მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 20:23

22. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა იცით რასა ითხოვთ. ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი მე მეგულების შესუმად, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო ნათლის-ღებად? ხოლო მათ ჰრქუეს: ძალ-გჳც.23. ჰრქუა მათ იესუ: სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ, ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა.24. ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს.
სახარებაჲ მათესი თავი 20
23. ჰრქუა მათ იესუ: სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ, ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ, რომელი ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ; ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა“ (20,23).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდნი კეთილნი აღუთქუნა მათ და უწინაჲსწარმეტყუელა, ვითარმედ: ღირს იქმნეთო ჩემთჳს წამებასა და ზიარ ჩემდა იქმნეთ. ღუაწლთა თავს-დებითა დამემსგავსნეთ მე, დათხევითა სისხლთა თქუენთაჲთა, „ხოლო დაჯდომადო მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა“. პირველად აღამაღლნა სულნი მათნი და ახარა მათ მსგავსებაჲ და ზიარ-ყოფაჲ ვნებათა მისთაჲ და მერმე განჰმართებს თხოასა მათსა. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ანუ ვითარ გულისჴმა-ვყოთ? რამეთუ წინამდებარისა ამისთჳს სიტყჳსა ორი საძიებელი არს მრავალთაგან: ერთად, უკუეთუ ნანდჳლვე ესე ესრეთ არს და არს ვიეთდამე გამზადებულ დაჯდომაჲ მარჯუენით მისა; მეორედ, უკუეთუ უფალსა მას და მეუფესა ყოველთასა არა ჴელ-ეწიფების მიცემად მათდა, რომელთადა განმზადებულ არს. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? უკუეთუ პირველი იგი განვჰმარტოთ, მერმე მეორეცა ესე მეძიებელთათჳს ცხად იყოს. რაჲ არს უკუე განმარტებაჲ პირველისაჲ მის? არავინ არს, რომელიმცა დაჯდომად იყო მარჯუენით მისა გინა მარცხენით, რამეთუ უვალ არს და მიუახლებელ ყოველთაგან საყდარი იგი, არა ხოლო თუ კაცთაგან წმიდათა და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
20:17-23 — ვნების წინასწარმეტყველება და ზებედეს ძეთა თხოვნა:

17-21. და ვითარცა აღვიდოდა იესუ იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილად. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ტანჯვად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს. მაშინ მოუჴდა იესუს დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ ძეთა მისთა თანა, თაყუანის-სცემდა მას და ითხოვდა რასმე მისგან. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? ჰრქუა მას: თქუ, რაჲთა დასხდენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სასუფეველსა შენსა. - ზებედეს ძენი ფიქრობდნენ, რომ უკეთუ უფალი იერუსალიმში წავიდოდა, ამქვეყნიური მეფე გახდებოდა, რადგან ხშირად ესმოდათ, როგორ ამბობდა: იერუსალიმში ავიდეთო. განიზრახეს რა კაცობრივად, დედა დაარწმუნეს მისულიყო მასთან, რადგან თვითონ აშკარად მისვლისა შერცხვათ, თუმცა, როგორც მარკოზი გვამცნობს, ფარულად თვითონაც მივიდნენ. იგი გვეუბნება: მივიდნენ მასთან იაკობი და იოვანე, ე. ი. ისინი შეუმჩნევლად და ფარულად მისულან.

22. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა იცით რასა ითხოვთ. ძალ-გიცა შესუმად სასუმელი,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე თუ ვინმე მმსახუროს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან“ (12,26).:

...უ: მე? ამისთჳს, რამეთუ ჯერეთ ესევითარი გულისსიტყუაჲ, ვითარი ჯერ-არს, არა აქუნდა, რამეთუ რომელთა ესეცა არა უწყოდეს, ვითარმედ აღდგომაჲ მისი ჯერ-არს, ვითარმცა გულისხმა-ყვეს მაღალი რაჲმე საქმჱ? ამისთჳს ძეთაცა ზებედჱსთა ეტყოდა, ვითარმედ: „არა ჩემი არს მიცემაჲ, არამედ რომელთადა განმზადებულ არს მამისა ჩემისა მიერ“. ; და თავადი იგი არს, რომელი იქმს საშჯელსა, ხოლო აქა ერთობასა მასცა მოასწავებს, რამეთუ ვითარცა საყუარელისა ძისა მსახურნი, ესრეთ შეგიწყნარნეს თქუენ მამამან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს, და რაჲ ვთქუა? მამაო, მიჴსენ ამის ჟამისაგან“ (12,27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად თქუას თუ ვინმე: და ვითარ მათ სიკუდილად აწუევდა? და აწ ესე სიტყუაჲ არა სიკუდილად მაწუევნელისაჲ არს? არამედ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ უფროჲსად სიკუდილად მაწუევნელისაჲ არს. რაჲთა არა იტყოდიან, ვითარმედ იგი გარეგან სალმობათა კაცობრივთა არს და ამისთჳს ადვილად გუაწუევს სიკუდილად, რომელნი-ესე კაცნი ვართ, ბუნებით სიკუდილისაგან მოშიშნი, და მას ამის საქმისა გამოცდილებაჲ არა აქუს, ამისთჳს უჩუენებს, ვითარმედ იგიცა შეურვებულ არს სიკუდილისაგან, არამედ ვინაჲთგან უმჯობჱსი იგი არს, ამისთჳს არა თანაწარჰჴდების მას. ხოლო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა წმიდისა, ვერ ჴელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (3,5).:

..., და ვითარმედ: „ძუელი იგი კაცი ჩუენი ჯუარს-ეცუა“. ხოლო არა თუ ოდენ ნათლის-ღებასა ჯუარ-ცუმა ეწოდების, არამედ ჯუარ-ცუმასაცა - ნათლის-ღება, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ“. ; რამეთუ ვითარცა ჩუენ ადვილად შთავჰყოფთ წყალსა თავთა და აღმოვიღებთ, ეგრეთვე უფალი ადვილად მოკუდა და, ინება რაჲ, აღდგა, დაღაცათუ საიდუმლოდ სამ დღე იყო საფლავსა შინა.

სწავლაჲ კე ვითარმედ უნათლავსა დაღაცათუ ბევრეულნი სათნოებანი აქუნდენ, გეჰენიად მივალს

ხოლო აწ რომელნი ესევითართა საიდუმლოთა ღირსქმნულ ვართ, ცხორებაჲცა მოვიგოთ ღირსი მის ნიჭისაჲ, და რომელნი არა ღირსქმნულ ხართ მას, ყოვლითა სახითა ისწრაფეთ, რაჲთა ღირს მისა იქმნნეთ, და ვიქმნნეთ ერთ გუამ და ურთიერთას ძმა. რამეთუ ვიდრემდის ამით საქმით განყოფილ ვიყვნეთ, არცა ერთ არს ერთობაჲ, დაღაცათუ ჴორციელად ძმა ვიყვნეთ, რამეთუ უცხო არს უნათლავი ნათელღებულისაგან, არა აქუს ორთავე ერთი მამაჲ, არცა ერთი ქალაქი, არცა ერთი საზრდელი, არცა ერთი სამოსელი, არცა სხუაჲ რაჲ, არამედ ყოველივე შეცვალებულ არს; და ნათელღებულისაჲ ყოველივე ზეცისაჲ არს, ხო...

სრულად ნახვა