მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 18:23

22. ჰრქუა მას იესუ: არ გეტყჳ შენ ვიდრე შჳდ-გზისამდე, არამედ ვიდრე სამეოც და ათ შჳდ-გზის.23. ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა.24. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანა-მდები ბევრისა ტალანტისაჲ.
სახარებაჲ მათესი თავი 18
23. ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პა ძჳრუჴსენებლობისათჳს:

...ქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“.

ისმინე კუალად იგავიცა იგი, რომელსა თანაედვა ბევრი შანთი და მიუტევა მეუფემან, ხოლო მან თჳსითა მით უგუნურებითა არა ინება მოყუსისადა სულგრძელ-ყოფად. ამისთჳს განაახლა თავსა ზედა თჳსსა რისხვაჲ იგი მეუფისაჲ.

რამეთუ ესეცა საცნაურ არს, ვითარმედ უკუეთუ ვისმე ჰრისხვიდეს ღმერთი და მოაწიოს მის ზედა სატანჯველი რაჲმე ამასვე სოფელსა, უკუეთუ ვინმე მოხარულ იყოს საქმესა მას ზედა, განურისხდების, დაღაცათუ სამართლად იტანჯების იგი ვინმე. არამედ შენ, კაცო, არა გიჴმს სიხარული ამას ზედა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ვაჲ მათდა, რამეთუ არა ელმოდა შემუსრვილებაჲ იგი იოსებისი“, ესე იგი არს, ტომთა მათ მის-თაჲ, რამეთუ იგინი ღმრთისა განგებითა იტანჯებოდეს. არამედ ესევითარ-თაჲცა ჰნებავს, რაჲთა გუეწყალოდინ ჩუენ და მათ თანა გუელმოდის.

აწ უკუეთუ მათი არა ჯერ-არს ზედადართვაჲ, რომელთა ღმერთი სტანჯვიდეს, არამედ უფროჲსად წყალობაჲ, რავდენ უფროჲსად მათი ჯერ-არს წყალობით შენდობაჲ, რომელთა ჩუენ შეგუცოდონ. რამეთუ ესე არს სასწაული სიყუარულისაჲ - მიტევებაჲ ბრალთა მოყუსისათა.

რამეთუ ვითარცა ღებილი იგი არს ყოველთა უპატი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“ (6,12).:

...(მათ. 6,14-15)

და კუალად სხუასა ადგილსა იგავით იტყჳს მეუფესა მას, რომელსა წარმოუდგინეს თანამდები იგი ბევრეულისა შანთისაჲ. და შეუნდო მას, რა-ჟამს დავარდა და ევედრებოდა; და მერმე, ექმნა რაჲ იგი უწყალო მოყუასსა თჳსსა, კუალად განურისხდა მეუფე და მისცა ჴელთა მტანჯველთასა.

და ესრეთ საცნაურ არს, ვითარმედ დიდად სათნო არს ღმრთისა მიტევებაჲ მოყუსისა ბრალთაჲ, ვიდრეღა ჩუენ გუყოფს უფალ შენდობისა ცოდვათა ჩუენთაჲსა მოღებად მის მიერ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ესრეთ განგიკითხავ მე, ვითარცა შენ ჰყო თავისა შენისათჳს განჩინებაჲ; უკუეთუ მიუტეო ბრალი მოყუასსა შენსა, მიიღო ჩემ მიერცა მიტევებაჲ ცოდვათა შენთაჲ.

აწ უკუე შენსა ჴელმწიფებასა შინა არს აჴოცაჲ ცოდვათა შენთაჲ, გინა თუ უმტკიცესად დაწერაჲ მათი. ისმინეთ ესე, და კაცად-კაცადმან მიუტევენ ყოველი ბრალი და ყოველი თანანადები მოყუსისაჲ, რაჲთა მანცა პოოს მოტევებაჲ თჳსთა მათ თანანადებთაჲ.

და აწ იხილე, კაცო, ვითარ არა სწორ არს ორივე ესე: რამეთუ შენ, მიუტევო თუ თანანადები, გიჴმს უმრავლესისა მოტევებაჲ, და არა უსასყიდლო არს შენი ეგე საქმე, არამედ მცირედითა მრავალსა მოიყიდი; ხოლო ღმერთსა არარაჲ უჴმს შენგან, არამედ უსასყიდლოდ მოგმადლებს მოტევებასა ცოდვათასა. კუალად, შენ...

სრულად ნახვა