მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 2:6

5. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყუელისა მიერ:6. და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი.7. მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისაჲ.
სახარებაჲ მათესი თავი 2
6. და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი.
მათეს სახარების განმარტება - თავი II
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
2:3-6 — ჰეროდეს შეშფოთება და მიქიას წინასწარმეტყველება:

3. ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა. - ჰეროდე შეშფოთდა, რადგან უცხო ტომისა იყო და თავისი სამეფო ხელისუფლების გამო შიშობდა, რომლისთვისაც, თვითონაც იცოდა, უღირსი იყო. მაგრამ იუდეველნი? ისინი რისთვისღა შეშფოთდნენ? იმათ ხომ, პირიქით, უნდა გახარებოდათ, რომ მეფე ეყოლებოდათ, რომელსაც თაყვანს სპარსეთის მეფენიც სცემდნენ, მაგრამ ბოროტება მართლაც რომ უგუნურია.

4. და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე? - მოძღვარნი ხალხისა განსწავლული ადამიანები იყვნენ, ვითარცა ისინი, რომელთაც ჩვენ გრამატიკოსებს ვუწოდებთ. ღმრთის განგებით, სწორედ მათ გამოჰკითხეს, რათა ჭეშმარიტება ეღიარებინათ, ამიტომ ისინი იმისთვისაც განისჯებიან, რომ ჯვარს აცვეს იგი, ვინც ადრე აღიარეს.

5. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყუელისა მიერ. - რომელი წინასწარმეტყველისა? მიქიასი, რამეთუ იგი ამბობს:

6. და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა (

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა შობად არს ქრისტე? ხოლო მათ ჰრქუეს: ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (2,4-5).:

...და სიტყუათა მათ გამოსთარგმანებენ, დაღაცათუ არა ყოველთა; რამეთუ ჰრქუეს რაჲ, ვითარმედ: „ბეთლემს ჰურიასტანისასა“, რამეთუ ესრეთ წერილ არს წინაწარმეტყუელისა მიერ: „და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადმე უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“, ; შემდგომი ამისი დაიდუმეს, რამეთუ პატივ-სცემდეს და ესათნოებოდეს ჰეროდეს უმეტეს ჭეშმარიტებისა. ხოლო რაჲ იყო შემდგომი ამის სიტყჳსა? „და გამოსავალნი მისნი დასაბამითგან დღეთაგან საუკუნეთა“.

ეძიებენ უკუე ვიეთნიმე და იტყჳან, ვითარმედ: რაჲსათჳს იყო ესე, რომელ ვინაჲთგან წინაჲსწარვე ქადაგებულ იყო წინაწარმეტყუელთა მიერ ბეთლემით გამოჩინებაჲ ქრისტესი, ნაზარეთს იქცეოდა იგი შემდგომად შობისა, და ამის გამო დაიფარვოდა სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისა? არამედ არა ესრეთ არს ესე, რამეთუ ესევითარითა ამით სახითა უფროჲსღა გამოაცხადა სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ-იგი ნაზარეთს მკჳდრ იყო დედაჲ მისი და ჟამსა შობისასა იპოა ბეთლემს; გამოაცხადა, ვითარმედ განგებულებით იქმნა საქმე იგი. ამისთჳსცა არა თუ იშვა რაჲ, მეყსეულად წარვიდა მიერ, არამედ ორმეოცი დღე დაყო ბეთლემს ში...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა“ (2,1-2).:

...არამედ იგი მთავარი იყო ოთხთა სამთავროთაჲ და არა მეფე.

ხოლო ადგილსა და ჟამსა ამისთჳს იტყჳს, რაჲთა აღგჳჴსენოს წინაწარმეტყუელებაჲ იგი მიქეაჲსი, რომელსა იტყჳს: „და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადმე უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამე-თუ შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“; ; და კუალად წინაწარმეტყუელებაჲ იგი იაკობ მამათმთავრისაჲ, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, არცა წინამძღუარი წყვილთაგან მის-თა, ვიდრემდის მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს, და არს იგი სასოებაჲ წარმართთაჲ“. რამეთუ სიტყუათა ამათ მიერ კეთილად გამოგ-ჳსახა მამათმთავარმან ჟამი იგი კურთხეული ქრისტეს მოსლვისაჲ და წარმართთა შეწყნარებისაჲ.

ხოლო ესეცა ღირს არს ძიებისა, ვითარმედ იხილეს რაჲ მოგუთა ვარსკულავი იგი, სიტყუაჲ მისგან არა ესმა. რაჲ ცნეს, თუ მეუფისა მის ჰურიასტანს შობილისათჳს იქმნა გამოჩინებაჲ მისი? არამედ ესრეთ გულისჴმაყავთ, ვითარმედ ღმერთმან, რომელმან-იგი ვარსკულავი წინამძღურად მისცა, მან შინაგან გულთა მათთა გულისჴმა-უყო საქმე იგი შობისა თჳსისაჲ და აღძრნა სულნი მათნი სურვილად ხილვისა მისისა. ვითარცა-იგი პირველ გულსა კჳრ...

სრულად ნახვა