თ ა რ გ მ ა ნ ი: აღამაღლებს სიტყუასა მას ქალწულებისასა და გამოაჩინებს, ვითარმედ დიდი საქმე არს, რაჲთა ესრეთ მოიზიდნეს მრავალნი სათნოებისა მის მიმართ. რამეთუ ვინაჲთგან თქუმად ქალწულებისათჳს ძნელ იყო და მძიმე, ამისთჳს შჯული იგი და წესი ქორწინებისაჲ წარმოუთხრა, რაჲთა ცნან მისიცა სიძნელე და სურვიელ იქმნენ მრავალნი ქალწულებისათჳს. ხოლო რომელ თქუა, თუ: „არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთა მიცემულ არს“, ესე ამისთჳს თქუა, რაჲთა სცნა, ვითარმედ დიდ არს ღუაწლი ქალწულებისაჲ, და უჴმს კაცსა ღმრთისმიერი შეწევნაჲ. და არა თუ განჩინებულსა რასმე და იძულებითსა მოსაცემელსა მოასწავებს, რამეთუ მიეცემის მათ, რომელთაცა ენებოს. რამეთუ ოდეს წინამდებარე იგი საქმე დიდი იყოს, მარადის ესრეთ იტყჳს, ვითარცა თქუა სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „თქუენდა მოცემულ არს ცნობაჲ საიდუმლოთაჲ“. არა თუ სხუათა მათ არა მიეცემოდა, არამედ არა ინებეს მიღებად, ხოლო მოციქულნი წადიერ იყვნეს და გულმოდგინე, ამისთჳსცა მოეცა ღმრთის მიერ.
და კუალად, ოდეს გესმას სიტყუაჲ მოციქულისაჲ, ვითარმედ: „არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი რბის,...