თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: არა თუ უწყალოებისა თქუენისათჳს გეტყჳ ესრეთ, არამედ რომელ-იგი ფრიად მეწყალით და მიყუართ. რამეთუ მამასაცა რომელი უყუარნ შვილი, სწავლინ და კეთილსა ზედა აიძულებნ. უკუეთუ არა ესრეთ იქმოდის, უფროჲსღა სძულს მას შვილი იგი და არა უყუარს. და ერისთავმან უკუეთუ ჟამსა ბრძოლისასა მჴედარნი თჳსნი შეაყენნეს სახლსა, დაუგოს ტაბლაჲ და ასუმიდეს ღჳნოსა სიმთრვალედ, იგი არა მოყუარე არს მათი, არამედ წარმწყმედელი, რამეთუ მოვიდიან მბრძოლნი და პოვნიან იგინი განუმზადებელად, და არასადაჲთ გამოჩნდის ახოვნებაჲ მათი.
ამისთჳსცა, რაჲთა არა ესევითარი შეგემთხჳოს თქუენ, ჯერ-არს სამარადისოჲსა სიკუდილისა მიმართ განწყობაჲ თქუენი, რამეთუ აწცა ბრძოლაჲ ეგულების მოსლვად სასტიკი. ნუმცა ვინ უკუე მოწაფეთა ჩემთაგანი უდებებით იქცევის, არამედ განვედინ ბრძოლად; უკუეთუ ბრძოლასა მას შინა მისცეს სული თჳსი სიკუდილად, და იგიცა, რომელი ყოველთა უპატიოსნეს არს მისა, ჩემისა სიყუარულისათჳს წარიწყმიდოს და ჴელთა სიკუდილისათა მისცეს, მაშინღა აცხოვნოს იგი სრულიად.
რამეთუ უკუეთუ ბრძოლათა მათ შინა სოფლიოთა რომელი განმზადებულ...