მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 17:11

10. და ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა და ეტყოდეს: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ალიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?11. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი.12. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა. და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულების ვნებად მათგან.
სახარებაჲ მათესი თავი 17
11. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ელია მოვიდეს და კუალადაგოს ყოველი“ (17,11).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს „ყოველი“ იგი, რომელსა კუალადაგებს? ესე იგი არს, რომელსა პირველვე იტყოდა მალაქია წინაჲსწარმეტყუელი და თქუა: „აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ ელია თეზბელი ვიდრე მოსლვადმდე დღისა უფლისა დიდისა და განჩინებულისა, რომელმან მოაქციოს გული მამისა ძისა. ნუუკუე მოვიდე და მოვსრა ქუეყანაჲ ერთბამად“. (მალ. 4, 5-6)

ჰხედავა უცთომელობასა საწინაჲსწარმეტყუელოჲსა მის სიტყჳსასა? ვინაჲთგან იოვანეს ელია უწოდა ქრისტემან ზიარებისათჳს მსახურებისა მათისა, რაჲთა არა ჰგონებდეს ვინ, თუ წინაჲსწარმეტყუელიცა იოვანეს-თჳს იტყჳს, ამისთჳს მამულიცა ქუეყანაჲ მისი თქუა: „ელია თეზბელი“, რამეთუ იოვანე არა თეზბელი იყო.

და კუალად სხუაცა სასწაული თქუა ელიაჲს მოსლვისაჲ: „ნუუკუე მოვიდე და მოვსრა ქუეყანაჲ ერთბამადო“. ამით სიტყჳთა მეორე იგი საშინელი მოსლვაჲ მისი მოასწავა, რამეთუ პირველსა მას მოსლვასა არა მოსრვად ქუეყანისა მოვიდა, ვითარცა თავადი იტყჳს, ვითარმედ: „არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა ცხონდეს სოფელი მის მიერ“.

ხოლო მეორესა მას მოსლვასა განსჯად და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
17:10-13 — ელიას მოსვლა და იოანე წინამორბედი:

10. და ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა და ეტყოდეს: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ალიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ? - ატყუებდნენ რა ხალხს, მწიგნობარნი ამბობდნენ, რომ იგი ქრისტე არ იყო, რადგან რომ იყოს, მაშინ ჯერ ელია მოვიდოდაო. მათ არ იცოდნენ, რომ ქრისტეს ორი მოსვლა არსებობს, რომელთაგან პირველის წინამორბედი იოვანეა, ხოლო მეორესი - ელია. ამას თვითონ იესო განუმარტავს მოწაფეებს; აბა, მოუსმინე:

11-13. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა. და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულების ვნებად მათგან. მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანე ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ. - როცა ამბობს, რომ პირველად ელია უნდა მოვიდეს, აჩვენებს, რომ ჯერ არ მოსულა და მოვა, ვითარცა წინამორბედი მეორედ მოსვლისა, და ყველა ებრაელს, რომელიც მას მოუსმენს, ქრისტეს სარწმუნოებაზე დაადგენს, ვითარცა მამისეულ მემკვიდრეობაში, რომელსაც ისინი დიდი ხანია მოაკლდნენ. ხოლო როცა ამბობს, რომ ელია უკვე მოვიდა, იოვანე წინამორბედზე მიანიშნებს. მათ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის