თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსა-მე გულისჴმა-გჳყოფს იგავი ესე? რამეთუ არა ეწამების პირველისა მის თავისა აღსასრულსა, არამედ წინააღმდგომად ჩანს; რამეთუ აქა გამოაჩინებს, ვითარმედ ყოველთავე სწორი სასყიდელი მიიღეს და არა თუ რომელნიმე განცჳვეს და რომელნიმე პატივცემულ იქმნეს. ხოლო თავადმან დაწყებასაცა ამის იგავისასა და აღსასრულსაცა ესრეთ თქუა, ვითარმედ: „იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი - რჩეულ“. ხოლო იგავი არა ამას მოასწავებს, არამედ იტყჳს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელნი იგი შეესწორნენ სასყიდელსა მას პირველთასა. რასა-მე უკუე მოასწავებს იგავი ესე? რამეთუ კეთილ არს, რაჲთა პირველად პირი იგავისაჲ მის გულისჴმა-ვყოთ და მერმე ესეცა სიტყუაჲ განვჰმარტოთ. ვენაჴად მცნებათა და ბრძანებათა ღმრთისათა იტყჳს, ხოლო ჟამად საქმისა და შრომისა მისისა - ცხორებასა ამას, და მუშაკად იტყჳს თითოსახედ წოდებულთა მათ საქმესა მას საღმრთოსა. ხოლო განთიად და მესამესა ჟამსა და მეექუსე და მეცხრესა და მეათერთმეტესა მათ გამოსახავს, რომელნი თითოფერ-თა ჰასაკთა შინა მოვიდეს მუშაკობად სათნოებისა და წარემართნეს. ხოლო ესე საძიებელ არს, თუ ვითარ...
სახარებაჲ მათესი 20:1
1-7. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. - სასუფეველი ცათა ქრისტეა, რომელიც, მიიღო რა ჩვენი ხატი, ადამიანს დაემსგავსა. იგი არის უფალი სახლისა, რამდენადაც სახლზე ანუ ეკლესიაზე მეუფებს. ეს ქრისტე მამის წიაღიდან გამოდის და ვენახში სამუშაოდ, ე. ი. საღმრთო წერილისა და მისი მცნებების შესასწავლად, მუშებს ქირაობს. იგი ყოველ ადამიანს ქირაობს, რათა ვენახში იმუშაოს, ანუ საკუთარი სული სრულყოს....
...მეთუ არა უწყიან, ვითარმედ ღმერთი იძულებით არავის ჰყოფს კეთილ, და არცა გამორჩევაჲ მისი მაიძულებელ არს მომავალთათჳს ჟამთა, არამედ ოდენ მწოდებელი არს კეთილისა მიმართ და მასწავლელი; რამეთუ რაჲთა სცნა, ვითარმედ წოდებაჲ მისი არა იძულებით არს, ისმინე, რაჲ წერილ არს, ვითარმედ: მრავალნი წოდებულთაგანნი წარწყმდეს. ; (22,14); ამისთჳსცა ცხად არს, ვითარმედ ჩუენსა ნებასა ზედა არს ცხორებაჲცა და წარწყმედაჲცა.
სწავლაჲ მზ ვეცხლისმოყუარებისათჳს
ვინაჲთგან უკუე ესე ყოველი გუესმის, ვისწრაფოთ ჩუენცა განფრთხობად და მღჳძარებად მარადის, რამეთუ რომელი-იგი წმიდასა მას კრებულსა შინა იყოფვოდა და ესოდენნი ნიჭნი მიეხუნეს უფლისა მიერ, რომელსა ესოდენნი სასწაულნი ექმნნეს, რამეთუ ერთი იგი იყო სხუათა მათგანი, რომელნი წარავლინნა იესუ მკუდართა აღდგინებად და კეთროვანთა განწმედად, ვინაჲთგან უკუე ესევითარი იგი შეპყრობილ იქმნა სენითა მით ბოროტითა ვეცხლისმოყუარებისაჲთა და მოძღუარი თჳსი განყიდა, და არარას სარგებელ ეყვნეს მას ქველისმოქმედებანი იგი და ნიჭნი უფლისანი, არცა მის თანა ყოფაჲ მისი, არცა დაბანაჲ იგი ფერჴთაჲ, არცა ზიარებაჲ იგი ტაბლისა მისისაჲ, არცა ტჳრთვაჲ იგი გუადრუცისაჲ, არამედ უფროჲსად დასაშჯელ ექმ...
...რას შემძლებელ არს კეთილისა გულისხმის-ყოფად, რამეთუ იწყლა გული მათი, რამეთუ სხუანიცა იყვნეს ზიარ კეთილთა მათთა, და ამისთჳს თავნი თჳსნი განიგუმირნეს მახჳლითა და უცხო იქმნნეს კაცთმოყუარებისაგან ღმრთისა. ვითარცა იტყჳს თჳთ უფალი: „მოყუასო, არა გავნებ შენ. ხოლო მნებავს ამისიცა მიცემაჲ, ვითარცა-იგი შენ“. და უფროჲსად არცა ამათ სიტყუათა ღირს არიან იგინი, რამეთუ მუშაკი იგი დაღაცათუ დრტჳნვიდა, არამედ აქუნდა სიტყუაჲ შრომისა მისთჳს ყოვლისა მის დღისა და ჭირისა და ოფლისათჳს, ხოლო ამათ არარაჲ აქუნდა ესევითარი, არამედ უდბებაჲ და უკეთურებაჲ და ბევრეულნი ცოდვანი, რომლითა შეეცოდა მათცა ღმრთისადა მსგავსად წარმართთასა. და ამისთჳს მოციქული იტყჳს: „არა არს განყოფილებაჲ ჰურიისა და წარმარ-თისა, რამეთუ ყოველთა ცოდეს და დააკლდებიან დიდებასა ღმრთისასა, ხოლო განმართლდებიან ცუდად მადლითა მისითა“. და კუალად იტყჳს: „რომელთა შჯულსა შინა ცოდეს, შჯულითა ისაჯნენ“, ესე იგი არს, ვი-თარმედ უძჳრესი მიიღონ საშჯელი, რაჟამს ამხილებდეს გონებაჲცა და შჯულიცა, და არა ამისთჳს ოდენ, არამედ ამისთჳსცა, რომელ მათ მიერ „სახელი ღმრთისაჲ იგმობოდა წარმართთა შორის“,...