მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 17:23

22. და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ეგულების ძესა კაცისასა მიცემად ჴელთა კაცთასა,23. და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად.24. და ვითარცა მოვიდეს იგინი კაპერნაუმდ, მოუჴდეს მას, რომელნი-იგი დიდრაქმასა შეჰკრებდეს, და ჰრქუა პეტრეს: მოძღუარმან თქუენმან არა მოგუცესა ხარკი?
სახარებაჲ მათესი თავი 17
23. და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ჯერ-არს ძჱ კაცისაჲ მიცემად ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად“ (17,22-23).:

პირველ ამისა, აბრალა რაჲ პეტრე სიტყჳსა ამისთჳს, ფრიად შეჰრისხნა მას. და კუალად მოსე და ელია მთასა ზედა ვნებისა მისისათჳს იტყოდეს და საქმესა მას დიდებად უწოდეს, და მამამან ზეცით წამა ძე იგი საყუარელი, და სასწაულნი ესოდენნი აღესრულნეს, და აღდგომისა ქადაგებაჲ ესმა; და ამას ყოველსა ზედა ესმა რაჲ ვნებისა მისისათჳს, შეწუხნეს ფრიად. ხოლო ესე ამისთჳს იქმნა, რამეთუ ჯერეთ უმეცარ იყვნეს ყოფადთა მათ საქმეთა, ვითარცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას და ეშინოდა კითხვად მისა“; და ლუკა იტყჳს: „ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას ზედა, და იყო დაფარულ მათგან, რაჲთა ვერ გულისჴმა-ყონ იგი, და ეშინოდა მათ კითხვად მისა სიტყჳსა ამისთჳს“.

ხოლო უმეცარ თუ იყვნეს, რაჲსათჳს შეწუხნეს? გარნა არა ყოველსავე იყვნეს უმეცარ. ესე ესმოდა, ვითარმედ ჯერ-არს მიცემად მისა „ჴელთა კაცთაჲსა, და მოკლან იგი“, და ამას გულისჴმა-ჰყოფდეს, ხოლო უმეცარ იყვნეს, თუ სიკუდილმან მისმან დაჰჴსნას ძალი სიკუდილისაჲ და შემუსრნეს ბჭენი ჯოჯოხეთისანი და განათავისუფლნეს კაცნი...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
17:22-23 — ქრისტე წინასწარ აუწყებს ვნებასა და აღდგომას:

22-23. და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ეგულების ძესა კაცისასა მიცემად ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად. - ხშირად წინასწარ საუბრობს მომავალ წამებაზე, რათა არ ეფიქრათ, რომ იგი თავისი ნების საწინააღმდეგოდ ეწამებოდა და კიდევ იმიტომ, რომ შეჩვეოდნენ და როცა ეს ჟამი დადგებოდა, არ შემკრთალიყვნენ. მაგრამ სამწუხაროს სასიხარულოსაც ურთავს, სახელდობრ, რომ აღდგება.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ვერ გულისხმა-ყვეს მოწაფეთა მისთა, თუ მის-თჳს წერილ იყო“ (12,16).:

...ლი სიტყუაჲ იგი“, ; (18,34) და არა იცოდეს, ვითარმედ ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ, არამედ ესე სამართლად დაფარულ იყო, რამეთუ უზეშთაეს იყო საზომსა მათსა, ვითარცა სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „ესმა რაჲ თითოეულსა, შეწუხნეს და შეურვებულ იყვნეს“. ; (26,22) არამედ სიტყუაჲ ესე, კარაულისათჳს თქუმული, რად არა გამოეცხადა? რამე-თუ ესეცა დიდ იყო და უზეშთაეს მათისა საზომისა. ხოლო იხილე სიბრძნისმოყუარებაჲ ესე მახარებელთაჲ, ვითარ ყოლადვე არა ჰრცხუენის მათისა მის პირველისა უმეცრებისა გამოცხადებად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ წერილ იყო, ხოლო ესე არა იცოდეს, „თუ მისთჳს იყო წერილ“, რამეთუ უკუეთუმცა პირველითგან ეცნა ყოველივე, ვითარ მიეცემოდა და ჯუარს-ეცუმოდა, და-მცა-ბრკოლებულ იყვნეს, რამეთუ იგინი პირველითგან მისსა მეფობასა მოელოდეს აქავე, და სიტყუასა მას მეფობისასა ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფად.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ერი იგი ეწამებოდა, ვითარმედ აღადგინა ლაზარე მკუდრეთით“ (12,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ არამცა მოქცეულ იყვნეს მისა ესეოდენ მეყსა შინა, უკუეთუმცა არა ჰრწმენა სასწაულისა მის მიერ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ფარისეველთა მათ ჰრქუეს: ჰხედავთა, რ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა აღვიდოდა იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: აჰა ესერა აღვალ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს“ (20,17-19).:

...ედ იყო სიტყუაჲ იგი დაფარულ მათგან, და არა იცოდეს თქუმული იგი“. უკუეთუ არა იცოდეს თქუმული იგი, რაჲ სარგებელ ეყოფოდა, ანუ ვითარ დაეჩუეოდეს გონებანი მათნი, ვითარცა ზემო ვთქუ, ანუ ვითარ შეწუხნებოდეს, უკუეთუ არაჲ იცოდეს? რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „შეწუხნეს ფრიად“; და პეტრე ვითარ ეტყოდა: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ესე“?3 რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამის ყოვლისათჳს? მე ამას ვიტყჳ, ვითარმედ ესე იცოდეს, თუ სიკუდილი ეგულების, დაღაცათუ სრულიად არა უწყოდეს საიდუმლოჲ იგი განგებულებისაჲ მის, ხოლო აღდგომაჲ და დაჴსნაჲ სიკუდილისაჲ და შემუსრვაჲ ჯოჯოხეთისაჲ და აღმაღლებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ და სხუანი იგი დიდებულებანი, რომელნი ქმნნა უფალმან ვნები-თა და სიკუდილითა თჳსითა, არა უწყოდეს კეთილად, და ესე იყო მათგან დაფარულ, და ამისთჳს მწუხარე იყვნეს. რამეთუ ესე ასმიოდა, ვითარმედ მკუდარნი აღადგინნეს ელია და ელისე, და უფლისაგანცა ეხილვა, ხოლო ესე არასადა ასმიოდა, არცა ეხილვა, თუ თავი თჳსი ვინ მკუდრეთით აღადგინა აღდგომითა ესევითარითა, რომელ არღარამცა მოკუდა. ესე იყო დაფარულ მათგან და ვერ გულისჴმა-ჰყოფდეს, ამისთჳსცა განკჳრვებულნი შეუდგეს; და არა ზემოთქუმულთა ამათთჳს ხოლო განკჳრვებულ იყვნეს, არამედ ვნებისათჳსცა მ...

სრულად ნახვა