მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 17:9

8. და აღ-რაჲ-იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ.9. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს.10. და ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა და ეტყოდეს: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ალიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?
სახარებაჲ მათესი თავი 17
9. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა იესუ სახლსა პეტრესსა და იხილა სიდედრი იგი მისი, დავრდომილი ჴურვებითა. და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი მჴურვალებამან, აღდგა და ჰმსახურებდა მას“ (8,14-15).:

...ვლადვე ესრეთ განსაკჳრვებელად ქმნაჲ სასწაულთაჲ, რამეთუ ჯერეთ შეჰგვანდა მიფარვითრე ქმნაჲ, და უფროჲსად მოწაფეთა წინაშე, რომელნი-იგი დიდებულებასა მისსა ყოველთა მიუთხრობდეს. და ესე საცნაურ არს, ვითარ იგი გარდამოვიდოდა რაჲ თაბორით, ამცნო და ჰრქუა: „ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრე-თით აღდგეს“.

„და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი მჴურვალებამან, აღდგა და ჰმსახურებდა მას“. მასვე წამსვე, შე-რაჲ-ახო, არა თუ მჴურვალებამან ხოლო დაუტევა, არამედ ესრეთ სრული სიმრთელე მიიღო, რომელ აღდგა და ჰმსახურებდა, რომელსა ვერ ჴელ-ეწიფების ყოვლისა სოფლისა მკურნალ-თა ქმნად; რამეთუ უწყით, ვითარ შემდგომად დაცხრომისა მჴურვალებისა მრავალ დღე უძლურებაჲ იგი ჰქენჯნინ გუამსა, ვიდრემდის ნელიად-ნელიად სიმრთელედ და ძალად მოვიდის. ხოლო მაშინ ყოველივე ერთბამად იქმნა, და არა დედაკაცსა მას ზედა ხოლო, არამედ ზღუასაცა შეჰრისხნაო და მეყსეულად იქმნა დაყუდებაჲ დიდი, რომელ-ესე არა ბუნებითი არს, რამე-თუ აღიძრის რაჲ ქართა მიერ ზღუაჲ, დაღაცათუ ქარი დასცხრის, არამედ ესრეთ მსწრაფლ არა დაყუდნის; ხოლო ქრისტეს მიერ ქმნილნი სასწაულნი ყოველნივე უაღრეს ცნობისა იყვნეს და უზეშთაეს ბუნებისა. ამისთჳს აქაცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „მეყსეულად აღდგა და ჰმსახურებდა მას“.

#...

სრულად ნახვა