თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ სიტყუათა მიერ სურვილად ქალწულებისა მოიყვანებს და გამოაჩინებს, ვითარმედ არა შეუძლებელ არს საქმე ესე. ვი-თარმცა იტყოდა, ვითარმედ: გულისჴმა-ყავ, კაცო, უკუეთუმცა ბუნებით არა გაქუნდა აღძრვაჲ, ვითარცა არიან შობითგან საჭურისნი, გინა თუმცა განსაცდელისაგან კაცთაჲსა გამოსაჭურისებულ იყავ, რაჲმცა ჰყავ მა-შინ? რამეთუ გულისთქუმათა აღსრულებისაგანცა გამოჴუებულ იყავმცა და სასყიდელი არცა ერთი გაქუნდა. აწ უკუე ჰმადლობდი ღმერთსა, რომელ სასყიდლისათჳს და გჳრგჳნისა საუკუნოჲსა თავს-იდებ ამას, რომელსა იგინი უსასყიდლოდ და უგჳრგჳნოსნოდ თავს-იდებენ, და უფროჲსღა ფრიად უსუბუქესად და უადვილედ გექმნების შენ მოთმინებაჲ სასოებითა მით სასუფეველისაჲთა და ძალითა გონებისაჲთა, ვიდრეღა მათ, რამეთუ ვერ შემძლებელ არს მოკუეთაჲ იგი ასოთაჲ ესრეთ დამდორვებად ბრძოლასა მას გულისთქუმათასა, ვითარ გულისსიტყუაჲ ღმრთისმოშიშებისაჲ და სასოებაჲ მერმეთა მათ კეთილთაჲ. ამისთჳს უკუე აჴსენნა შობითგანნი იგი და კაცთამიერნი საჭურისნი, რაჲთა ესე გულისჴმა-უყოს, ვითარმედ: რომელსა იგინი უსასყიდლოდ თავს-იდებენ, თქუენ, უკუეთუ გნებავს, სასყიდლისა მისთჳს წარუვალისა თავს-იდევით...
სახარებაჲ მათესი 19:12
11. ჰრქუა მათ იესუ: არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს. - რაკი მოწაფეებმა თქვეს, მაშინ უქორწინებლობა სჯობსო, უფალი ამბობს: მართალია ქალწულება დიდი განძია, მაგრამ მისი დაცვა ყველას როდი შეუძლია, არამედ მხოლოდ მათ, რომელთაც ღმერთი შეეწევაო, რადგან სიტყვა - მიცემულ არს - აქ დგას ნაცვლად სიტყვებისა: რომელთაც ღმერთი შეეწევა. ხოლო მიეცემა მათ, რომელნიც ითხოვენ: ითხოვდით და მოგეცეთ თქუენ (ლუკა 11.9); რამეთუ ყოველი, რომელიც ითხოვს, მიიღებს (იოანე 16.24).
12. რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თჳსისაჲთ საჭურისნი იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ. - მცირენი არიან, - ამბობს უფალი, - რომელნიც ქალწულების სათნოებაში წარემატებიან. ზოგიერთნი საჭურისები დედის მუცლითგანვე არიან, ანუ ისინი ბუნებრივი აგებულებისა გამო ქალთან შეერთებისათვის არ ილტვიან. ამგვართა უმანკოებას ფასი არა აქვს. არიან ისეთებიც, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს. ხოლო ზეციური...
...აჲსწარმეტყუელმან, ეგევითარი თქუა, რომელი უეჭუელად ეგულებოდა ყოფად, რამეთუ უკუეთუმცა არა ეგულებოდა ყოფად, არამცა ეთქუა; ხოლო უკუეთუ ესე სიტყუაჲ არს, ვითარმედ: „ვერ ძალედვა“, ესე მისი ნაცვალი არს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა უნდა, და ნუ გიკჳრს, რამეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს: „რომელსა ძალ-უც ტჳრთვად, იტჳრთენ“. და ესრეთ მრავალსა ადგილსა ნებასა ძალად უწოდებს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „სოფელსა ვერ ძალ-უც მოძულებად თქუენდა”. და კუალად არა წერილისა მიერ ოდენ არს ესე ჩუეულებაჲ, არამედ მრავალგზის კაცთა მიერცა, ვითარცა იტყჳნ ვინმე, ვითარმედ: ვერ ძალ-მიც მისი ვისიმე შეყუარებაჲ, და ფრიადსა მას ნებასა ძალად უწოდნ; და ვითარმედ მას ვისმე ვერ ძალ-უც, რაჲთამცა სახიერ იყო, და ძალად ნებასა იტყჳნ. და კუალად წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ იცვალოს ჰინდომან ტყავი თჳსი და ვეფხმან სიჭრელჱ თჳსი, და ერმანცა ამან შეუძლოს კეთილის-ყოფად, რომელსა უსწავლიეს ბოროტი“. არა თუ იტყჳს, თუ: შეუძლებელ არს ქმნაჲ სათნოებისაჲ, არამედ: არა ჰნებავსო და ამისთჳს ვერ ძალ-უც. და აქაცა უკუე მახარებელი ამას იტყჳს, ვითარმედ: შეუძლებელ იყო, რაჲთამცა ტყუვა წინაჲსწარმეტყუელმან,...
