მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 17:12

11. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი.12. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა. და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულების ვნებად მათგან.13. მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანე ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ.
სახარებაჲ მათესი თავი 17
12. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა. და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულების ვნებად მათგან.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რავდენი უნდა. ეგრეთცა ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ვნებად მათგან. მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანეს ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ“ (17,12-13).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: დღითი-დღე აღორძნდებოდა მათ შორის გულისჴმისყოფაჲ და მეცნიერებაჲ. ამისთჳსცა კეთილად გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ „იოვანეს ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ“. რამეთუ მოიჴსენეს სიტყუაჲ მისი, რომელი სხუასა ადგილსა ჰრქუა მათ, ვითარმედ: „იგი არს ელია, რომელი მომავალ არს“, ვითარმედ იოვანე მსგავს არს მომავალისა მის ელიაჲსა. ხოლო ესე ნუ ცთომილად ვის ჰგონიეს სიტყუაჲ, რომელ ოდესმე იტყჳს, ვითარმედ: „ელია მოვიდეს“, და კუალად იტყჳს: „ელია აწვე მოვიდა“. რამეთუ ოდეს თქუას, თუ: „ელია მოვიდეს და კუალადაგოს ყოველი“, ელიას თეზბელსა იტყჳს; ხოლო ოდეს თქუას, თუ: „ელია აწვე მოვიდა“, იოვანეს იტყჳს ნათლისმცემელსა, რომელსაცა ერთობისა მისთჳს მსახურებისა ელიად სახელ-სდებს. ესე იგი არს, ვითარცა იგი მეორისა მის მოსლვისა ყოფად არს წინამორბედ, ეგრეთვე ესე პირველისა ამის იქმნა წინამორბედ. და კუალად, რაჲთა ამით სახითა აჩუენოს, ვითარმედ ახალი ესე შჯული და ძუელი ერთსა ზედა ქადაგებასა ურთიერთას ეწამებიან. ამისთჳს იტყჳს: „ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რავდენი უნდა“. ესე იგი არს: საპყრობილედ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
17:10-13 — ელიას მოსვლა და იოანე წინამორბედი:

10. და ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა და ეტყოდეს: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ალიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ? - ატყუებდნენ რა ხალხს, მწიგნობარნი ამბობდნენ, რომ იგი ქრისტე არ იყო, რადგან რომ იყოს, მაშინ ჯერ ელია მოვიდოდაო. მათ არ იცოდნენ, რომ ქრისტეს ორი მოსვლა არსებობს, რომელთაგან პირველის წინამორბედი იოვანეა, ხოლო მეორესი - ელია. ამას თვითონ იესო განუმარტავს მოწაფეებს; აბა, მოუსმინე:

11-13. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა. და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულების ვნებად მათგან. მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანე ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ. - როცა ამბობს, რომ პირველად ელია უნდა მოვიდეს, აჩვენებს, რომ ჯერ არ მოსულა და მოვა, ვითარცა წინამორბედი მეორედ მოსვლისა, და ყველა ებრაელს, რომელიც მას მოუსმენს, ქრისტეს სარწმუნოებაზე დაადგენს, ვითარცა მამისეულ მემკვიდრეობაში, რომელსაც ისინი დიდი ხანია მოაკლდნენ. ხოლო როცა ამბობს, რომ ელია უკვე მოვიდა, იოვანე წინამორბედზე მიანიშნებს. მათ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის