ვიეთნიმე იტყჳან ამის ჭაბუკისათჳს, ვითარმედ ზაკუვით და გამოცდით მოუჴდა იესუს, ხოლო მე ვეცხლისმოყუარედ და საფასეთა სიყუა რულისაგან ძლეულად არა ვჰრიდებ წოდებად, რამეთუ ქრისტემანცა ესევითარი ვნებაჲ ამხილა მას; გარნა მზაკუვარად და გამომცდელად ვერ ვიტყჳ, რამეთუ არცა ჯერ-არს უცნაურთა საქმეთათჳს ბრალისა შეჴდაჲ, და მარკოზცა განაქარვებს იჭუსა ამას, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მორბიოდა მისა და მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე და ევედრებოდა მას“. და კუალად იტყჳს: „ხოლო იესუ მიხედა და შეუყუარდა იგი“. გარნა დიდ არს მძლავრებაჲ იგი ვეცხლისმოყუარებისაჲ. დაღაცათუ სხჳთა სახითა კეთილ და სათნო ვიყვნეთ, უკუეთუ იგი გუეუფლოს, ყოველსავე განჰრყუნის. ამისთჳს იტყჳს პავლე მოციქული, ვითარმედ: „ძირი ყოველთა ბოროტთაჲ არს ვეცხლისმოყუარებაჲ“, და მისგან აღმოეცენებიან ურიცხუნი ვნებანი.
ხოლო მო-რაჲ-უჴდა უფალსა და ჰრქუა: „მოძღუარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნა, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“, რაჲსათჳს ესრეთ მიუგო ქრისტემან,...