...ბრძოლითა გულისთქუმისაჲთა სძლოს კაცმან ვნებასა მას; და მჴედარიცა მაშინ გჳრგჳნოსან იქმნების, რაჟამს ფიცხელსა ბრძოლასა შევიდეს, არა თუ მაშინ, ოდეს არავინ იყოს მბრძოლი. ამისთჳსცა უფალმან სამნი სახენი თქუნა საჭურისობისანი; და ორთათჳს იტყჳს, ვითარმედ უგჳრგჳნო არიან, ხოლო ერთსა მას ოდენ შეიყვანებს სასუფეველად.
არამედ კუალად იტყჳს მეტყუელი იგი, ვითარმედ: და რად საჴმარ იყო ყოვლადვე დაბადებაჲ ცოდვისა და უკეთურებისაჲ? ხოლო ამას მეცა ვიტყჳ, ვითარმედ: რად საჴმარ იყო დაბადებაჲ ცოდვისაჲ? გარნა მითხარ, თუ ვინ არს შემოქმედი ცოდვისა და უკეთურებისაჲ? ანუ ვინ არს სხუაჲ შემოქმედი მისი, გარნა დაჴსნილობაჲ ნებისა ჩუენისაჲ? უკუეთუ კულა იტყჳ ამას: და რად არა კეთილნი ოდენ ვართ, არამედ ბოროტსა მივდრკებით? მეცა გეტყჳ, ვითარმედ: რაჲ არს ბუნებაჲ კეთილობისაჲ: სიფრთხილე და მოსწრაფებაჲ ანუ ძილი და ქუეწოლაჲ? და უკუეთუ იტყჳ, ვითარმედ: რად არა ესე უქმნიეს ღმერთსა სათნოებად, რომელი უადვილე იქმნების, უჭირველად წარემართების? პირუტყუთა სიტყუასა იტყჳ, რომელთა ღმერთ მუცელი აქუს. ანუ მითხარ მე: უკუეთუ იყვნენ ერთბამად მეფჱ და ერისთავი, და მერმე მეფჱ დაითროს და დაიძინოს, და მოიწინენ მბრძოლნი, და აღდგეს ერისთავი და სძლოს მბრძოლთა მათ, არამცა მისი იყოა მადლი, რომელი შურა დ...
...ვი-თარცა შეემთხჳა სულელთა მათ.
ხოლო რაჲსათჳს იგავსა ამას შინა პირი ქალწულთაჲ წარმოიღო და არა სხუაჲ რაჲმე პირი თქუა? ესე ამისთჳს, რამეთუ პირველ დიდნი ქებანი წარმოთქუნა ქალწულებისანი, ვითარმედ: „არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. და არა ყოველთა დაიტიონო სიტყუაჲ ესე“. და სხუაჲ მრავალი თქუა. და უწყოდა უფალმან, ვითარმედ დიდად აქუს კაცთა საქმჱ ესე, და არსმცა ჭეშმარიტად დიდ. და ჩანს, რომელ არცა ძუელსა შინა შჯულსა დიდთა მათ წმიდათა კაცთა შეუძლეს აღსრულებად, და ახალსა შინა არა დაეწესა ესე საქმჱ შჯულად სიძნელისათჳს მისისა. არცა თქუა ღმერთმან განჩინებით, არამედ ნებასა კაცად-კაცადისასა მიუშუა და თქუა: „რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენო“.
ამისთჳსცა ნეტარი პავლე იტყჳს: „ხოლო ქალწულთათჳს ბრძანებაჲ უფლისა მიერ არა მაქუსო“. ესე იგი არს, ვაქებო ყოველსა, რომელმანცა წარჰმართოს, ხოლო რომელსა არა ენებოს, არა აღვიძულებ, არცა შჯულად დავსდებ საქმესა ამას. ვინაჲთგან უკუე დიდ არს საქმჱ ესე და ყოველთა მიერ საქებელ, რაჲთა არა ჰგონებდენ, რომელთა ქალწულებაჲ წარჰმარ-თონ, თუ ყოველივე წარუმართებიეს და სრულებისა საზომსა მიწევნულ არიან და სხუანი სათნოებანი უგულ...