერმეღა კითხვაჲ ესე წინაუყო. და არა ჰრქუა, თუ: რაჲ თქჳან ჩემთჳს მწიგნობართა და ფარისეველთა? არამედ ერისა მის მრავლისა სიტყუაჲ ჰკითხა: „რაჲ თქჳანო ჩემ-თჳს კაცთა?“ რამეთუ დაღაცათუ მათიცა გულისსიტყუაჲ ჭეშმარიტისა მის გულისჴმის-ყოფისაგან ფრიად...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
16:13-16 — პეტრეს აღსარება:

13. მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად? - მათე ფილიპეს იმიტომ უმატებს, რომ არსებობდა სხვა კესარიაც - სტრატონისა, მაგრამ უფალი არა იქ, არამედ ამ კესარიაში ეკითხება მათ. მოწაფენი მას იუდეველთაგან შორს მიჰყავს, რათა ისე, რომ შიში არავისი ჰქონდეთ, გულახდილად უპასუხონ. უწინარესად იგი კითხულობს, როგორია ხალხის აზრი, რათა მათი შეგნება აამაღლოს და მრავალთა მსგავსად გონებრივად არ დაქვეითდნენ. ის კი არ უკითხავს, ვინ ვგონივარ მე ფარისევლებსო, არამედ ადამიანებსო, რომლებშიც წრფელ ხალსს გულისხმობს.

14. ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლის-მცემელი, რომელთამე ელია და სხუათა იერემია გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი. - ვინც მას იოვანეს უწოდებდა, ისინი იყვნენ, რომელნიც, მსგავსად ჰეროდესი, ფიქრობდნენ, რომ აღდგომის შემდეგ იოვანემ ეს ნიჭიც - ნიჭი სასწაულთქმედებისა შეიძინა. სხვანი ელიას უწოდებდნენ, რადგან ამხელდა და კიდევ იმიტომაც, რომ მის მოსვლას ელოდებოდნენ; მესამენი - იერემიას, რადგან მისი სიბრძნე ბუნებრივი იყო და არა ნასწავლი, ისევე როგორც იერემიაც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტჱსთჳს, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი. ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა? (ფსალმ. 109,1) უკუეთუ დავით უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?“ (22,41-45).:

...ომ შჯულისა არს და ცუდად ჰყოფს თავსა თჳსსა სწორ ღმრთისა. ამისთჳს პირველითგან ესე სიტყუაჲ დაიდუმა. და აწ, შემდგომად დიდთა მათ და მრავალთა სასწაულთა, ჰკითხა სიტყუაჲ ესე, რაჲთა აღიარონ მათ თჳსითა პირითა, ვითარმედ ღმერთი არს, თანასწორი მამისაჲ.

პირველად უკუე მოწაფეთა ჰკითხა, ვითარმედ: „რასა იტყჳან კაცნი ჩემთჳს?“ ანუ „თქუენ ვინ გგონიე მე?“ რამეთუ კეთილ და შუენიერ იყვნეს გონებანი მათნი და არა დაბნელებულ არმურითა მით ვნებათაჲთა. ამისთჳსცა პირ ექმნა ყოველთა ნეტარი პეტრე და ჰრქუა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“.

ხოლო ჰურიათა მიმართ უკეთურთა არა ესრეთ ყო, რამეთუ იცოდა მგმობარი იგი გონებაჲ მათი, არამედ აწ, ოდეს-იგი მივიდოდა ვნებად, შემოიღო სიტყუაჲ ესე და წინაჲსწარმეტყუელი შორის წარმოადგინა, რომელი-იგი უფლით ხადის მას და ჴმამაღლად ქადაგებს. პირველად უკუე მათ ჰკითხა, და ვინაჲთგან ჭეშმარიტი არაჲ მიუგეს, არამედ თქუეს კაცად ლიტონად, განჰმართებს ცთომილსა მას გულისსიტყუასა მათსა. ამისთჳს დავითს მოიყვანებს მქადაგებელად ღმრთეებისა მისისა და უფლებისა, და ვითარმედ ძე არს თანასწორი და თანამოსაყდრე მამისაჲ; და ესეცა შეს-ძინა: „ვიდრემდის დავსხნე...

სრულად ნახვა